ევროკომისიის ულტიმატუმის ვადა ამოიწურა - უნდა ველოდოთ თუ არა უვიზო მიმოსვლის შეჩერებას?!

ევროკომისიის ულტიმატუმის ვადა ამოიწურა - უნდა ველოდოთ თუ არა უვიზო მიმოსვლის შეჩერებას?!

ევროკომისიის ულტიმატუმის ვადა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას წაუყენა, ამოიწურა. დიდი ალბათობით, დღის წესრიგში დადგება საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხიც. თუმცა, ანალიტიკურ და პოლიტიკურ წრეებში მიიჩნევენ, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოში, შესაძლოა, ოქტომბრის ბოლოს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ იქნას მიღებული. ვიცით, რომ დასავლეთში მოითხოვენ კონკრეტული რეკომენდაციების შესრულებას, რაზეც მმართველი პოლიტიკური ძალა რეალურად უარს ამბობს და მიიჩნევს, რომ ევროპა მსგავს ნაბიჯს არ გადადგამს.

თუმცა, არსებობს საპირისპირო მოსაზრებაც - 15 ივლისს, ბრიუსელში გამართული საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ევროკომისიამ გამოაქვეყნა ოფიციალური წერილი საქართველოს ხელისუფლებისადმი, სადაც ჩამოთვილი იყო 8 რეკომენდაცია, რომელთა შესრულებაც აუცილებელია ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად. მისი არშესრულება კი სავიზო რეჟიმის გადახედვას გულისხმობს. აგვისტოს ბოლომდე, საქართველოს ხელისუფლებას კომისიისთვის უნდა შეეტყობინებინა ამ რეკომენდაციების შესრულების შესახებ.

აქვე გეტყვით, რომ რეკომენდაციების მიხედვით, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს და დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის, შეკრების, გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლება, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება, საჯარო ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა. ამასთან, გააუქმოს კანონიუცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ და საკანონმდებლო პაკეტიოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ; ასევე შეიტანოს ცვლილებები ადამიანის უფლებების ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში, რათა უზრუნველყოფილი იყოს ლგბტქ პირთა უფლებების სრული დაცვა.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე For.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ დღეს ევროპის მიზანია საქართველოში ხელისუფლება შეცვალოს, შესაბამისად, არ გამორიცხავს, უვიზო მიმოსვლის შეჩერებას სწორედ ამ მიზნით.

ეს გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება არაერთ, როგორც საშინაო, ასევე საგარეო ფაქტორზე. ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება მას შემდეგ, რაც ევროკავშირის შესაბამისი სტრუქტურები განიხილავენ საქართველოს ხელისუფლების პასუხს მათ წერილზე. ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღება საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩება-არ შეჩერებასთან დაკავშირებით, იქნება მიღებული ოქტომბრის ბოლოს, არჩევნების შემდეგ. თუ ვინმეს იმედი ჰქონდა აქ, რომ ეს არჩევნებამდე მოხდებოდა, ასე არ იქნება.

იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ძალიან სურთ საქართველოში ხელისუფლების ცვლილება, შესაძლოა, გაკეთდეს გარკვეული განცხადებები, დემარშები, რაც უვიზო რეჟიმთან იქნება დაკავშირებული და ქვეყანაში შექმნის ერთგვარ განცდას იმისა, რომ უვიზო რეჟიმი შეიძლება გაუქმდეს, - თქვა ანჯაფარიძემ.

კითხვაზე, რას უნდა ველოდოთ უშუალოდ არჩევნების შემდეგ, თუკი უვიზო მიმოსვლა მართლაც შეჩერდა, აღნიშნავს, რომ საქართველოში კვლავ დაიწყება საპროტესტო გამოსვლები იმისთვის, რომ ქვეყანაში ხელისუფლებ მშვიდობიანად დამხოს.

ქვეყანაში უნდა ველოდოთ საპროტესტო მუხტის ხელახალ გაღვივებას 13 სექტებრიდან, როდესაც დაანონსებულია ოპოზიციის მასობრივი აქცია, ვნახოთ, რა გამოუვათ - ამის შემდეგ აპირებენ ხელისუფლების მშვიდობიან დამხობას. მთელი ეს შემოდგომა დახუნძლული იქნება საპროტესტო აქციებით იმის იმედით, რომ მანამდე მოუსწრებს ევროკავშირის მიერ უვიზო რეჟიმის მიღების გადაწყვეტილება და სწორედ ძირითადი იმედი აქვთ ამაზე, რომ ქუჩაში გამოიყვანენ იმათაც, რომლები ქართული ოცნების მომხრენი არიან, რომლებსა არ უნდა ისეთი სიკეთის დაკარგვა, როგორიც არის უზივო რეჟიმი.

მშვიდობიანი დამხობა არ არსებობს - დარწმუნებული ვარ, ბოკჩავამ, ხაბეიშვილმა და სხვებმა გაიარეს კონსულტაციები იურისტებთან და ეს მშვიდობიანი ჩაამატეს ხელისუფლების დამხობის ფრაზაში იმისთვის, რომ შემდეგ მათ არავინ მოედაოს ხელისუფლების დამხობის საჯაროდ მოწოდების გამო და წაუყენონ ბრალი, რადგან ეს არის კანონით დასჯადი მოქმედება.

ეს ხალხი, რომლები შეკრებილნი არიან ოპოზიციური დროშის ქვეშ, ჯერ კიდევ ვერ არიან გამოსულნი 2003 წლის ვარდების რევოლუციის ხიბლიდან და ჰგონიათ, რომ შეძლებენ იგივე სცენარის გამეორებას ახლაც, რაც არის ძალიან ღრმა და საბედისწერო შეცდომა. თუ ახლა მათ არაფერი გამოუვიდათ, ეს შეიძლება მათთვის გახდეს პოლიტიკური ფიასკოს დასაწყისი, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.