იუკნევიჩიენე მაკულატურით ამარაგებს ევროპარლამენტს, მაგრამ ჩვენს ოპოზიციას რა უხარია, მაინც გაუგებარია

იუკნევიჩიენე მაკულატურით ამარაგებს ევროპარლამენტს, მაგრამ ჩვენს ოპოზიციას რა უხარია, მაინც გაუგებარია

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ მორიგი რეზოლუცია დაამტკიცა, რომელიც შედგენილია ლიტველი დეპუტატის, რასა იუკნევიჩიენეს ინიციატივით. დოკუმენტი მოიცავს რამდენიმე აბსურდულ მოთხოვნას: სანქციების დაწესების შესაძლებლობა ხელისუფლებისთვის და ბიძინა ივანიშვილისთვის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარება.

იუკნევიჩიენეს ანგარიში გახდა დებატების დროს ერთ-ერთი სადავო საკითხი. სხდომაზე, რომელიც ნახევრად ცარიელ დარბაზში ჩატარდა, კრიტიკულ განცხადებებთან ერთად გარკვეული მხარდაჭერაც გაჟღერდა, თუმცა ევროპარლამენტარების ნაწილი დოკუმენტს „სამარცხვინოს“ უწოდებდა. იტალიელი დეპუტატი დანილო დელა ვალე უშედეგოდ ცდილობდა რეზოლაციიდან ზურაბიშვილთან დაკავშირებული პუნქტის ამოღებას, ასევე გამოხატა უკმაყოფილება იმ ფაქტზე, რომ ეს უკვე მეექვსე რეზოლუციაა საქართველოზე ბოლო რამდენიმე თვეში, მაშინ როცა სხვა, უფრო მასშტაბურ ევროპულ საკითხებზე დუმილია.

იუკნევიჩიენემ პარლამენტის მიღმა, ბრიფინგზეც გააკეთა კომენტარი. მან ყურადღება მზია ამაღლობელის საქმეზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ პატიმარს ციხეში სცემეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია.

„ქართულ ოცნებაში“ ამგვარ განცხადებებს მტკიცებულებად მიიჩნევენ, რომ რეზოლუცია დეზინფორმაციას ეყრდნობა და პოლიტიკურად მიკერძოებულია. მათი თქმით, ევროპარლამენტარები ლობისტების დახმარებით ებრძვიან ლეგიტიმურ ხელისუფლებას და არც ყალბი ბრალდებების გავრცელებას ერიდებიან. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ დოკუმენტი „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებზეა მორგებული და ამის დასტურად იუკნევიჩიენეს სააკაშვილის პარტიასთან წარსულ ურთიერთობებს იხსენებენ.

საპირისპიროდ, ოპოზიცია მიღებულ რეზოლუციას პოზიტიურად აფასებს. ელენე ხოშტარიამ სპეციალური ბრიფინგი მოაწყო და დოკუმენტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. განსაკუთრებით აქტიურად გამოეხმაურა ტექსტში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებულ ნაწილს „ნაციონალური მოძრაობა“, რასაც ოპოზიციის სხვა ჯგუფებშიც იზიარებენ. როგორც ჩანს, ეს მოთხოვნა მხოლოდ ერთი ბანაკის ინტერესებში არ შედის.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რეზოლუციას „ღირებულებათა აღრევად“ აფასებს და აკრიტიკებს მოთხოვნას, გათავისუფლდეს სააკაშვილი – პირი, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ სისტემურ წამებაში ამხილა.

„ევროპის პარლამენტმა, საქართველოს თაობაზე დღეს მიღებული რეზოლუციით, მოითხოვა დიქტატორ მიხეილ სააკაშვილის კანონიერი პატიმრობიდან გათავისუფლება – სააკაშვილისა, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პატიმართა სისტემურ და სისტემატურ წამებაში ამხილა. ღირებულებითი აღრევა – სულ ესაა, რაც უნდა ვიცოდეთ ბრიუსელის დღევანდელი მდგომარეობის შესახებ“, – აცხადებს პაპუაშვილი.

ანალიტიკოსი გიორგი ახვლედიანი for.ge-თან საუბარში აცხადებს, რომ ევროპარლამენტარების ქმედებებისა და განცხადებების შეფასება სულ უფრო რთული ხდება, რადგან საქმე ხშირად არაადეკვატურ და არასერიოზულ ინიციატივებთან გვაქვს.

„თითქმის კვირა არ გავა, რომ იგივე ჯგუფის წარმომადგენლები ანტიქართულ ინიციატივებზე არ მუშაობდნენ. უკვე მომაბეზრებელია რასა იუკნევიჩიენეს ყოველკვირეული რეზოლუციების განხილვა. ეს ქალბატონი თითქოს მხოლოდ ამით არის დაკავებული – წარადგენს ტექსტს, შემდეგ 4–5 დეპუტატის თანდასწრებით იმართება დებატები, რომელიც, პრაქტიკულად, არაფერს ცვლის. ამის შემდეგ უმრავლესობა ხმას აძლევს რეზოლუციას და ის, უბრალოდ, თაროზე იდება. ამასობაში, ოპოზიცია აღფრთოვანებულია, ხელებს იფშნეტავს სიხარულით, მაგრამ რეალურად ქართულ საზოგადოებაში ამ თემებზე არანაირი რეაქცია აღარ არსებობს. მსგავსი დოკუმენტების გავლენა ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე ნულის ტოლფასია“, - ამბობს ახვლედიანი და დარწმუნებულია, რომ ამ რეზოლუციების უკან კონკრეტული ფინანსური და პოლიტიკური ინტერესებია.

„ეჭვი არ მეპარება, რომ ამ პროცესში ჩართული ევროპარლამენტარები საკმაოდ სოლიდურ ჰონორარებს იღებენ და მათთვის ეს პროცესი სერიოზული კომერციული ინტერესების მატარებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორ უნდა აიხსნას, რომ ევროკავშირში მძიმე შიდა სკანდალების ფონზე, მაგალითად, ურსულა ფონ დერ ლაიენის საქმეზე, ისინი მაინც საქართველოს თემით არიან დაკავებულები?“, - ამბობს ახვლედიანი.

ანალიტკოსი განსაკუთრებით იმ პუნქტზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და არჩევნების ლეგიტიმურობას უკავშირდება.

„ამჯერადაც, რასა იუკნევიჩიენემ ღიად განაცხადა, რომ თუ ოპოზიციონერი ლიდერები ციხეში დარჩებიან, თვითმმართველობის არჩევნები არ ჩაითვლება ლეგიტიმურად. ანუ ჯერ კიდევ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მათ პოზიცია ჩამოყალიბებული აქვთ. ეს მხოლოდ ამყარებს ეჭვს, რომ კონკრეტული ოპოზიციური ლიდერები განზრახ აღმოჩნდნენ ციხეში – შეთანხმებულად, როგორც გეგმის ნაწილი. ეს ყველაფერი კარგად დაგეგმილი სცენარის ნაწილია, რომელიც მიზნად არჩევნების დელეგიტიმაციას ისახავს.

ფაქტია, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით უკვე არსებობს კონკრეტული ინსტრუქციები, და ევროპიდან გარკვეული ჯგუფები ამ პროცესში „მაშველ რგოლებად“ გვევლინებიან. თუმცა ამ რეზოლუციას ისეთივე ბედი ელის, როგორც წინა ექვსს. დოკუმენტი ვერ გადმოვა პრაქტიკაში და ვერ ექნება რეალური ეფექტი. ვისაც მართლა ესმის საერთაშორისო ურთიერთობები, კარგად აცნობიერებს, რომ საქართველოსთან ამ ფორმით ურთიერთობის გაფუჭება კატასტროფას ნიშნავს – თუ საქართველო დაკარგეს, კავკასიაც დაკარგული ექნებათ. ასე რომ, ევროპარლამენტარებს მხოლოდ განცხადებების კეთება რჩებათ, რომელთაც პრაქტიკული შედეგი აღარ აქვს. ხელისუფლება და ქართველი ხალხი ამ შანტაჟს აღარ ექვემდებარებიან,“ – აცხადებს გიორგი ახვლედიანი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მარბიელი ზურაბიშვილი ლეგიტიმურ პრეზიდენტად ვაღიაროთო, მფორთხავი უკანონო პატიმარიაო ამას რომ იტყვის იმას შიგ არა აქვს? და ვისაც ამ სისულელეების მთქმელის იმედი აქვს, ის ნორმაზეა?
ქართველ ხალხს არ ეკითხებით? ამ სისულელეებით ვისაც მხარს უჭერთ, მათი მხარდამჭერიც გვერდზე გადის და ვისაც ნამუსი აქვს, უხერხულობისგან იშმუშნება საქართველო კარგი, მარა ეს რასა და მისთანები სხვა საკითხზეც ხომ ასეთივე სულელები იქნებიან! ევროპარლამენტია, თუ იდიოტების თავსესაფარი?
2 დღის უკან
Gami ამ რეზოლუციის პროექტმა შეურყია გუშღამ სალომე ბაბოს ისედაც ამომშრალი გონება თუ რაც აქვს... ეს რეები იროშა, ტო!...
2 დღის უკან