19 ივლისის „გრანდიოზული“ კრახი - ხალხის სიმცირის გამო, ოპოზიციის აქცია ჩავარდა

19 ივლისის „გრანდიოზული“ კრახი - ხალხის სიმცირის გამო, ოპოზიციის აქცია ჩავარდა

19 ივლისს გამართული აქცია, რომელშიც რვა ოპოზიციური პარტია მონაწილეობდა, მნიშვნელოვანი გზავნილი აღმოჩნდა. მიუხედავად დიდი დროისა და რესურსის ინვესტიციისა, ხალხის სიმცირის გამო, ფაქტობრივად, აქცია ჩავარდა. ეს მოვლენა ხელისუფლებისთვის ხელსაყრელი აღმოჩნდა იმის სათქმელად, რომ მოსახლეობა მხარს არ უჭერს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს და ოპოზიციის რეიტინგი კიდევ უფრო დაცემულია. ამ ფონზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ორ თვეზე ოდნავ მეტი რჩება, თუმცა ქართული ოპოზიციური სპექტრი კვლავ ვერ ახერხებს ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებას. ზოგიერთი ოპოზიციური პარტია არჩევნების ბოიკოტირებას აპირებს, ნაწილი კი აქტიურად ემზადება. 

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ციხიდან ოპოზიციას კვლავ ერთიანობისკენ მოუწოდებს, რადგან მისი აზრით, მხოლოდ ერთიანი მოქმედებითაა შესაძლებელი წარმატების მიღწევა. თუმცა, ოპოზიციური პარტიების ნაწილი კვლავ რადიკალურ პოზიციაზე რჩება და არჩევნების ჩაშლას გეგმავს, ხოლო მეორე ნაწილი საარჩევნო კამპანიისთვის ემზადება.                                                                                                                                                        მიუხედავად იმისა, რომ 19 ივლისის აქციამ ვერ გაამართლა ოპოზიციის მოლოდინი მასშტაბურობის კუთხით, აქციის მონაწილეები მაინც საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ აღნიშნა, რომ აქციის მიზანია, დღის წესრიგში დადგეს ახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების თავისუფლება.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ რაც უფრო ნაკლებად იქნება რადიკალური ოპოზიცია არჩევნებში წარმოდგენილი, მით უკეთესი იქნება ქართული დემოკრატიისთვის. მისი თქმით, ეს არის ქართული დემოკრატიის გაჯანსაღების ფორმულა.

„რაც უფრო ნაკლები რადიკალი და ექსტრემისტი იქნება საარჩევნო სიაში, მით უფრო კარგი ქართული დემოკრატიისთვის. რაც შეეხება პატიმრობაში მყოფ ზოგიერთ ლიდერს - მოსთხოვონ იმ ელჩებსა და უცხო პოლიტიკოსებს, რომლებმაც ისინი შეაგულიანეს, რომ შეიძლება არ აღიარონ საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც ავალდებულებს მათ, რომ გამოცხადდნენ საგამოძიებო კომისიაში. როდესაც პოლიტიკოსი კონსტიტუციას არღვევს, თუ ის არ არის სალომე ზურაბიშვილი, მათ არ ეპატიებათ. სალომე ზურაბიშვილს პირდაპირ ევროკავშირის მხრიდან ეპატია, რომ პირდაპირ დაარღვიოს საქართველოს კონსტიტუცია“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.   

„რამდენიმე დღეა, ემზადებიან, შეიძლება, კვირებიც, მაგრამ ნათლად გამოჩნდა ქართველი ხალხის უმრავლესობის სურვილი, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს მშვიდობა და ის კურსი, რომელიც დღეს გვაქვს აღებული და გაგრძელდეს, გაძლიერდეს“, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერმა, ილია ინჯიამ.

მისივე თქმით, ეს არ იყო ხალხმრავალი აქცია, უბრალოდ შეიკრიბნენ.

„რა თქმა უნდა, აგენტურულ ქსელს რა გამოლევს ჩვენს ქვეყანაში. გუშინდელი დღეც იმის ნათელი მაგალითი იყო, რომ ეს აქცია ისე არ გამოუვიდათ, როგორი წინასიტყვაობაც ჰქონდათ მზადების დროს“, - აღნიშნა ინჯიამ.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-თან ამბობს, რომ 19 ივლისის აქციამ წარუმატებლობის კლასიკური მაგალითი აჩვენა. უამრავი დროის და დახარჯული ენერგიისა, მედიაში მიმდინარე პროპაგანდისტული ნარატივების თუ ინტენსიური მობილიზაციის მცდელობების მიუხედავად, საბოლოოდ, ქუჩებში მხოლოდ რამდენიმე ასეული ადამიანი გამოჩნდა.                                                                                 

„ეს არის იმ ე.წ. ოპოზიციური რვა პარტიის მაქსიმუმი? ეს არის მათი პოლიტიკური რეალობა და ადამიანური რესურსის  ანარეკლი? რა თქმა უნდა, ამაზე თავის გასამართლებლად ტემპერატურას, სიცხეს და კლიმატს დააბრალებენ, მაგრამ ქართულ პოლიტიკაში არაერთხელ გვინახავს, რომ როცა საზოგადოება რეალურად არის მოტივირებული, როცა პროტესტი გულიდან მოდის, ვერც სიცხე და ვერც ზამთრის ყინვა ვერ აჩერებს ადამიანებს. როცა ქუჩები ცარიელია, ეს ნიშნავს, რომ პროტესტი უბრალოდ ხელოვნურია, მორიგი მედია-სპექტაკლის მცდელობა ჰქონდათ, მაგრამ ესეც წყალში ჩაუვარდათ“, - ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, რაც შეეხება ამ „ოპოზიციურ რვიანს“, მათი პოლიტიკური წონა იმდენად მიზერულია, რომ აბაშიძე ამას სატირის ჟანრში განიხილავს.                                                           

„მათი დიდი ნაწილი ელემენტარულ ქარიზმასაცაა მოკლებული, ხოლო რაც შეეხება რეიტინგულობას, ეს საერთოდ უცნობი ცნებაა მათთვის. რას წარმოადგენენ, მაგალითად, „თავისუფლების მოედანი“, ან „ფედერალისტები“ ქართულ საზოგადოებაში? რეალურად, ეს მხოლოდ სახელები და ლოგოებია, რომლის უკანაც არ დგას არც იდეა, არც რესურსი და არც რეალური ამომრჩეველი.   

ეს ჯგუფები წლებია ცხოვრობენ ილუზიაში, თითქოს არსებობენ პოლიტიკაში მხოლოდ იმიტომ, რომ ხანდახან, რომელიმე ტელეეკრანზე გამოჩნდნენ, ხოლო მედიაში ხშირი ხილვადობა არ უდრის რეალურ საზოგადოებრივ მხარდაჭერას და მათ შემთხვევაში, ეს სხვაობა განსაკუთრებით კატასტროფულია.

უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, რომ მსგავსი მარგინალური ოპოზიციური გაერთიანებები ყოველ არჩევნებზე, ყოველ პოლიტიკურ პროცესზე იგნორირებას განიცდიან. ისინი არ სწავლობენ წარსულს, არ აანალიზებენ შეცდომებს და მუდმივად ერთსა და იმავე ჩიხში ატარებენ საკუთარ ამომრჩეველს. 19 ივლისის აქცია იყო ამის კიდევ ერთი მკაფიო დადასტურება“, - ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, ქვეყანა მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ გამოწვევებშია, წინ დგას მნიშვნელოვანი ადგილობრივი არჩევნები და სწორედ ახლა არის დრო, რომ ოპოზიციამ საზოგადოებას შესთავაზოს ალტერნატიული ხედვები და რეალური პროგრამები. თუმცა, აბაშიძის შეფასებით, ისინი კვლავ იმ არქაულ ბოიკოტს და მორალურად მოძველებულ აქციებს ებღაუჭებიან, რაც უბრალოდ აღარ ჭრის საზოგადოებაში.

„თუ ეს პოლიტიკური ჯგუფები რეალობას თვალს ვერ გაუსწორებენ და ვერ მიხვდებიან, რომ ამომრჩევლის ნდობა სრულად დაკარგეს, სჯობს, საერთოდ ჩამოშორდნენ პოლიტიკურ სივრცეს. როგორც ჩანს, თბილისში მიღებული ნულოვანი შედეგები რეგიონებშიც განმეორდება და, შესაძლოა, იქ სიტუაცია კიდევ უფრო სავალალო აღმოჩნდეს.

უკვე წლებია, არ გვინახავს, ოპოზიციის შეკრებას რამე, მნიშვნელოვანი მასშტაბისთვის მიეღწიოს - არც ღია სივრცეში და არც დახურულ შეხვედრებზე. მიზეზი მარტივია, არაკომპეტენტური, არაქარიზმატული და დაქსაქსული ლიდერები, რომლებიც მხოლოდ მედია-შოუებით არსებობენ.

ტელეეკრანზე საკუთარი თავის ლამაზად გაყიდვა ვერ გადაფარავს რეალურ სურათს. ხალხის მხარდაჭერის გარეშე, ნებისმიერი პოლიტიკური აქტივობა ფუჭია. რაც გინდა დაარქვან საკუთარ თავს - „ფედერალისტები“, „მოედნები“ თუ „პროტესტის ჯგუფები“ - საზოგადოებას ეს აღარ აინტერესებს, ნდობა მათ მიმართ ამოწურულია“, - ამბობს ბაშიძე.            

 

 

                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                   

 

Gami როდესაც ხატია დეკანოიძე/ და მისნაირები/ იწყებს საერთაშორისო პოლიტიკურ მდგომარეობაზე ტრაკანს, ეს არის უკვე უმეცრების და დეგენერატიზმის ქვესკნელი.
3 საათის უკან
მარბიელი როდესაც 2 კვირის წინ დაანონსებულ აქციაზე 8 პარტიას 800 ადამიანი გამოყავს, ეს ნიშნავს, რომ ამ პარტიებში ნიჭის, ცოდნის და შორსმხედველობის მძიმე დეფიციტია; ხალხს არც მათი ევროპული მოწოდებისა სჯერა, არც იმ ევროპისა, რომელიც გვასწავლის სად ვიომოთ, რომელი კანონი მივიღოთ და უსინდისოდ არ მოსწონს ჩვენი ის, რასაც თვითონ აკეთებენ (პოლიციაზე მოძალადის დასჯა) ...
ამ პარტიების მეთაურებმა პროფესია უნდა შეიცვალონ - პოლიტიკა მათი საქმე რომ არაარაც მალე მიხვდებიან მით უკეთესი მათთვის ... მომავალი ტაობა რომ არ მოწამლონ, საგანმანათლებლოს გარდა სხვა საქმეს მოკიდონ ხელი: ესა თუ ის ბიზნესი, თოხი, ნახირი ...
3 საათის უკან
Gami სად აქვთ პროფესია ამ უმეცართა ბრბოს, ნახირს კი არა,ორო ბატის ჩაბარება მათთვის კატასტროფის ტოლფასია. ჯოგი!
1 საათის უკან