ტრამპმა სოროსის დაპატიმრება გადაწყვიტა

ტრამპმა სოროსის დაპატიმრება გადაწყვიტა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ბიზნესმენ ჯორჯ სოროსის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა. ტრამპი მილიარდერს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების დაფინანსებაში ადანაშაულებს. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სოროსი შვილთან და მეგობრებთან ერთად, შეერთებულ შტატებს სერიოზულ ზიანს აყენებს. ტრამპმა აღნიშნული საკითხი ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის დროს წამოჭრა და მოსალოდნელი იყო, რომ რესპუბლიკელების ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ სოროსს ანგარიშს გაუსწორებდა.

ჯორჯ სოროსი ცნობილია არაერთი სახელმწიფოს მთავრობების წინააღმდეგ საპროტესტო აქციების დაფინანსებით. სოროსი უკვე გააძევეს არაერთი ქვეყნიდან და გამოცხადებულია პერსონა ნონ გრატად. შეერთებულ შტატებში ტრამპის განცხადება სოროსის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ არავის გაჰკვირვებია, რადგან რესპუბლიკელებსა და სოროსს შორის ბრძოლა დიდი ხანია მიმდინარეობს.

სოროსი დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი უდიდესი დონორი. 2004 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს, სოროსმა 27 მილიონი დოლარი დახარჯა, რესპუბლიკელი ჯორჯ ბუშის მეორე ვადით არჩევის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ მისი ყველა მცდელობის მიუხედავად, ამერიკელებმა ბუში ხელახლა აირჩიეს. სოროსის „შავ სიაში“ რესპუბლიკელი დონალდ ტრამპიც მოხვდა. ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ, დონალდ ტრამპმა, მიმდინარე წლის თებერვალში, საერთაშორისო განვითარების ფედერალური სააგენტოს (USAID) თაღლითები უწოდა. 1 ივლისიდან, USAID-მა თავისი საქმიანობა შეწყვიტა. ამ ფაქტმა კიდევ უფრო გაამწვავა რესპუბლიკელებსა და სოროს შორის დაპირისპირება. რამდენიმე ორგანიზაციამ, რომელიც მხარს უჭერს ჯორჯ სოროსს, ტრამპის საწინააღმდეგო დემონსტრაციებისთვის 20 მილიონ დოლარზე მეტი შესწირა.

ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროს, სოროსის ფონდმაც დიდი რაოდენობით თანხა დახარჯა საპროტესტო აქციებისთვის. სწორედ ამ მიზეზით, აშშ-ის პრეზიდენტი ეწინააღმდეგება ფონდის მიერ ქვეყანაში საპროტესტო აქციების ფინანსურ მხარდაჭერას.

ამგვარად ტრამპმა სოროსიც და მისი ვაჟიც მიზანში ამოიღო. ალექს სოროსის გავლენა ქვეყნის პოლიტიკაზე იზრდება. ამიტომ, გასაგებია, რომ თეთრი სახლის ხელმძღვანელმა წინასწარ იგრძნო მოახლოებული საფრთხე და მის წინააღმდეგ ზომები მიიღო.

ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტებიდან ირკვევა, რომ ჯორჯ სოროსი, რომელიც დღეს ქაოსის ინჟინრად არის ცნობილი, ციხეში მოხვედრის პირას დგას.

წყარო: https://report.az/analitika/tramp-sorosa-qarsi-abs-lideri-meshur-filantropun-hebsini-isteyir-serh