პოლონეთი, ომის პირველივე დღეებიდან, უკრაინას მხარს უჭერს. ვარშავა ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესება მოითხოვა, ამასთან, მეზობელ კიევს სამხედრო დახმარებასაც უწევს. პოლონეთმა ყველა სხვა ქვეყანაზე მეტი ლტოლვილი მიიღო. ევროსტატის მონაცემებით, 2025 წლის ივნისის ბოლოს, ქვეყანაში 992 505 უკრაინელი იმყოფება.
თუმცა, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, კაროლ ნავროცკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ვერ გაწევრიანდება ევროკავშირსა და ნატო-ში ომის მიმდინარეობისას. შემდეგ კი უფრო შორს წავიდა და ვეტო დაადო კანონს უკრაინელი ლტოლვილებისთვის შეღავათების გახანგრძლივების შესახებ, რომელიც ადრე სეიმის მიერ იყო დამტკიცებული. მან განსაკუთრებით გააკრიტიკა პროგრამა „როძინა 800 +“, რომელიც თითოეული ბავშვისთვის ყოველთვიურად 800 ზლოტის (დაახლოებით, 218 აშშ დოლარი) გადახდას ითვალისწინებს.
პრეზიდენტის სხვა ინიციატივებს შორის არის OUN-UPA-ს სიმბოლოების ნაცისტურ სიმბოლოებთან გაიგივება. მიზეზი 9 აგვისტოს, ვარშავაში, ბელარუსი რეპერის, მაქს კორჟის კონცერტი იყო, სადაც რამდენიმე უკრაინელმა UPA-ს დროშები გაშალა. ამან არეულობა გამოიწვია და ნავროცკის მკაცრი განცხადებების მიზეზი გახდა.
„კანონპროექტში მკაფიო სლოგანი უნდა ჩავრთოთ - შევაჩეროთ ბანდერიზმი“, - თქვა მან. პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა მხარი დაუჭირა: „დამრღვევებმა ქვეყანა ნებაყოფლობით ან იძულებით უნდა დატოვონ“. ამის გამო, უკრაინის ორმოცდაშვიდი მოქალაქე დეპორტაციის საფრთხის ქვეშ იმყოფებოდა.
აღსანიშნავია, რომ OUN-UPA, დიდი ხანია, საკამათო თემაა უკრაინა-პოლონეთის ურთიერთობებში. ზოგიერთი უკრაინელისთვის ის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლოა, პოლონელებისთვის კი - 1943 წელს, ვოლინის ხოცვა-ჟლეტის შეხსენება.
როგორ იმოქმედებს ეს უკრაინელებზე?
პოლიტიკური რიტორიკის მიუხედავად, პოლონეთმა დიდი სარგებელი მიიღო მილიონი უკრაინელის ყოფნით. ისინი მუშაობენ იმ ადგილებში, სადაც კადრების დეფიციტია, ქმნიან ბიზნესს, იხდიან გადასახადებს და ხელს უწყობენ ეკონომიკურ ზრდას.
ექსპერტების თქმით, პოლონეთში მცხოვრები უკრაინელები ხშირად უკეთ ინტეგრირდებიან, ვიდრე ევროკავშირის სხვა ქვეყნებში. პოლონეთში უკრაინელთა უმეტესობა დაცარიელებულ ქარხნებში მუშაობენ - ელექტრიკოსებიდან და სანტექნიკოსებიდან დაწყებული, მომსახურების სფეროს მუშაკებით დამთავრებული. სწორედ უკრაინელებმა შეუწყვეს ხელი დემოგრაფიული ხარვეზის აღმოფხვრას და პოლონეთის ეკონომიკას დამატებითი ზრდა უზრუნველჰყვეს. უფრო მეტიც, მათი გადასახადები და სოციალური შენატანები ფარავს სახელმწიფო ხარჯებს ლტოლვილთა შემწეობაზე. პოლონეთში მცხოვრები უკრაინელები ნამდვილად არ არიან „უფასო მუშახელი“.
ამავდროულად, შიდა პრობლემების ლტოლვილების ხარჯზე გადაჭრა პანევროპული ტენდენციაა. ევროპაში იზრდება უკმაყოფილება გადასახადების ზრდის, კომუნალური მომსახურების ფასების ზრდისა და ცხოვრების გაუარესების გამო, უკრაინელები ხშირად გვევლინებიან „დამნაშავეთა“ როლში.
რა პასუხს გასცემს უკრაინა?
ამ სიტუაციიდან გამოსასვლელად, კიევს მხოლოდ დიპლომატიური ინსტრუმენტები აქვს. ერთ-ერთი შესაძლო გზა არის „სამოქალაქო პლატფორმასთან“ და დონალდ ტუსკთან ურთიერთქმედების გაძლიერება.
ვარშავის პოზიციის შერბილების კიდევ ერთი გზა ევროკავშირზე გადის. მაგალითად, ბრიუსელს შეუძლია პოლონეთისთვის ხარჯების კომპენსაციისთვის დამატებითი თანხების გამოყოფა. ასევე, ბრიუსელს შეუძლია დაარწმუნოს პოლონეთი, გააგრძელოს უკრაინის დახმარების პროგრამები.
წყარო: https://trt.global/russian/article/9390f2ea110a
პოლონელებმა, რადგან ომი მათთვის სწორედ ვოლინას საკითხის მოგვარების საშუალებად იქნა მიჩნეული.
რაც შეეხება სხვებს, არავის სჭირდება ომში უკრაინის გამარჯვება. ყველას უნდა ეს ომი დიდხანს გაგრძელდეს. იქამდე, რომ უკრაინა გაპარტახდეს, რუსეთი კი დასუსტდეს.
მერე უკრაინას მეზობლები გაინაწილებენ, ძველ საზღვრებში. რუსეთის სხვადასხვა ფორმით შთანთქვაზე კი დიდი მოთამაშეები არიან დაგეშილი.
ასე რომ პოლონეთში არაფერი ახალი არ ხდება, ეს ყველაფერი იმათთვის არის გასაკვირი, ვისაც წარმოდგენა არ აქვს უკრაინის მიმართ მისი მეზობლების პრეტენზიებზე და რეალურ დამოკიდებულებებზე.
ამიტომ არის, რომ ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანა (ორიოდ გამონაკლისის გარდა), ყველანაირად ეწინააღმდეგება ტრამპის მიერ ომის დასრულების მცდელობას.