ბრიტანეთის ელჩის, გარეტ უორდის მორიგი ბრალდება ასე გამოიყურება - „სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ ჩამოშორდა ევროატლანტიკურ თანამშრომლობას, თუმცა რუსეთის მხრიდან საფრთხე კვლავ არსებობს, მათ შორის, კიბერსივრცეშიც“. რაში გამოიხატება საქართველოს მიერ კურსის ცვლა, რაც გულისხმობს ევროატლანტიკურ თანამშრომლობასთან ჩამოშორებას, ბრიტანელ დიპლომატს არ დაუკონკრეტებია.
„2019 წლის ოქტომბერში, საქართველო გახდა რუსეთის სამხედრო დაზვერვის მხრიდან დამაზიანებელი კიბერშეტევის მსხვერპლი. 2020 წლის თებერვალში, გაერთიანებულმა სამეფომ და მისმა პარტნიორებმა გამოავლინეს, რომ ეს შეტევები იყო რუსეთის ხანგრძლივი მტრული დესტაბილიზაციის კამპანიის ნაწილი. გაერთიანებულმა სამეფომ მკაფიოდ განაცხადა, რომ „გრუ“-ს მიერ განხორციელებული ეს კიბერშეტევები საქართველოს სუვერენიტეტის შესასუსტებლად, შუღლის დასათესად და ქართველი ხალხის ყოველდღიური ცხოვრების შესაფერხებლად იყო მიმართული.
გაერთიანებული სამეფო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. გაერთიანებული სამეფო და საქართველო, ერთად მუშაობდნენ კიბერმედეგობის გასაძლიერებლად და ამ შეტევის საჯაროდ დასამტკიცებლად. სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ ჩამოშორდა ევროატლანტიკურ თანამშრომლობას, თუმცა რუსეთის მხრიდან საფრთხე კვლავ არსებობს, მათ შორის, კიბერსივრცეშიც“, - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბრიტანელი დიპლომატის ბრალდებას გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი და ელჩს ურჩია, რომ მასპინძელი ხელისუფლების პარტიად მოხსენიებას და ქართველი ხალხის მიმართ მსგავს, შეუფერებელ ლაზღანდარობას, უმჯობესი იქნებოდა, თუ ბრიტანეთის ელჩი საკუთარ ქცევაზე გასცემდა ქართველი ხალხის ლეგიტიმურ კითხვაზე პასუხს:
„რატომ აპირებდა ექსტრემისტული დღის წესრიგის მქონე „ევრონაცების“, „ტაბულასა“ და „ნაცების“ „გია ჯაფარიძის“ დაფინანსებას, რომელთა გაცხადებული მიზანი თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლაა, ანუ მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, რომელთა მიზანია „საქართველოს სუვერენიტეტის შესუსტება“, შუღლის დათესვა და ქართველი ხალხის ყოველდღიური ცხოვრების შეფერხება“, - წერს შალვა პაპუაშვილი.
„ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ბრიტანეთის საელჩოს საქმე არ არის პოლიტიკაში და შიდა საქმეებში ჩართვა, ეს არის შეურაცხყოფა. მისი თქმით, დიპლომატს ამ განცხადებაზეც ემჩნევა, რომ პოლიტიკურ პროცესებში პირდაპირ ჩართულია. მისი თქმით, როცა საელჩო ხელისუფლების წინააღმდეგ ძალადობრივ აქციებს აფინანსებს და თან ადგილობრივ ხელისუფლებას ჭკუას ასწავლის, ეს საერთოდ არ არის კავშირში ევროპულ ღირებულებასთან.
„ბრიტანეთის საელჩოს კითხვებზე პასუხები აქვს გასაცემი. ჯერ ქართველ ხალხს უპასუხოს, თუ რატომ აფინანსებდა ისეთ ორგანიზაციებს საქართველოში, რომლებიც ძალადობრივ აქციებსა და რევოლუციურ პროცესებში საჯაროდ არიან მხილებულები. ასევე, უპასუხონ იმ შეურაცხმყოფელ განცხადებებზეც, რაც პირდაპირ ჩარევაა საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში. ამის შემდეგ, მისცენ თავს იმის უფლება, რომ რაღაც განცხადება გააკეთონ. ამ განცხადებაზეც ემჩნევათ, რომ პოლიტიკურ პროცესებში პირდაპირ არიან ჩართულნი, რაც მათი საქმე არ არის.
საელჩოს საქმე არ არის პოლიტიკაში და შიდასახელმწიფოებრივ საქმეებში ჩარევა. ეს პირდაპირი შეურაცხყოფაა. ამას ვამბობთ, რომ ეს ევროპული ღირებულება არ არის. შენ, როცა საელჩო ხარ და აფინანსებ ძალადობრივ აქციებს ხელისუფლების წინააღმდეგ და თან ადგილობრივ, ეროვნულ ხელისუფლებას ჭკუას ასწავლი, რომელსაც ხალხი ირჩევს, ეს საერთოდ არ არის კავშირში ევროპულ ღირებულებასთან. სამწუხაროდ, ბრიტანეთის საელჩოს ჯერ კითხვებზე აქვს პასუხი გასაცემი და ამის შემდეგ, შეიძლება გაკეთდეს კომენტარი“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
უფლებადაცველის, დიმიტრი ლორთქიფანიძის შეფასებით, ბრიტანული ნეოიმპერიალისტური მისწრაფებების რეალურ გეოპოლიტიკურ სტეატეგიაში გათვალისწინებულია პოსტსაბჭოთა სივრცის სრულ მორჩილებაში ყოფნაზე კონტროლი.
„თუ კარგად დავაკვირდებით მსოფლიოს პოლიტიკურ რუკას, კარგად დავინახავთ, რომ საქართველო ფართო რეგიონის მასშტაბის გათვალისწინებით (იგულისხმება დიდი ახლო აღმოსავლეთი), ერთადერთი ქვეყანაა დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტის გათვალისწინებით. ქვეყანა, რომელიც ცდილობს, გახდეს ხიდი გეოპოლიტილურ ცენტრებს შორის და არ იყოს რომელიმე მათგანის კუთვნილება.
ბრიტანეთი მძიმედ აღიქვამს ამ სურათს და საქართველოს დასამორჩილებლად არ იშურებს ძალას და ენერგიას, მეტადრე სამხრეთ კავკასიაში მისი გაბატონებული პოზიციების ფონზე, სომხეთსა და აზერბაიჯანში! ვინ იფიქრებდა, რომ საქართველო დაადგებოდა სუვერენიტეტის გაძლიერების პოლიტიკას და უარს იტყოდა დასავლური მეტროპოლიისადმო მონურ მორჩილებაზე? დღეს, სწორედ ამ ფონზე გაკეთებულ განცხადებებს ვისმენთ ბრიტანეთის ოფიციოზისგან საქართველოსთან მიმართებით“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას, დიმიტრი ლორთქიფანიძე.
ბიზანტია, არაბები, თურქ--სელჩუკები, მონგოლები, სპარსელები, რუსები
..არა, ისე კი საინტერესოა--- როგო ყველას ჩვენზე ემტვრევათ კბილები
მოკლედ ძაან გამძლე და უხეში ხერხემალი გვაქვს...............................ეხლა ამათი ჯერია
ხოოდა .... ვერც ეხლა მოგვერევიან