დიმიტრი მედვედევი ისევ იმუქრება. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის განცხადებით, საქართველოს ნატო-ში შესვლა კატასტროფული შედეგებით დასრულდება. რადიო „კომერსანტ FM“-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს შესვლამ, შესაძლოა, საშინელი კონფლიქტის პროვოცირება გამოიწვიოს. მისი თქმით, გაუგებარია, რა საჭიროა ეს ყველაფერი და იქვე დასძენს, რომ ცხინვალის რეგიონში, 2008 წლის კონფლიქტი, რომელშიც რუსეთიც ჩაერთო, შეიძლებოდა არც მოხდარიყო.
მეტიც, მედვედევის განცხადებით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა კვლავ პოპულარულია. მეტიც, სრულიად შესაძლებელია, ის განხორციელდეს და მოვლენების ასეთი განვითარება დასავლეთისთვის იქნება, როგორც მორიგი სამარცხვინო ფიასკო, ასევე გავლენის კატასტროფულად დაკარგვის კიდევ ერთი სიმბოლო.
„რუსეთს არ სჭირდება 2008 წლის ისტორიის გამეორება. მზად ვართ, პრობლემები გადაწყვიტოთ მოლაპარაკების მაგიდასთან, გაერო-ს წესდების სულისკვეთებით, მაგრამ თუ რუსეთის შეშფოთება რეალურ ფორმას შეიძენს, არ დავაყოვნებთ. დარწმუნებული ვარ, 15 წლის წინ ომი არ იქნებოდა, რომ არა სააკაშვილისა და მის მხარდამჭერთა უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივი საქციელი. ეს არარაობა დასავლეთისთვის აღმოჩნდა „იდეალური ხელთათმანი“, რომლითაც არ დატოვეს საკუთარი თითის ანაბეჭდები და დარჩნენ დაუსჯელები“, - განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.
ამავე ინტერვიუში მედვედევი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში, საქართველოში ამჩნევენ რუსოფობიას, დაძაბულობას საზღვარზე, თუმცა აღნიშნავს, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობისთვის რუსეთთან მშვიდად ცხოვრება უფრო კომფორტულია.
„საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის ბევრად უფრო კომფორტულია ჩვენს სახელმწიფოსთან მშვიდად ცხოვრება. რუსეთი ახლოს არის, ამერიკა - საზღვარგარეთ. საქართველოსთვის, უმდიდრესი კულტურის მქონე ქვეყნისთვის, რომელიც ათასობით ძაფით არის დაკავშირებული რუსეთთან, რუსოფობია არის სისულელე, სიმახინჯე, მძიმე ავადმყოფობა. საბედნიეროდ, ის სრულიად განკურნებადია“, - აღნიშნა დიმიტრი მედვედევმა.
რაც შეეხება მედვედევის მინიშნებას საზღვართან არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტიკაზე არ უსაუბრია, დიდი ალბათობით, საქმე ეხება მანქანას, რომელშიც მაღალი სიმძლავრის ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო მოთავსებული და რომელიც უკრაინიდან რუსეთში, რამდენიმე ქვეყნის გავლით, ტრანზიტით ჩავიდა. რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მან რუსეთ-საქართველოს საზღვარი ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკაში, საერთაშორისო საკონტროლო პუნქტ „ზემო ლარსზე“ გადაკვეთა, რადგან კერძო მძღოლის მიერ მართული ავტომობილების გადამზიდი კრასნოდარის მხარეში უნდა გამგზავრებულიყო.
პოლიტოლოგის, რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ინტერვიუს რამდენიმე მონაკვეთი ადასტურებს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით, კონკრეტული აზრი ტრიალებს კრემლში, მით უმეტეს, მედვედევი ახმოვანებს კრემლის აზრებს. თუმცა, რამდენად სახიფათოა მედვედევის განცხადება, აცხადებს, რომ ინფორმაციას, ავტომობილის ლარსის საზღვრის გადაკვეთის შესახებ, რომლითაც გადაიტანეს ეს ასაფეთქებელი საშუალებები, გამოძიება სჭირდება, რადგან დაუჯერებელია უკრაინელებს ნაღმით დატვირთული მანქანა მოეყვანათ საქართველოში, საზღვართან.
„უფრო მოსალოდნელია, რომ საზღვრამდე მოსულიყო ცარიელი მანქანა, გადასულიყო საზღვარზე და იქ უკრაინელების დახმარებით, ან მათგან დამოუკიდებლად ეშოვა ნაღმი და დაეტვირთა მანქანა. თუკი საქართველოს საზღვარი გადაკვეთა ჩვეულებრივმა მანქანამ, რომელშიც იარაღი არ იყო, მაშინ საქართველოს მესაზღვრეებს პასუხს ვერ მოსთხოვს ვერავინ, ამიტომ ვამბობ, რომ ეს განცხადება უფრო დეკლარაციულია, აგრესიის გამოსავლენლად გაკეთებული. აგრესიას გამოავლენს რუსი, აბა, რას იზამს? იგივე მაგ ელიტამ, რუსეთის ხელისუფლების უმაღლესმა დონემ, არაეთხელ ხაზგასმით თქვა, რომ საქართველოსთან დავიწყებთ ურთიერთობას, რამე რომ იყოსო, მაგრამ საქართველოდან ხმა არ ისმის.
ამიტომ, საპასუხო ნაბიჯი გამოავლინეს, რაც მოსალოდნელი იყო მედვედევისგან. თუმცა, ყველაფერ ცუდს, კარგი მხარეც აქვს - მედვედევის რეპლიკა ადასტურებს, რომ რუსეთი ამ ხელისუფლების მტერია, ასევე ტყუილია ვერსია, თითქოს ეს ხელისუფლება რუსეთთან კარგ ურთიერთობაშია. აგერ, მედვედევის განცხადება ცხადჰყოფს იმას, რომ რუსეთისთვის ეს ხელისუფლება მიუღებელია, მაგრამ ეს საფიქრებელს ხდის იმასაც, რომ ე.ი. როდესაც ამ ხელისუფლების მიმართ ამდენი აგრესიაა მსოფლიოდან, არაა გამორიცხული, თავისი წილი, თავისი მუგუზალი რუსეთსაც ჰქონდეს შეტანილი, თუ ის ამდენად ვერ იტანს ამ ხელისუფლებას. ააყირავებს ამ ხელისუფლებას და მერე მოიყვანას იმ პარტიას, რომლის წევრების დიდი ნაწილი რუსეთის მოქალაქეები არიან“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
კითხვაზე, მედვედევის მუქარის ფონზე, რა ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ, პოლიტოლოგი პასუხობს, რომ მედვედევი არ არის ის ფიგურა, რომლის განცხადებები იმსახურებენ უფრო სერიოზულ დამოკიდებულებას.
„თუმცა, მისი განცხადებები რაღაც განწყობილებების ანარეკლია, რომლიდანაც ყველამ უნდა გააკეთოს დასკვნა. მით უმეტეს, საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილმა, რომელიც ახლა დარწმუნებულია, რომ ჩვენი ქვეყანა გამწარებული, თავქუდმოგლეჯილი მირბის რუსეთისკენ. თუმცა, რუსეთისკენ რომ მირბოდეს, ალბათ, მედვედევის ინტონაცია სხვანაირი იქნება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას, რამაზ საყვარელიძე.
ერთი საყვარელიძე, ან მიკროსაყვარელიძე, მილისაყვარელიძე.
ე.ი. რაკი რუსეთი ამბობს, რომ არ მიქაროთ, თორე დაგერხევათო, ეს კარგია, რადგან ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ხელისუფლება რუსეთთან ძალიან ცუდ დამოკიდებულებაშია.
და ეს ძალიან კარგი ყოფილა.
ასევე ეჭვი აქვს რუსეთში მიმავალი დანაღმული მანქანის თაობაზე - მოგონილიაო. ეს ისე, როგორც დორბლიანისტები ამბობენ - გაყალბებულიაო და არავითარი მტკიცებულება არ აქვთ, ისევე ეს ამბობს, რომ ტყუილიაო, თუმცა ყველამ ნახა, რომ ეს ასე იყო.
და ბოლოს - "უფრო მოსალოდნელია, რომ საზღვრამდე მოსულიყო ცარიელი მანქანა, გადასულიყო საზღვარზე და იქ უკრაინელების დახმარებით, ან მათგან დამოუკიდებლად ეშოვა ნაღმი და დაეტვირთა მანქანა". ეს საერთოდ შედევრია - ე.ი. ნეიტრალურ ტერიტორიაზე მანქანის მძღოლმა ჩატვირთა 100 კილო ამონალი ჰიბრიდის აკუმულატორების ადგილას, მერე აკუმულატორები ისევე დახურა, როგორც ქარხნული და რუსეთის გამშვებ პუნქტს მიადგა.
რადგან - "თუკი საქართველოს საზღვარი გადაკვეთა ჩვეულებრივმა მანქანამ, რომელშიც იარაღი არ იყო, მაშინ საქართველოს მესაზღვრეებს პასუხს ვერ მოსთხოვს ვერავინ". ეს იმის მაგივრად, რომ ითქვას - ვერ ნახეს ჩვენებმა, ვერც თურქებმა, ვერც ბულგარელებმა და რუმინელებმა და ეს არაა გასაკვირი, რადგან პროფესიონალურად იყო ყველაფერი გაკეთებული.
ზოგიერთი რომ ბერდება, თან -ლევდება კიდეც.