შეუშვებენ თუ არა სააღდგომოდ ქართველებს აფხაზეთში

შეუშვებენ თუ არა სააღდგომოდ ქართველებს აფხაზეთში

25 აპრილს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მეორე დღეს, შესაძლოა, ქართველები წინაპრების საფლავების მოსანახულებლად შევიდნენ. საამისოდ აფხაზების კეთილი ნებაა საჭირო. ბიზნესმენ გოგი თოფაძის ამ ინიციატივას კვიპროსზე მყოფი აფხაზი ბიზნესმენები ინტერესით მოეკიდნენ. თუმცა, ექსპერტები აფხაზეთში ქართველების მასობრივად შესვლას სკეპტიკურად უყურებენ და ამბობენ, რომ პრაქტიკულად, მსგავსი რამ შეუძლებელია. მიზეზად კი უსაფრთხოების გარანტიების არქონასა და აფხაზების მხრიდან არაერთხელ გაჟღერებულ უარს ასახელებენ.

რამდენად რეალურია აღდგომის დღესასწაულის მეორე დღეს ქართველების აფხაზეთში ჩასვლა? დათანხმდებიან თუ არა აფხაზები?ასეთ შემთხვევაში ვინ უზრუნველყოფს ამ ადამიანების უსაფრთხოებას?

აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა ამ ინიციატივის რეალობაში განხორციელებას საეჭვოდ მიიჩნევს”

“განა იმიტომ, რომ აფხაზებს ჩვენი დანახვა არ უნდათ. არ ვსაუბრობ მთავრობისა და ხელისუფლების ჩინოვნიკებზე. კი, ხალხს შესვლა უნდა, მაგრამ ამის უფლებას მოსკოვი არ მისცემს. გარდა ამისა, მათ უსაფრთხოების გარანტიების მიცემა არ შეუძლიათ. აფხაზებს სწორედ ეს აქვთ მიზეზად, რომ უსაფრთხოებასვერ უზრუნველყოფენ. ამბობენ, რომ შესაძლოა დაღუპული აფხაზების ოჯახის წევრებმა ქართველების დანახვაზე რაღაც მოახდინონ, რომ კონფლიქტი წარმოიქმნება.

საბაბი ბევრი აქვთ, თუ რატომ არ შეიძლება შესვლა. თუმცა,ქართველები ხშირად გადადიან წინაპრების საფლავების სანახავად.უმეტესწილად ქალები გადადიან, მათ უშვებენ. 2008 წლისმოვლენებამდე ქართველები ძალიან ხშირად დადიოდნენ, ნათესავებსხვდებოდნენ, საფლავებზე გადიოდნენ. ახლა ეს მიმოსვლაშემცირებულია”.

კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის თქმით, აფხაზებს არაერთხელ შესთავაზეს, რომ აღდგომის დღეს ე.წ. საზღვარი გაეხსნათ და ქართველებისთვის აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლისუფლება მიეცათ, რათა მათ წინაპრების საფლავები ენახათ. თუმცა, ყოველთვის უარი მიიღეს. ამიტომ ზაქარეიშვილი გამორიცხავს, რომ ახლო მომავალში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით აფხაზურმა მხარემ ქართველების მასობრივი შესვლა დაუშვას.

“ქართველები აფხაზეთში აღდგომისთვის ისედაც ჩადიან. მიდიან ახლობლების საფლავებზე. თუმცა, ამას მასობრივი ხასიათი არ აქვს, მაგრამ ბევრ ქართველს უკვე აწყობილი აქვს საქმე - აფხაზურ მხარესთან, მეზობლებთან ან ყოფილ თანამშრომლებთან კონტაქტები აქვს.

რაც დრო გადის, უფრო და უფრო მეტი ქართველი ახერხებს იქ ჩასვლას. გალის იქითა ტერიტორიას ვგულისხმობ, თორემ, გალში შესვლა პრობლემა არ არის. აღდგომისთვის გალში ძალიან ბევრი ქართველი ჩადის. ოჩამჩირეში, სოხუმი და ა.შ. პრაქტიკულად არავის არ უშვებენ, თუ საშვი არ აქვს. ბევრი ქართველი ამ საშვსაკეთებს და ჩადიან, საფლავებს მოინახულებენ და უკან ბრუნდებიან.

ყველა ქართველი, ვინც აფხაზეთში შედის, წინასწარ უთნახმებს აფხაზურ მხარეს ან მათ ახლობლებს. ვიღაც უნდა იყოს შენი იქ შეყვანის გარანტორი. თავისთავად აფხაზეთში აღდგომისთვის ამა თუ იმ ქართველის ჩასვლა აფხაზებისთვის არ არის უცხო. თუმცა, ამას მასობრივი ხასიათი არ აქვს. ამიტომ, თოფაძის შემთხვევაში რაზეა საუბარი, არ ვიცი. თუ შეუთანხმდა, რომ ქართველები ავტობუსებით შევიდნენ, აფხაზებს წინასწარ სიები გადასცენ, ეს ძალიან კარგი იქნებოდა. თორემ, სხვა მხრივ, ინდივიდუალურად ქართველები ისედაც შედიან.

აფხაზებს გარანტია არ აქვთ, რომ იქ ჩასული ქართველებიაფხაზეთში არ დარჩებიან. არ ჰქონდათ გარანტია, რომ მოახერხებდნენ გაკონტროლებას ვინ დაბრუნდებოდა უკან. ეშინოდათ, რომ ვიღაცას დანაშაული არ ჩაედინა. არა მარტო აფხაზები დასხმოდნენ ქართველებს, არამედ პირიქით, ქართველს არ ეძია შური აფხაზის მიმართ, ან თუ დაინახავდა, რომ მის სახლში ვიღაც აფხაზი ცხოვრობს, არ შევარდნოდა და არ მოეკლა.

ამ საკითხს ასე თუ მიუდგებიან, როგორც მე გიამბეთ, მაშინ შესვლა ვერ მოხდება. ღმერთმა ქნას, რომ უკეთესი აფხაზები შეხვდნენ და თავის თავზე აიღონ გარანტიები. გამიხარდება თუ ბატონი თოფაძე მიაღწევს იმას, რასაც მე ვერ ვაღწევ”, - ამბობს ზაქარეიშვილი.

ექსპერტთა კლუბის წარმომადგენელი ირაკლი ცქიტიშვილი: “ჯერკიდევ 5-6 წლის წინ აფხაზებს სთავაზობდნენ გაეკეთებინათ ასეთი აქცია, რომ ქართველებს შეეძლოთ იქ ჩასვლა და საფლავებზე მისვლა. რა თქმა უნდა აფხაზების მხრიდან ყოველთვის უარი იყო, რაც იმითიყო განპირობებული, რომ შესაძლოა ქართველების იქ ჩასვლას აფხაზებში კონფლიქტური დამოკიდებულება გამოეწვია.

საიდუმლო არ არის, რომ აფხაზები არ არიან დაინტერესებულები იმით, რომ რაც შეიძლება ბევრი ქართველი ჩავიდეს აფხაზეთში. მათ არ უნდათ, რომ ქართველებმა ნახონ თავისი სახლები იმიტომ, რომ მათ იციან, რაც უფრო მოგვაწვება ნოსტალგია, მით უფრო რთული იქნება ჩვენი შეჩერება, დაბრუნების წყურვილის გაქარწყლება. ვფიქრობ, რომ არც რუსები დათანხმდებიან, რადგან თუ ეს მასშტაბურად მოხდება, მაშინ უსაფრთხოების გარანტიები არ იარსებებს”.

აღსანიშნავია, რომ ომის შემდგომ ქართველები მეტ-ნაკლებად ახერხებდნენ აფხაზეთში შესვლასა და წინაპრების საფლავებისმონახულებას. ძალიან ბევრი ქართველი სწორედ აღდგომის დღესასწაულზე შედიოდა აფხაზეთში.

21 წლის ბადრი მშობლება გალში დაკრძალეს. გარდაცვლილის დედის თქმით, ყოველ აღდგომას შვილის საფლავზე ხვდება.

“ჩემი შვილი ომის შემდეგ გარდაიცვალა, 21 წლის ასაკში. ის გალში დავკრძალეთ. ჩვენს სახლში დავასვენეთ. აფხაზების მხრიდან თავიდანვე არ შეგვქმნია პრობლემა. გასვენებაზე მომსვლელი არადევნილებიც უპრობლემოდ შემოუშვეს. მას შემდეგ აღდგომის დღესასწაულზე, გარდაცვალებისა თუ დაბადების დღეზე, ჩემი შვილის საფლავზე მივდივარ”, - ამბობს 45 წლის ლენა.