გენერალმა ალექსეი პუკაჩმა ჟურნალისტ ღონღაძის მკვლელობა აღიარა

გენერალმა ალექსეი პუკაჩმა ჟურნალისტ ღონღაძის მკვლელობა აღიარა

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილმა გენერალმა ალექსეი პუკაჩმა ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობა აღიარა.

„ნიუსლენდის" ცნობით, გენერალმა აღიარა, რომ ჟურნალისტი საკუთარი ხელით მოკლა. ამასთან, უარყო ინფორმაცია ჟურნალისტზე თვალთვალის შესახებ.

ღონღაძის ქვრივის, ვალენტინა ტელიჩენკოს ინფორმაციით, პუკაჩმა თავი უდანაშაულოდ ცნო 2003 წელს იმ დოკუმენტაციის განადგურების საკითხში, რომელიც ჟურნალისტზე თვალთვალს უკავშირდებოდა.

ალექსეი პუკაჩის სასამართლო პროცესი, რომელიც კიევში დღეს დაიწყო, დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს და ჟურნალისტებს არ უშვებენ.

ჟურნალისტი გიორგი ღონღაძე 2000 წელს მოკლეს.