საქართველოს პრეზიდენტი მსჯავრდებულ პოლიტიკოსებს სთავაზობს, რომ შეწყალების თაობაზე განცხადებით მიმართონ. ასევე, განცხადებით დაადასტურონ საკუთარი სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ და მიხეილ ყაველაშვილი მზად არის დაუყოვნებლივ გამოსცეს შეწყალების აქტი. ყაველაშვილმა განცხადება სოციალური ქსელით გაავრცელა და ხაზი გაუსვა იმას, რომ მნიშვნელოვანია, 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ და ყველა პარტიამ შეძლოს სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარება.
„როგორც საზოგადოებას მოეხსენება, რამდენიმე პოლიტიკური პარტიის კონკრეტული ლიდერები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იხდიან სასჯელს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. ამ გარემოების გათვალისწინებით, ვთავაზობ ყველა შესაბამის მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მომმართოს განცხადებით შეწყალების შესახებ და იმავე განცხადებით დაადასტუროს საკუთარი სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. ამგვარი განცხადებით მომართვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შესაბამისი მსჯავრდებულების შეწყალების თაობაზე“, - წერს მიხეილ ყაველაშვილი „ფეისბუქზე“.
ზუსტად სამ თვეში საქართველოში 2025 წლის 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. საქართველოს მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის მერი და საკარებულო უნდა აირჩიოს. შესაბამისად, პრეზიდენტი გამოდის ინიციატივით, რომ საარჩევნო კამპანია სრულყოფილად აწარმოოს ოპოზიციამ, რომელთა ნაწილს გაცხადებული აქვს არჩევნებში მონაწილეობის სურვილი.
ყაველაშვილისთვის არც შეწყალების თხოვნით მიმართვას და არც ე.წ. ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს „კოალიცია ცვლილებისთვის“ და არ აპირებენ „რეჟიმთან“ თანამშრომლობასა და მათთვის ლეგიტიმაციის მინიჭებას. შეგახსენებთ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ სამი ლიდერია პატიმრობაში - ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია და ნიკა გვარამია.
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრი გიორგი ბუტიკაშვილი ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ ყაველაშვილის შეთავაზებით სურს, პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში შეიტყუოს.
„ყაველაშვილის განცხადებით ორი რამ გამოჩნდა. პირველი ის, რომ „ქართული ოცნება“ სანთლით დადის და ეძებს ლეგიტიმაციას, თუმცა მას ლეგიტიმაცია არ აქვს არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. ქვეყნის გარეთ ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი არის სალომე ზურაბიშვილი, ყაველაშვილი კი ვერ შედგა როგორც ლეგიტიმური პრეზიდენტი საქართველოში.
მეორე არის ის, რომ ყაველაშვილმა ამ განცხადებით დაადასტურა „ქართული ოცნების“ ნამდვილი სურვილი - მხოლოდ იმიტომ დაიჭირა პოლიტიკური ლიდერები, რომ მოეპოვებინა ლეგიტიმაცია. ახლა იყენებენ ამ შეთავაზებას, რომ პარტიები შეიტყუონ თვითმმართველობის არჩევნებში, რომელიც მათთვის ლეგიტიმაციის ნაწილია“, - აცხადებს გიორგი ბუტიკაშვილი.
შეწყალების თხოვნით პრეზიდენტისთვის მიმართვას არ აპირეს „ლელო“, რომლის ორი ლიდერი - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პატიმრობაშია. პარტიის წევრი, ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ არანაირი შეწყალების მიმართვა „არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის“ არ იქნება და პრეზიდენტს მიუთითებენ გზას რუსული ხომალდის მიმართულებით.
„მიხეილ ყაველაშვილის განცხადება ბიძინა ივანიშვილის შიშების დემონსტრირებაა. ჩვენ ამ ვაჭრობაში არ შევდივართ რუსულ რეჟიმთან. მე, როგორც „ლელოს“ გენერალური მდივანი და მათი მეგობარი, ვიცი თუ რა ღირებულებებით ცხოვრობენ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, რა პრინციპებით და ღირსებით იცავენ ქართველი ხალხის ინტერესებს და სჯერათ ბრძოლის და გამარჯვების, მათთან შეუთანხმებლად, თუმცა რწმენით, რომ ეს არის 100%-ით მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პოზიცია, ვაცხადებ: არანაირი შეწყალების მიმართვა არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის არ იქნება. ჩვენ მას მივუთითებთ გზას რუსული ხომალდის მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
კუპრაძე ქვეყნის პრეზიდენტად ისევ სალომე ზურაბიშვილს აღიარებს და მიმართავს თხოვნით, რომ კიდევ ერთხელ ცადონ ერთიანობა და აასრულონ მთავარი შიში, რაც, მისი თქმით, ივანიშვილს და რუსულ რეჟიმს აქვს. ასეთია რადიკალების პასუხი, რომლებსაც საზოგადოება შეგნებულად შეჰყავთ შეცდომაში, როდესაც აცხადებენ, რომ ამ ქვეყნის პრეზიდენტი არის სალომე ზურაბიშვილი. პრეზიდენტის სტატუსით მოიხსენიებენ ადამიანს, რომელსაც არანაირი ძალაუფლება არ აქვს და მისი სტატუსია, ექს-პრეზიდენტი და მოქალაქე.
კუპრაძე საზოგადოების მოტყუებაში და დემაგოგიაში ამხილა „ქართული ოცნების“ წევრმა, დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა, რომლის განცხადებით, თუ მათთვის არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის მიმართვას თაკილობენ, ამავე პრეზიდენტის მიერ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობას როგორ აპირებენ?
„ოპოზიციას აღნიშნული შეთავაზებით არავინ ევაჭრება და მათ გზა შესთავაზეს. თუ ამ მათთვის არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის მიმართვას თაკილობენ, ამავე პრეზიდენტის მიერ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობას როგორ აპირებენ?“, - წერს თენგიზ შარმანაშვილი.
თუმცა ყაველაშვილის არალეგიტიმურობაზე, საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაზე ჭკუამცატეობის გამოვლინებად მიმაჩნია
როცა გაყალბების არანაირი მტკიცებულება არა გაქვს, ან ყლე ხარ, მართლა გაგიყალბეს და ვერაფერს ხედავ, ან .... ასე რომ გაგრძელდეს, აქ არჩევნები ვერ ჩატარებულა - "გაყალბებულიას" მთქმელი სულ გამორჩება და ერთხელ თუ დათმობ, ტაშიი! მართლა დაგვჭირდება ბაგრატიონები