თბილისში პოლიტიკური ვნებათაღელვის მიზეზი გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მიერ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობისთვის ჩაწერილი ვიდეომიმართვა გახდა. მმართველი პარტიის - „ქართული ოცნების“ წევრები ელჩს „რადიკალურ ჯგუფებთან“ თანამშრომლობისა და ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევის გამო აკრიტიკებენ.
ვიდეოში პეტერ ფიშერი საუბრობს საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე და აფრთხილებს, რომ ქვეყანა ევროკავშირს შორდება, რამაც შესაძლოა უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე შექმნას.
„საქართველოს ყველა მოქალაქემ იცის, რა არის ევროკავშირი. ეს არის შესაძლებლობა, შეუერთდნენ მშვიდობას, დემოკრატიას და კეთილდღეობას ამ სივრცეში. სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის ამჟამინდელი კურსის პირობებში, ეს შეუძლებელი იქნება, ამიტომ ბევრი რამ რისკის ქვეშაა. ერთ-ერთი მათგანია ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობის უფლება. ჩვენ არ გვინდა ეს. ჩვენ თქვენი წევრობა გვინდა. ჩვენ გვინდა, რომ უვიზო მიმოსვლა გქონდეთ. ჩვენ გვინდა, თქვენთან მეგობრობა გავაგრძელოთ“, - განაცხადა ელჩმა.
მმართველი გუნდის შეფასებით, გერმანიის ელჩის ქმედებები სცილდება მისი დიპლომატიური მისიის ფარგლებს. „ილიაუნის“ სტუდენტური მოძრაობა, რომელსაც ელჩმა მიმართა, მმართველი გუნდის თქმით, რადიკალური აქტივიზმითა და „რევოლუციური სცენარების“ წახალისებით გამოირჩევა.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, „გარკვეულ პოლიტიკურ წრეებს სურთ, რომ საქართველოში, მათი სურვილისამებრ დაკომპლექტებული მთავრობა მოიყვანონ და არა ის, რასაც ხალხი დემოკრატიულ არჩევნებში ირჩევს... ეს არის სწორედ ის, რომ ლამაზი სიტყვების უკან დამალულია საქართველოზე, მის სუვერენიტეტსა და დემოკრატიაზე შეტევის სურვილი. სამწუხაროდ, ამ კუთხით, გერმანიის ელჩი ერთ-ერთი ლიდერი გახლავთ“.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კიდევ უფრო მკაცრად შეაფასა ელჩის ნაბიჯი. მან აღნიშნა, რომ პეტერ ფიშერი ხელს ართმევს „იმ ორგანიზაციის წარმომადგენელს, რომელიც ჩართული იყო მარიამ ლაშხის წინააღმდეგ დაწყებულ ბულინგში“. პაპუაშვილის თქმით, „სამარცხვინოა, როდესაც პეტერ ფიშერი ხელს ართმევს ამ ორგანიზაციის წარმომადგენელს და მას სამაგალითოს უწოდებს.
„ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს, ფორმალურად, გერმანელ ხალხს საქართველოში წარმოადგენს ეს ადამიანი. მე აღარ ვიცი, რა უნდა ავხსნა, ბევრჯერ ვცადე ამის ახსნა, მაგრამ როგორც ჩანს, ის ან ვერ იგებს, ან არ იგებს და საერთოდ ვერ ხვდება, მგონი, რა კულტურულ გარემოში იმყოფება, რა ქვეყანაში იმყოფება, ვინ ვართ ქართველები“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მმართველ გუნდში ასევე იხსენებენ მარიამ ლაშხზე, მის მცირეწლოვან შვილებთან ერთად, თავდასხმის ფაქტს და აღნიშნავენ, რომ იმ მოძრაობის წევრი, რომელსაც პეტერ ფიშერი ხვდება, ამ ინციდენტში იყო ჩართული.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი For.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ ელჩის მიერ განხორციელებული ქმედებები დიპლომატიური პროტოკოლის ყველა ნორმას სცდება და ქვეყნის საშინაო საქმეებში პირდაპირი და უხეში ჩარევის მუდმივ ხასიათს იძენს.
„სამწუხაროდ, ეს ელჩის მხრიდან პირველი ქმედება არ არის. ბოლო დროს, თითქოს, ის ოპოზიციურ ლიდერად გვევლინება. მისი ქცევა და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევა სრულად სცილდება დიპლომატის უფლებამოსილების ფარგლებს. წარმოუდგენელია, რასაც გერმანიის ელჩი კადრულობს და არ ვიცი, მის ამ საქციელს რა გამართლება აქვს. ეს არის ახალგაზრდების წაქეზება და საზოგადოებრივი აზრის გარკვეული წინააღმდეგობისთვის მომზადება. ჩვენ ვხედავთ ახალგაზრდების ქცევას, რომელიც ყოველგვარ საზღვარს სცდება. სწორედ ამ დიპლომატიური და უცხო ძალების მიერ არიან ისინი წაქეზებულები. სრული განუკითხაობაა და ვისაც რა უნდა, იმას აკეთებენ“, - აცხადებს ანალიტიკოსი.
მისი თქმით, ეს არის ე.წ. რევოლუციური სცენარისკენ მზადება, რომელიც დიდი ხანია დაწყებულია და რომლის მიზანიც, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შანტაჟით, ქართველი ხალხის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების ემოციებზე მუშაობა და მათი აყოლიებაა.
„რა თქმა უნდა, დიდი ხანია, ქართველი ხალხი მიხვდა, რა დგას ამ ყველაფრის უკან. ვხედავთ, ხალხის ემოციებიც როგორ ნელ-ნელა დაწყნარდა. გვახსოვს, ადრე თუ ახერხებდნენ ამ ე.წ. „რუსული კანონის“ მიღების და ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შიშის გამო ხალხის ქუჩაში გამოყვანას, ახლა იმის ერთი პროცენტის გამოყვანასაც ვერ ახერხებენ. ამიტომაც, აღარ იციან, რა გააკეთონ და ახალგაზრდებთან, პირდაპირ, ვიდეომიმართვებით არიან გადასულები. თუმცა, ეს შანტაჟი ჩვენს მოსახლეობაში ანტიდასავლურ დამოკიდებულებებს კიდევ უფრო აღვივებს. ყველა ხვდება, რისთვის და რის გამო მიმდინარეობს ჩვენი ხელისუფლების დაშანტაჟება. ამიტომ, ფიშერს დიდი ხანია სათანადო პასუხი უნდა გაეცეს, მაგრამ ფაქტია, ჩვენი ხელისუფლება კიდევ სიტუაციის გამწვავებისგან თავს იკავებს“, - აცხადებს ზარდიაშვილი.
რო იკითხავს რატომო--- მეორედ უნდა დაუდედისპროჭო და მიხვდება რატომაც
მერე მაგის უფროსობა რო იკითხავს ჩვენ კაცს რატომ აგინეთო--- აი მერე კი უნდა ჩამოუთვალონ რასაც ეს ჩათლახი აფუჭებს