ლევან ბუხაიძე: ცალ-ცალკე დაგვიწყეს ცემა, შემდეგ კი გასროლის ხმა გავიგე

ლევან ბუხაიძე: ცალ-ცალკე დაგვიწყეს ცემა, შემდეგ კი გასროლის ხმა გავიგე

საქალაქო სასამართლოში  სანდრო გირგვლიანის საქმეზე, მთავარი მოწმე ლევან ბუხაიძე დაიკითხა. ბუხაიძემ სასამართლოს წინაშე  ის ღამე გაიხსენა, რომლის შემდეგაც მისი  მეგობარი სანდრო გირგვლიანი გარდაიცვალა.

"როდასაც ბარში შევედით, მე ხელის დასაბანად შევედი, სანდრო კი - დარბაზში. შემდეგ მეცდარბაზში შევედი და დავინახე, რომ სანდრო ერთ გოგოს ესაუბრებოდა ჩაკუზულ მდგომარეობაში.მე თავისუფალ მაგიდასთან დავჯექი. ცოტა ხანში სანდროც მოვიდა. კიდევ ცოტა ხანში კი ჩვენსმაგიდასთან მოპირდაპირე მაგიდიდან ერთ-ერთი გოგონა გადმოჯდა. ეს იყო თათია, სანდროსმეგობარი. ბარში ტამტამებს უკრავდნენშესაბამისად, ხმაურში ვერ გავიგე, რაზე საუბრობდნენ,თუმცა, ისინი ერთმანეთს აგრესიულად უხსნიდნენ რაღაცას. მახსოვს, რომ სანდრომ შეიგინა, თუმცაარა თათიას მიმართ. შემდეგ მოპირდაპირე მაგიდიდან კიდევ ერთი გოგონა ადგა, თათიასთანმოვიდა და ჰკითხა, ხომ მშვიდობააო, თათიამ უთხრა, მშვიდობააო." - აღნიშნა ლევან ბუხაიძემ.

მისი თქმით, მოპირდაპირე მაგიდასთან 6-7 პირი იჯდა, მათ შორის, ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაია,დათა ახალაია, მერაბ სანოძე, ოლეგ მელნიკოვი და გურამ დონაძე.

ლევან ბუხაიძე იხსენებს, რომ "შარდენ ბარიდან" გამოსვლის შემდეგ ლესელიძის ქუჩიდან თავისუფლებისმოედნის მიმართულებით, სანდროსთან ერთად მიდიოდა ტაქსის გასაჩერებლად, როდესაც ლესელიძის კუთხეშივერცხლისფერი "ემელის" "ჯიპი" გაჩერდა. ორი ადამიანი გადმოვიდა და გირგვლიანი და ბუხაიძე მანქანაშიშეაგდო.

"მაშინ ჩემთვის უცნობი იყო ვინ იყვნენ ეს ადამიანები. გვითხრეს, თანამშრომლები ვართო.წაგვიყვანეს, წინააღმდეგობა არ გაგვიწევია. წინ იჯდა გია ალანია. გვითხრეს, ჯიბეში გაქვთ თუ არარამეო. ამოგვაღებინეს მობილური ტელეფონები და საბუთები, რომელიც ალანიამ "ბარდაჩოკში"ჩაყარა. შემდეგ მივყავდით გაურკვეველი მიმართულებით, ოქროყანის მიმართულებით. სანდრომდასვა კითხვა, რომ განყოფილება ამ მიმართულებით არ არსებობდა და სად მივყავდით, რა დროსაცმას მუცელში ხელი ჩაარტყეს. შემდეგ მე ვიკითხე. თუმცა გვეუბნებოდნენ, რომ როდესაც მივალთ,ყველაფერს გაიგებთო", - განაცხადა ბუხაიძემ.

ჩვენებაში ბუხაიძე ყვება, რომ საბოლოოდ "ემელის" ტიპის ავტომობილით ისინი აიყვანეს ოქროყანისსასაფლაოსთან.

„ ცალ-ცალკე დაგვიწყეს ცემაშემდეგ კი გასროლის ხმა და  ადგილზე მყოფების საუბარი გავიგე.ვიღაცამ თქვა, რომ სანდრო გაიქცა. ალანიამ კი უპასუხა, რომ იმიტომ გაიქცა, რომ ს...ბი ხართო.გაქცეული სანდრო არ დამინახავს, გავიგე ხრიალის ხმა. ცოტა ხანი იყო პაუზა, შემდეგ კი იქ მყოფებმატანსაცმელი გამხადეს, საცვლების ამარა დამტოვეს და მითხრეს, მიხვდებით, ეს რატომაცდაგემართათო", - განაცხადა ლევან ბუხაიძემ.

მისი თქმით, დაინახა, რომ იმ პირებმა, ვინც ის და გირგვლიანი გაიტაცეს, ორი ავტომობილით დატოვესოქროყანის ტერიტორია. ლევან ბუხაიძე ამბობს, რომ ამის შემდეგ შეძლო გადაადგილება და ერთ-ერთბენზინგასამართ სადგურზე შევიდა, სადაც დილამდე იმყოფებოდა. მხოლოდ დილით მოახერხა პოლიციაშიდარეკვა.

ბუხაიძე იხსენებს, რომ როდესაც საქმის გამოძიება დაიწყო, მასზე არაერთხელ განხორციელდა მუქარა. კერძოდ,გამოძიება ამბობდა, რომ 4 პირი დააკავეს მათი გატაცების საქმეზე.

"დამიკავშირდა გამომძიებელი, მთხოვა მისვლა. მივედი და მითხრეს, რომ 4 პირია დაკავებული დაუნდა ამოიცნოო. ამოცნობის პროცედურა პროკურატურაში ხდებოდა. ამოვიცანი ალანია, ღაჭავა დააფციაური. ხოლო ბიბილურიძის ამოცნობა ვერ მოვახერხე. ორი დღის შემდეგ ისევ დამიკავშირდნენ,როცა ყველაფერი უკვე გარკვეული იყო და მითხრეს, რომ კიდევ ერთი ამოცნობა იყო საჭირო.საუბარია მელნიკოვზე, მივედი და გამაფრთხილეს, რომ მელნიკოვი ამ საქმეში არ ფიგურირებდა დათუკი მაინც ამოვიცნობდი, ჩემს მიმართ აღიძვრებოდა სისხლის სამართლის საქმე. ეს იყო მუქარა", -განაცხადა ლევან ბუხაიძემ.