ბატონი ზელენსკი და მისი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები პირდაპირ ეთერში მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვას. აქციებზე იყო ხოლმე დიდი ეკრანები დამონტაჟებული, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
„ამ შემთხვევაში ძალიან საინტერესოა პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის ინტერვიუ, სადაც იგი ანალოგიურ ქმედებაში ადანაშაულებს ზელენსკის“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
ომში ჩართვის მცდელობა უკრაინისგან - პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა საქართველოს ხელისუფლების განცხადებები დაადასტურა. ანდჟეი დუდამ პოლონურ მედიასთან ზუსტად ასე აღწერა 2022 წელს ზელენსკის ადმინისტრაციის პოლიტიკა. ფრაზა ომში ჩათრევის შესახებ, რომელიც ქართულმა ოპოზიციამ საქილიკო გახადა. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ რეალური საფრთხე იყო და ამ დრომდე გამოწვევად რჩება.