მორიგი ჰუმანიტარული ოპერაცია პარვანის პროვინციაში (ვიდეო)

მორიგი ჰუმანიტარული ოპერაცია პარვანის პროვინციაში (ვიდეო)

ავღანეთში, პარვანის პროვინციაში ქართველმა სამხედროებმა მორიგი ჰუმანიტარული ოპერაცია ჩაატარეს. ბაგრამის საავიაციო ბაზის სამხრეთით მდებარე ოპერაციის რაიონში, V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის სამხედროებმა სოფელ ქარაბახის მოსახლეობას საყოფაცხოვრებო ნივთები დაურიგეს და რაიონში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღეს.

ჰუმანიტარულ ოპერაციამდე ქართველმა სამხედროებმა, ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, სოფელ ქარაბახში პატრულირება განახორციელეს. მოტორიზებული და ქვეითი პატრულის დროს  ოპერაციაში ავღანეთის უსაფრთხოების ძალებიც იყვნენ ჩართული.

საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონი ISAF-ის მისიის დასკვნით ფაზაზე ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების ამოცანებს წარმატებით ახორციელებს. ქართველი სამხედროების მომზადების მაღალი პროფესიული დონე არაერთხელ აღინიშნა ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მაღალჩინოსნების მხრიდან.