შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავა

შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავა

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, რუსთავში მცხოვრები, 1990 წელს დაბადებული ვახტანგ ფ. და თბილისში მცხოვრები, 1971 წელს დაბადებული ინეზა დ. თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვადასხვა პირების დემოგრაფიული მონაცემების გამოყენებით, ელექტრონული განაცხადის შევსების გზით, თაღლითურად დაეუფლნენ სხვადასხვა საფინანსო-ორგანიზაციების კუთვნილ ფულად თანხებს.

გამოძიება თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით).