სოსო ჯაჭვლიანს პატიმრობიდან გაათავისუფლებენ

სოსო ჯაჭვლიანს პატიმრობიდან გაათავისუფლებენ

სოსო ჯაჭვლიანს პატიმრობიდან გაათავისუფლებენ

ამაღამ, მსახიობი სოსო ჯაჭვლიანი 30-დღიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდება.

სოსო ჯაჭვლიანს 00:00 საათზე რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან უფლებადამცველები, პოლიტიკოსები და ახლობლები დახვდებიან.

ჯაჭვლიანი ერთ კვირაზე მეტია რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

იგი საავადმყოფოში მცხეთის იზოლატორიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიყვანეს. ჯაჭვლიანი დაკავების შემდეგ შიმშილობს. ის თავს უსამართლობის მსხვერპლად მიიჩნევს, აპროტესტებს 26 მაისის აქციის დარბევას და დაპატიმრებას.

ჯაჭვლიანი 26 მაისს, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს და ერთთვიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.