შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული მერაბ მ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით თბილისში, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, ავტომანქანით გადაადგილებისას დააკავეს.

სამართალდამცველებმა მერაბ მ-ს კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას „არმინიუსი“-ს ტიპის არარეგისტრირებული რევოლვერი 8 საბრძოლო ვაზნით, ხოლო მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას „სტეჩკინი“-ს სისტემის არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 78 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).