უკვე დადასტურებული IRI-ის პროგრამების დირექტორის გეგმა, რომელიც ქართული ოპოზიციისთვის შემუშავდა. აქცია დაანონსებულია. დესტაბილიზაციის მცდელობის მორიგი ტალღა სექტემბრისთვის მზადდება.
რადიკალების მხრიდან გააქტიურდა საუბარი უვიზო მიმოსვლის გაუქმების საკითხზეც. საპარლამენტო ოპოზიციისთვის ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ რადიკალები გარე ძალების მიერ შემუშავებული გეგმით იმართებიან.
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, დესტაბილიზაციის მორიგი მცდელობების უკან კვლავ „დიფ სთეითი“ დგას.
„ჩვენ კარგად ვიცით, რომ უცხოური ძალები, იგივე გლობალური ომის პარტია ყოველთვის ემზადება და ამზადებს თავის აგენტურას არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების დღისთვის და მეორე დღისთვის განსაკუთრებით. ჩვენ ვნახავთ, რომ იმ დაანონსებულ აქციებში ეს ხალხიც იქნება, რომელიც ვითომ მონაწილეობს არჩევნებში. აღარ მალავს თავად უცხოური აგენტურაც კი, რომ საქართველოში უნდა უკანონოდ შეცვალოს ხელისუფლება. ამას არ მალავენ, აფინანსებენ, ტრენინგებს ატარებინებენ, ასეულობით ახალგაზრდა მიჰყავთ თუ როგორ უნდა მოახდინონ რევოლუცია, როგორ უნდა ჩამოშალონ სახელმწიფო ინსტიტუტები ეს არის ერთ-ერთი, მათ შორის 13 სექტემბერს დაანონსებული აქციაც სწორედ ამას მოასწავებს და ამის მერე რაც ექნებათ ზუსტად ეს არის მტკიცებულება იმისა, რასაც ჩვენ ვამბობდით“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.