სამი “კაგებეშნიკი”, რომელიც “ნაციონალების” ფარულ დავალებებს ასრულებს

სამი “კაგებეშნიკი”, რომელიც “ნაციონალების” ფარულ დავალებებს ასრულებს

რამდენიმე დღის წინ, კახეთში, კერძოდ, ყვარლის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები ლეკები, ძირითადად, დიაცები, გამოვიდნენ და მოითხოვეს, საქართველო მოდერნიზებულ საბჭოთა, ანუ ევრაზიულ კავშირში შევიდესო. ეს მოთხოვნა, ცხადია, პროვოკაციულია, რომლის კვალიც, როგორც უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკი, უსაფრთხოების ექსპერტი კონსტანტინე ფორჩხიძექართული სიტყვისექსკლუზიური ინტერვიუების ციკლში განმარტავს, ჩრდილოეთამდე მიდის... საერთოდ, ქართველი სპეცსამსახურელი მიიჩნევს, რომ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, სადაც ერთადერთ მთავარ მტრად რუსეთია დასახელებული, გადასახედია, რამეთუ მტერი მხოლოდ კრემლი კი არა, ყველა ის უცხო ქვეყანაა, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ძირგამომთხრელ საქმიანობას აწარმოებს... ამავე კონტექსტში ფორჩხიძე აქცენტს შსს-დან უშიშროების სამსახურების გამოყოფაზეც აკეთებს და აცხადებს, რომ ეს რეფორმაწიკვინა არასამთავრობოებმა და ვაი-ექსპერტებმაკი არა, იმ ადამიანებმა უნდა ჩაატარონ, რომლებსაც სპეცსამსახურებში პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება აქვთ... სხვათა შორის, შსს-დან უშიშროების გამოყოფის აუცილებლობასა და დეტალებზე, “ქართულ სიტყვას”, ფორჩხიძეზე დაყრდნობით, არაერთხელ დაუწერია... ყოველივე ზემოთქმულის გარდა, უშიშროების გამოცდილი მუშაკიქართულ სიტყვასექსკლუზიურ ოპერატიულ ინფორმაციასაც აწვდის და იმ ყბადაღებულ სქემას შიფრავს, რომლითაცნაციონალებიფარულ მოსმენებს დღესაც აწარმოებენ.

 

- ბატონო კონსტანტინე, ამას წინათ, ყვარლის რაიონში, ადგილობრივმა ლეკებმა აქცია გამართეს და გაიძახოდნენ, რუსეთი ოკუპანტი არ არის, საქართველო ალაზნის იქიდან იწყება და გაუმარჯოს საბჭოთა კავშირსო. პარალელურად, ავარო-კახეთის გზის მშენებლობის საწინააღმდეგო კონტრაქციაც მიმდინარეობდა... ყველაფერი ეს, მგონი, პროვოკაციაა...

- რა თქმა უნდა...

- პროვოკაციას ვინ, რა მიზნით აწყობს და, საერთოდ, რა მოხდება?

- პროვოკაცია მხოლოდ ერთ მხარეს აწყობს და ეს ის მხარეა, რომელსაც 2015 წლის ბოლომდე ევრაზიული კავშირის შეკვრა აქვს დეკლარირებული.

- ესე იგი, რუსეთზე მიანიშნებთ?

- ბუნებრივია, თან ყურადღება მიაქციეთ: ორი აქცია უნისონში გაიმართა და იმ კონტექსტში ჯდება, ადრე რომ ვსაუბრობდით...

- როგორც მახსოვს, ადრე მიანიშნებდით, რომნაცმოძრაობადა ევრაზიული კავშირის მომხრე არასამთავრობოები შესაძლოა, ფარულად თანამშრომლობდნენ...

- დიახ და ახლაც ამ აზრზე ვარ. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ამჯერად პროცესებმა ზუსტად იმ ზონაში გადაინაცვლა, რომლის მიმართაც რუსეთს გამოკვეთილი პოზიცია აქვს - ავარო-კახეთის გზის მშენებლობას ვგულისხმობ. საერთოდ, დღეს რუსეთის მთავარი მიზანი სამხრეთით გაფართოებაა და ამიტომ, მისი სამიზნეც სამხრეთ კავკასიაა. საბოლოო ჯამში კი, ისევ ენერგომატარებლებამდე მივდივართ.

- მაშასადამე, რუსეთი თავისი სამხრეთული მიზნების მისაღწევადნაცმოძრაობასდა სხვა ქართულ პოლიტიკურ თუ არასამთავრობო ძალებს იყენებს?

- ეს საკითხი საქართველოს სპეცსამსახურებმა უნდა გამოიკვლიონ, მით უმეტეს, რომ მათი მთავარი ფუნქცია სწორედ ქვეყნის უსაფრთხოების დაცვაა. ყვარლის რაიონის სოფელ სარუსოში გამართული ორივე აქცია წინასწარ იყო ორგანიზებული, თორემ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ფაქტია, ერთ დღეში მაისურებს ვერ შეიძენდნენ.

- მოკლედ, ბატონო კოტე, ყველაფერი ეს ახალ ეთნოკონფლიქტში ხომ არ გადაიზრდება?

- ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, წესით, ჩრდილოეთ კავკასიიდან საქართველოში კონფლიქტების გადმოტანის რისკებსაც უნდა ითვალისწინებდეს. ამას “პრობლემის ექსპორტი” ჰქვია. მართალია, ამ დოკუმენტში წერია, რომ რუსეთი ნომერ პირველი მტერია, მაგრამ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში ამის ჩაწერა არ შეიძლება.

- რატომ?

- ახლა, შეიძლება, ვინმემ პრორუსობა დამწამოს, მაგრამ სხვა საფრთხე რომ გამოჩნდეს, მაგალითად, სომხეთის, ან თურქეთის მხრიდან, მაშინ დოკუმენტში უნდა ჩავწეროთ, რომ სომხეთი, ან თურქეთი საქართველოს ნომერი პირველი საფრთხეა? სხვათა შორის, ჯერ კიდევ 2010 წელს მოვითხოვე, რომ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში შესწორება შეეტანათ და ჩაეწერათ, რომ საქართველოსთვის პოტენციური საფრთხე ყველა ის ქვეყანაა, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ შეიძლება, ძირგამომთხრელ საქმიანობას აწარმოებდეს.

- ეს გასაგებია, მაგრამ რუსეთი, ავარო-კახეთის გზის მშენებლობის საბაბით, ჩვენს ტერიტორიებზე ხელმეორედ ხომ არ შემოიჭრება?

- ვანო, რუსის ტანკი თბილისიდან 25 კილომეტრში დგას და რაღა შემოჭრა უნდა?  ერთ დღეს, შეიძლება, რომელიმე მთვრალ რუს გენერალს თავში დაარტყას და რუსთაველის გამზირზე ტანკით “გაიჯლიგინოს”. საქართველოს ტერიტორიაზე, კონფლიქტის ზონებში, სულ 11 ათასი რუსი ჯარისკაცია მობილიზებული და იცით, ეს რამხელა ძალაა? მართალია, აქ თბილისზე არაა ლაპარაკი, მაგრამ აფხაზეთიდან რუსი სამხედროების სამეგრელოსა და აჭარისკენ გადაადგილებას წინ არაფერი უდგას, თუმცა პრობლემა არც ახალგორიდან თბილისამდე ჩამოსვლაა. ასე რომ, ავარო-კახეთის გზატკეცილი თემაა, რომელიც არაეთნიკურ ქართულ მოსახლეობაში პატარ-პატარა კონფლიქტური ზონების გაჩენას ემსახურება.

- კონფლიქტური ზონების გაჩენის საბოლოო მიზანი რა არის?

- დესტაბილიზაცია და ევრაზიულ კავშირზე დადებითი განწყობის შექმნა, ანუ რუსეთი ცდილობს, გამოაჩინოს, რომ საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ევრაზიულ კავშირში შესვლისა და საბჭოთა კავშირის ტრანსფორმირების მომხრეა...

საერთოდ, ერთი რამ კარგად უნდა გავარკვიოთ: თუკი რუსეთმა საქართველოსთან მოლაპარაკებები არ დაიწყო, ზემოხსენებული გზატკეცილი ვერ აშენდება.

- დასაშვებია, რომ ჩვენი ხელისუფლება ამ მოლაპარაკებაზე წავიდეს?

- არ ვიცი... თუკი პოლიტიკურ სარგებელს ვერ ვნახავთ, რუსებს გზა რატომ უნდა ავაშენებინოთ?

- მაინც, რა პოლიტიკურ სარგებელს გულისხმობთ?

- ამაზე დიპლომატებმა უნდა იმსჯელონ. მოკლედ, ეს აჟიოტაჟი მიზანმიმართულადაა ატეხილი...

- სწორედ ასეთ დროსაა სპეცსამსახური საჭირო, რომელიც საფრთხეების განეიტრალებას შეეცდება...

- რა თქმა უნდა...

- იმ დროს, როცა სამსახურს ერთბაშად ცხრა მაღალი თანამდებობის პირი ტოვებს, პოლიტიკური ისტებლიშმენტი კი იმაზე დავობს, შსს- უშიშროების სამსახური უნდა გამოეყოს თუ არა, ზემოხსენებული საფრთხეებისთვის, მგონი, არავის სცხელა...

- სპეცსამსახური ძალიან ფაქიზი და მკაცრად იერარქიული სახელმწიფო სტრუქტურაა, რომელიც ხელმძღვანელობის ხშირ ცვლილებას ვერ იტანს. თუკი ამ მკაცრად იერარქიულ სტრუქტურაში ისეთი ხელმძღვანელი მიდის, რომელიც სისტემაში გათვითცნობიერებული არაა და სპეცსამსახურის ანი-ბანი არ იცის, სახელმწიფო უსაფრთხოებას შეიძლება, უდიდესი ზიანი მიაყენოს და მისი ერთი არასწორი გადაწყვეტილება ქვეყანას ძალიან ძვირი დაუჯდეს. ეს ყველა პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლა სურს და, ბუნებრივია, მოქმედმა ხელისუფლებამაც, უნდა გაითვალისწინოს.

უშიშროება მძიმე და სპეციფიკური, ასე ვთქვათ, სამუშაოა და “ნაციონალებმა” იცოდნენ, რომ ორი უწყების გაერთიანებით, უშიშროება შსს-ში გაითქვიფებოდა და ამით უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ თემებს გადაფარავდნენ, თან ამ გაერთიანებით სრულიად ავტორიტარული სისტემა შექმნეს. ისე, როგორ შეიძლება, “კმარელებს” უშიშროება ემართათ, როცა ადამიანს, უშიშროების ნორმალურ თანამშრომლად რომ ჩამოყალიბდეს, მინიმუმ, 7-8 წელი სჭირდება. პრინციპში, დღესაც ასეა: სპეცსამსახურს, სპეცსამსახურელის გარდა, ყველა მართავს! გაიძახიან, კარგი ბიჭია და საქმეს ისწავლისო, მაგრამ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, სპეცსამსახურის მხოლოდ შიდაუწყებრივი ნორმატიული აქტების სწავლას წლები სჭირდება. ოპერატიული მუშაობის სწავლაზე აღარაფერს ვამბობ...

- ბატონო კოტე, ჩემი სუბიექტური აზრით, ყველაფერი ისე დრამატულადაც არაა, როგორც დახატეთ: ბოლოს და ბოლოს, ისიც პოზიტივია, რომოცნებამ”, როგორც იქნა, საარჩევნო დაპირება გაიხსენა და შსს-დან უშიშროების სამსახურის გამოყოფაზე ლაპარაკი დაიწყო...

- უშიშროება შსს-ს აქამდეც უნდა გამოყოფოდა, რადგან სპეცსამსახური პრევენციული ორგანოა და თუკი პრევენციას არ გაატარებს, შესაძლოა, ისეთი დანაშაული მოხდეს, რომელიც ქვეყანას დააქცევს. შსს კი, როგორც წესი, დანაშაულის გახსნაზე მუშაობს. ამ განსხვავებას რიგითი იურისტი და “ენჯეოშნიკი” ვერ გაიგებს. არადა, იმ სამუშაო ჯგუფს, რომელმაც ამ საკითხზე უნდა იმუშაოს, სწორედ ასეთი ხალხით აკომპლექტებენ.

- მოდით, ღიად და კონკრეტულად ვთქვათ: თუნდაც იმას, რომ .. მოსმენების გასაღები შსს- ხელში ყოფილიყო, არაპირდაპირ პრემიერი ლობირებდა. ახლა კი, ასეთი მოცემულობაა - უშიშროება შსს- გამოეყოფა, ანუ ეს უწყება გარკვეულწილად დასუსტდება. ისიც ნიშანდობლივია, რომ ანზორ ჩუბინიძე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ერთგულ ადამიანად ითვლება, სახელმწიფო დაცვის ხელმძღვანელად დააბრუნეს...

- თუკი ქვეყნის უსაფრთხოების სისტემა სწორად იქნება აგებული, შსს-დან უშიშროების გამოყოფით, არც პოლიცია დასუსტდება დ არც - უშიშროება. უსაფრთხოების სისტემას სპეციალური ორგანო უნდა აკონტროლებდეს, თორემ ის პრობლემები, რაც მოსმენებთან, გარე მეთვალყურეობასა თუ პერსონალური მონაცემების გათქმასთან დაკავშირებით გვაქვს, არ მოგვარდება.

- ეს გავიგე, მაგრამ სხვა რამ გკითხეთ...

- რა?

- ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, იზიარებთ მოარულ ხმას, რომ პრემიერის, როგორც ინსტიტუტის, დასუსტება ხდება?

- გარკვეულწილად, ასეა. უსაფრთხოების სისტემის სათავეში პრემიერია და ამ სისტემის ერთ-ერთი უწყების, კერძოდ, სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის სათავეში მოდის კადრი, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან ასოცირდება. ეს, ბუნებრივია, პრემიერის გარკვეულ შესუსტებას ნიშნავს, ოღონდ მხოლოდ - უსაფრთხოების კუთხით.

სხვათა შორის, ერთი მნიშვნელოვანი დეტალია: უსაფრთხოების საბჭოს შეფად დავით სუჯაშვილი დაინიშნა, რომელიც ამავე დროს, დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელიცაა. დაზვერვის დეპარტამენტის ზემდგომი კრიზისების მართვის უსაფრთხოების საბჭოა. ამიტომ, ნებისმიერი პროფესიონალი დასვამს შეკითხვას: სუჯაშვილმა, როგორც, ერთის მხრივ, დაზვერვის დეპარტამენტის შეფმა თავისი საქმიანობის ანგარიში უნდა წარუდგინოს საკუთარ თავს, ანუ სუჯაშვილს, როგორც უსაფრთხოების საბჭოს შეფს? ეს ხომ, მინიმუმ, ინტერესთა კონფლიქტია, რაც უსაფრთხოების სისტემას ვნებს.

- ლარის გაუფასურების ფონზე, სამთავრობო ცვლილებები, წესით, ეკონომიკურ გუნდს უნდა შეხებოდა, მაგრამ რეორგანიზაცია ძალოვან უწყებებში დაიწყო. ამას რითი ხსნით?

- ლარის გაუფასურება და თუნდაც კორუფციულ სქემებზე დაწყებული ლაპარაკი ურთიერთკავშირშია. შემთხვევითი არც ისაა, რომ პროკურატურამ მერიის საქმიანობის შესწავლა დაიწყო, ანუ როგორც ჩანს, ვიღაცას შეკითხვები გაუჩნდა. ამავე კონტექსტში ჯდება ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ ნოდარ ჯავახიშვილის დანიშვნაც...

მოკლედ, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, საინტერესოა, სად იყოს მერიის, ან ინფრასტრუქტურის სამინისტროს გენინსპექცია? ყურადღება მიაქციეთ, შსს-ს გენინსპექციის უფროსიც შეიცვალა. ამ ჯაჭვს თუ კარგად გავაანალიზებთ, მივხვდებით, რომ საქმე კორუფციულ სქემასთან გვაქვს, რომლის არსებობასაც ბიძინა ივანიშვილი ვერ აიტანს. ივანიშვილი მილიარდერია და კორუფცია რისთვის სჭირდება? მან ხალხში განმანთავისუფლებლის სახელი დაიმკვიდრა - “ნაცმოძრაობა” მოგვაშორა. კორუფციული ელემენტების გამოჩენით კი, პირდაპირ მისი სახელი იბღალება.

- სხვათა შორის, ჩინოვნიკები კორუფციის ბრალდებით არ გაუთავისუფლებიათ და, როგორც გვითხრეს, ყველა ერთ ღამეს მიხვდა, რომ სახელმწიფო სამსახურში საკუთარი შესაძლებლობა ამოწურა და ამიტომ გადადგა...

- კორუფციის ბრალდებით რომ გაეთავისუფლებინათ, მაშინ ეს აღიარება გამოვიდოდა, ანუ მთავრობა იტყოდა, დიახ, კორუმპირებული ვარო!..

- მთელი ამ აჟიოტაჟის მიზანი ის ხომ არაა, რომ ბიძინა ივანიშვილი, როგორც კრიზისული სიტუაციების მართვის დიდოსტატი, პოლიტიკაში დაბრუნდეს? სხვათა შორის, ამას წინათ, ირაკლი ალასანიამმოქალაქესსწორედ ამ ნაბიჯის გადადგმა ურჩია...

- არ მგონია, ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდეს, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლებაში ივანიშვილის უფრო ბევრი კადრი გამოჩნდეს, რითიც კორუფციული ინტერესები შეიზღუდება. “ნაციონალები” გაჰყვიროდნენ, ისეთი სტრუქტურები ჩამოვაყალიბეთ, რომ კორუფცია გამორიცხულიაო, მაგრამ დავინახეთ, ასე არაა და დღევანდელი ფაქტებიც ირიბად მიუთითებენ, რომ სახელმწიფო უწყებებში კორუფცია “ნაციონალების” დროსაც არსებობდა...

- ბატონო კოტე, “ნაციონალებზეგამახსენდა: ქართული მხარე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადებასთან დაკავშირებით ინტერპოლს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია...

- არ მგონია, რომ ინტერპოლმა სააკაშვილზე ძებნა გამოაცხადოს.

- ასე რატომ ფიქრობთ?

- იმიტომ, რომ დანაშაულის კვალიფიკაცია და ხარისხი ინტერპოლის, ასე ვთქვათ, მოთხოვნებს არ შეესაბამება. ეუთო და სააკაშვილის სხვა ლობისტებიც სწორედ ამას ამბობენ... შე მამაცხონებულო, სისტემაზე, ორგანიზებულ დანაშაულზე ლაპარაკობ და ამ დროს, ბრალს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს უყენებ. ამ ფონზე, რომელი უცხოელი დაიჯერებს, რომ სააკაშვილი დამნაშავეა?

- რატომ არ დაიჯერებს?

- იმიტომ, რომ ჯერ შემსრულებლები უნდა გამოავლინო და ზევით მერე წახვიდე.

- შემსრულებელი, მაგალითად, ოლეგ მელნიკოვი გამოავლინეს, მაგრამ გაუშვეს...

- მელნიკოვი, ალბათ, იმიტომ გაუშვეს, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლა...

- გამოძიებასთან მიშამაც რომ ითანამშრომლოს?

- თავის თავის წინააღმდეგ ხომ არ ითანამშრომლებს?! მიშამ ვინ უნდა “ჩაუშვას” - ზებუნებრივ ძალებზე ხომ ვერ იტყვის, ისინი მავალებდნენო?

- ...ბატონო კონსტანტინე, წეღან, პირად საუბარში, სიტყვა მოსმენებზე ჩამოაგდეთ და მივხვდი, ამ კუთხით ახალი ინფორმაცია გაქვთ...

- ეს ოპერატიული, ანუ პირველადი ინფორმაციაა.

- კი ბატონო, მაგრამ საჯაროდ ის თქვით, რისი თქმაც შეიძლება...

- 2003 წელს, აშშ-სა და დასავლეთიდან მოსასმენი აპარატურა იქნა შემოტანილი...

- ესვარდების რევოლუციამდემოხდა?

- დაახლოებით, 2003 წლის ოქტომბერ-ნოემბერში.

- მოსასმენი აპარატურა სახელმწიფომ შემოიტანა თუ კერძო პირმა?

- ოპერატიული ინფორმაციით, აპარატურა იმ ფრთამ შეიძინა, რომელიც ხელისუფლებაში რევოლუციით მოვიდა... ამ აპარატურიდან ერთი კომპლექტი ძალოვან უწყებებში მოხვდა და სწორედ ამით ააწყვეს ახალი ე.წ. ოტო, მეორე კომპლექტი კი, - “ნაცმოძრაობამ” დაიტოვა...

- ეს როგორ?

- ის ტიპები, რომლებსაც ამ აპარატურასთან გარკვეული კავშირი ჰქონდათ, ნოემბრის აქციებზეც გამოჩნდნენ. ესენი ყოფილი “კა-გე-ბე”-ს თანამშრომლები იყვნენ, რომლებიც შემდეგ, თავდაცვის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების ძალებში...

- რას ნიშნავსნოემბრის აქციებზე გამოჩნდნენ”?

- ამ სამმა პიროვნებამ მხარი რევოლუციას ღიად დაუჭირა. სამივეს ვინაობა ვიცი, მაგრამ ბუნებრივია, არ დავასახელებ. სხვათა შორის, “კა-გე-ბე”-ში სამივე კავშირგაბმულობის კუთხით საქმიანობდა... ამ სამიდან ერთ-ერთი, რევოლუციის შემდეგ, სამთავრობო დაცვაში მაღალ თანამდებობაზეც მუშაობდა, თუმცა მოგვიანებით, გაუშვეს... დანამდვილებით ვერ ვიტყვი, მაგრამ ამ სამმა პიროვნებამ, წესით, უნდა იცოდეს, დღეს “ნაციონალები” მოსასმენ აპარატურას სად ინახავენ.

- თუნაციონალებმასამსახურიდან გაუშვეს, საიდანღა უნდა იცოდნენ, მოსასმენი აპარატურა სად ინახება?

- სპეცსამსახურიდან შეიძლება, იმიტომ გაგიშვან, რომ შენი ლიმიტი ამოწურე, ვთქვათ, პენსიაში გახვედი, მაგრამ ეს არც გაგდებას ნიშნავს და არც იმას, რომ არაოფიციალურად საქმე აღარ გააკეთო.

- “ოცნებაადასტურებს, რომნაცმოძრაობაფარულ მოსმენებს 2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც ანხორციელებს, ესე იგი, ეჭვობთ, რომმიშას ხალხიამ ფარული აპარატურით გვისმენს?

- შესაძლოა...

- თქვენი ვარაუდით, “მოსმენების საიდუმლო შტაბითბილისშია?

- დიახ...

- ისიც იცით, “ნაცმოსმენებსდღეს ვინ ხელმძღვანელობს?

- ამის დადგენას ოპერატიული მუშაობა სჭირდება... პირველადი ინფორმაცია იმ სამხედროებმა მომაწოდეს, რომლებიც თავის დროზე ზემოხსენებულ სამ “ტიპთან” მუშაობდნენ...

- ბატონო კოტე, ისევ დღევანდელობას რომ დავუბრუნდეთ, თქვენი აზრით, ხელისუფლებაში დაწყებული გადაადგილება-გადმოადგილებებით, “ნაციონალებიიხეირებენ?

- ვერა... უბრალოდ, საყვირალი მიეცემათ, აი, ხომ ვამბობდით, ქვეყანაში კორუფციააო და ამით შეიძლება, მცირე პიარ-ქულები დაიწერონ, თორემ ხალხის კეთილგანწყობას ვეღარ მოიპოვებენ...

საერთოდ, “ივანიშვილის ინექცია” ხალხისთვის მესიჯია, რომ ხელისუფლების ნდობა არ დაკარგოს.

- “ივანიშვილის ინექციაგაშიფრეთ...

- ყოფილი პრემიერი ჭკვიანია და კრიზისულ სიტუაციებსაც კარგად მართავს, თორემ სხვანაირად მილიარდერი ვერ გახდებოდა... მოკლედ, ივანიშვილმა “ქართულ ოცნებას” ინექცია გაუკეთა და მოსახლეობის უარყოფითი განწყობა გარკვეულწილად შეაჩერა, ახლა კი, ყველაფერი თავად “ოცნებაზეა” დამოკიდებული...

ისე, სტრუქტურაში რომ ვმუშაობდე, ლარის კურსთან დაკავშირებით, გამოძიებას დავიწყებდი.

- იმის თქმა გინდათ, რომ ლარის დროებითი გაუფასურების კვალი შეიძლება, გადაყენებულ ჩინოსნებამდე მივიდეს?

- არაფერია გამორიცხული, მით უმეტეს, რომ ორგანიზებული დანაშაულის ნიშნები იკვეთება...

- უშიშროების სამსახურს ოდესმე ეკონომიკური დივერსიის ფაქტი გამოუაშკარავებია?

- რა თქმა უნდა... მსგავსი, უფრო სწორად, კონტრაბანდული ფაქტების გამოაშკარავება რევოლუციამდე ხდებოდა - მაშინ ჩრდილოვანი ეკონომიკა “მძვინვარებდა” და კონტრაბანდა მხოლოდ ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთიდან კი არა, სომხეთიდან, აზერბაიჯანსა და რუსეთიდანაც შემოდიოდა. კონტრაბანდა ეკონომიკური დივერსიის ერთ-ერთი მახასიათებელი და კომპონენტია. შესაბამისად, მაშინ ასეთი გამოძიებები ტარდებოდა, თუმცა ისე მოხდა, რომ ის სამსახურები, რომლებიც ამ დანაშაულს იძიებდნენ, კორუმპირებულები თავად გახდნენ.

- ისე, ეკონომიკურ დანაშაულს უშიშროება უნდა ებრძოდეს თუ შს სამინისტრო?

- ეკონომიკურ დანაშაულს ფინანსთა სამინისტრო უნდა ებრძოდეს, მაგრამ თუკი ამ დანაშაულში დივერსია გამოიკვეთება, მაშინ გამოძიებაში უშიშროების ორგანოებიც უნდა ჩაერთვნენ. ყველაფერ ამას კი, პროკურატურა უნდა  ზედამხედველობდეს.

მოკლედ, ინსტიტუციური ცვლილებები და რეფორმებია საჭირო, მაგრამ საამისოდ შესაბამისი ცოდნა და კომპეტენციაა აუცილებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, რამდენი სამუშაო ჯგუფიც უნდა შეიქმნას, შედეგი არ დადგება, თან თუ ამ სამუშაო ჯგუფებში წიკვინა არასამთავრობოებსა და ვაი-ექსპერტებს შეიყვანენ, რომელთაც სპეცსამსახურსა თუ უსაფრთხოებაზე წარმოდგენაც არ აქვთ და მხოლოდ წიგნებში წაკითხულით მსჯელობენ. სპეცსამსახურის რეფორმა იმ რისკებისა და გამოწვევების ადექვატური უნდა იყოს, რომელთა წინაშეც დღეს საქართველო დგას.

- ერთი სიტყვით, ბატონო კონსტანტინე, ძველ აზრზე რჩებით და აცხადებთ, რომ გენინსპექცია ყველა სამინისტროში კი არ უნდა არსებობდეს, არამედ, ახალი უწყება უნდა შეიქმნას, რომელიც საბიუჯეტო ორგანიზაციების ზედამხედველი იქნება, არა?

- დიახ, ასეა და ეს სტრუქტურა პარლამენტს უნდა დაექვემდებაროს...