"სომხეთის პარლამენტის წევრმა შირაკ ტოროსიანმა 2 დღის წინ კიდევ ერთხელ შეგვახსენა თავი - დეპუტატმა, რომელიც ანტიქართული გამოხდომებით გამოირჩევა, განაცხადა, რომ ჯავახეთის რეგიონში აჯანყება გარდაუვალი იქნება და ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ საქართველო ნატოს წევრი გახდება. ჯავახეთის მოსახლეობა ტოროსიანის განცხადებას დიდი აღფრთოვანებით არ შეხვედრია. არც აჯანყებას აპირებს ვინმე. წლების წინ ის საქართველოში პერსონან ნონ გრატად გამოაცხადეს, მეოცნებეებმა მას ქვეყანაში შემოსვლის უფლება მისცეს, თუმცა მოკლე ხანში კვლავ პერსონა ნონ გრატად შერაცხეს. ვისი თხოვნით შემოუშვეს საქართველოში შირაკ ტოროსიანი, ვინ არიან მისი თბილისელი თანამოაზრეები, რას გეგმავს რუსეთი და როგორ ხვდება ამ განცხადებებს ჯავახეთის მოსახლეობა, ამ თემებზე "ახალო თაობას" გოგა ელიბეგოვი ესაუბრება. მას ჩვენი საზოგადოება კარგად იცნობს - 90-იან წლებში ის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდა", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით გოგა ელიბეგოვი: "ჯავახეთში რუსული პროვოკაცია ვერ განხორციელდება" / რას პასუხობს რეგიონის მოსახლეობა სომეხ დეპუტატს.
"შირაკ ტორსიანი წარმოშობით ჯავახეთიდანაა. ის ცნობილი პროვოკატორი და ავანტიურისტია. სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს და საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა აუკრძალეს - ამის გამო ძალიან გაღიზიანებული იყო და საშინელ განცხადებებს აკეთებდა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ თბილისს შუამდგომლობით მიმართა სომხეთის პატრიარქმა და სთხოვა ტოროსიანი შემოეშვათ. მისი თხოვნა საქართველოს ახალმა ხელსიუფლებამ გაითვალისწინა. ტოროსიანი საქართველოში რამდენჯერმე შემოუშვეს. მან თავის პროვოკაციებს ტავი არ დაანება. ამის გამო აქ შემოსვლა ისევ აუკრძალეს. ის ისევ გაღიზიანდა და ტრადიციული განცხადებების კთება დაიწყო. ის იმის გამოც არის გაღიზიანებული, რომ სამცხე-ჯავახეთში მომხრეები აღარ ჰყავს. მისი არავის არ სჯერა. ახლა ცდილობს ყურადღება ასეთი პროვოკაციული განცხადებებით მიიპყროს. დამიჯერეთ, მ,აგის განცხადებებ სერიოზულად არავინ აღიქვამს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გოგა ელიბეგოვი.
"ჯავახეთში მოქმედ რამდენიმე სერიოზული ორგანიზაციის წარმომადგენლებს ვესაუბრე. მათი თქმით, არანაირი ანტიქართული განწყობა რეგიონში არ არის. მათ უკვირთ, საიდან მოიტანა ასეთი რამ ტოროსიანმა. სამწუხაროდ, მაგის მსგავსი პროვოკატორები თბილისშიც არიან. ერთ-ერთი არის ლეო ისახანიანი, რომელიც საქართველოში სომხური ეკლესიის თემებს წევს-ხოლმე. აბსურდულ კონტექსტში აკეთებს განცხადებებს. მაშინ ჩნდება, როცა რაღაც შეთანხმების მიღწევა იგეგმება. სადავო ეკლესიებზე შეთანხმება თითქმის მიღწეული იყო, როცა ეს გამოვარდა და აბსურდული ბრალდებები წამოაყენა. პრეტენზია იმ ეკლესიებზე წამოაყენა, რომლებიც დანგრეული და მიწასთან გასწორებულია. მაგის მსგავსი ხალხი ასეთ პროვოკაციებზეა კონცენტრირებული. საბედნიეროდ, არაფერი გამოუვათ", - აღნიშნავს რესპონდენტი.
"ტოროსიანი პარლამენტის წევრია, მაგრამ ის მხოლოდ საკუთარ პოზიციას გამოხატავს. ოფიციალური ერევანი არც მის და არც სხვა პროვიკატორების პოზიციას არ იზიარებს. ეს ამ ინტრიგანების განცხადებებია მხოლოდ. მაგათ კაცი სეპარატისტებსაც ვერ დაარქმევს, იმდენად უმნიშვნელოა მათი გავლენა. ჯავახეთში, როგორც უკვე ვთქვი, ტოროსიანი პერსონა იგნორირებულია. რაც შეეხება ვაგან ჩახალიანს, ის ერთ-ერთ პირველ სეპარატისტად ითვლება. მაგანაც კი გააკეთა "ანტიტოროსიანული" განცხადება. სულ ახლახან ვესაუბრე და მითხრა, რომ ჯავახეთის მოსახლეობა ტოროსიანის პროვოკაციას არ აჰყვება. ჯავახეთში აბსოლუტურად არანაირ პროვიკაციებს არ უნდა ველოდოთ. ეს არის აბსურდული განცხადება. მაგის განცხადებებს მხოლოდ ერთი-ორი ადამიანი თუ გამოეხმაურება, მისი ერთ-ერთი პარტნიორია ლეო ისახანიანი", - დასძენს გოგა ელიბეგოვი და შეკითხვას - "რუსულ ფაქტორზე რას გვეტყვით, არაერთხელ ითქვა, რომ ჯავახეთის რეგინში რუსეთი სერიოზულ პროვოკაციას გეგმავს..." - პასუხობს:
"რუსეთმა შესაძლოა სცადოს პროვოკაციების მოწყობა, მაგრამ არაფერი გამოუვათ. ამის მცდელობები უკვე არის. ერთ-ერთი მედია-საშუალების ხელმძღვანელი საქართველოში ატარებს ამ რუსულ კურსს. ის თავისი მედია-საშუალებით აშუქებს აგას არაბიანის განცხადებებს, სერიოზული კონტაქტები აქვთ, ერთობლივად აკეთებენ ყველაფერს, რომ ხალხის გაღიზიანება გამოიწვიონ. არის კიდევ ასეთი მიხეილ ტატევოსოვი. ამ ყველაფერს სათავეში არჩილ ჭყოიძე უდგას. ეს კაცი ორგანიზაცია "ევრაზიულ კავშირს" ხელმძღვანელობს. ამათ არცს სომხეთი ადარდებთ და არც საქართველო. მათ რუსული ინტერესები ამოძრავებთ და ცდილობენ ჯავახეთში ყირიმის მაგალითი გაითამაშონ, რაც არ გამოუვათ. ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები სომეხი მოსახლეობა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას არ შეეწინააღმდეგება. ამ ხალხის გაღიზიანებას ახლა თურქული ფაქტორით ცდილობენ - ტოროსიანი ამბობს, რომ ნატოში შესვლის შემთხვევაში საქართველოში თურქული ჯარი შემოვა - ეს არის ტყუილი და იაფფასიანი სისულელე. საქართველოს თავისი ჯარი ჰყავს და არავის ჯარი არ სჭირდება"