ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი შესაძლოა თანამდებობიდან გადაყენების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს. ევროპარლამენტში მისი იმპიჩმენტის მოთხოვნას მხარდაჭერაც ემატება და საკმარისი ხმების მობილიზაციაც, როგორც ჩანს, უკვე დაწყებულია.
ფრანგულ მედიაში ბოლო დღეების განმავლობაში არაერთი სკანდლაური სტატია დაიწერა იმის შესახებ, რომ ფონ დერ ლაიენის ირგვლივ შავი ღრულბები იკვრება. ხოლო სკანდალების ფონზე, რომელიც მის პრეზიდენტობას თან ახლავს და რომელსაც აქამდე წარმატებული პოლიტიკური გადარჩენის უნარით უმკალვდეობა, დღეს მის წინააღმდეგ დაპირისპირებული ევროპარლამენტარების რიცხვი იზრდება.
დაპირისპირებულთა რიგებს შეუერთდნენ, როგორც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ასევე იტალიის პრემიერიც. ფრანგულ მედიას წყაროები უყვებიან, რომ ევროკომისრის გავლენები იმდენად დიდია, რომ მან დაპირისპირებული ყველა კონკურენტი მოიშორა. თავად ფრანგები გაკვირვებას ვერ მალავენ, თუ როგორ ახერხებს ის ამ თანამდებობის დაკავებას უკვე მეორედ, როდესაც ფრანგებშიც კი არა აქვს მხარდაჭერა და მის მიმართ დამოკიდებულება უარყოფითია.
ფონ დერ ლაიენის მოწინააღმდეგეთა შორის არიან როგორც აღმოსავლეთევროპელი დეპუტატები, ასევე წამყვანი ევროპული ქვეყნების ლიდერებიც და ესენი მხოლოდ საფრანგეთის და იტალიის ხელისუფლების პირველი პირები არ არიან.
ფრანგული გამოცემები წერენ, რომ მის წინააღმდეგ ერთ-ერთი მთავარი საჩივარი ეხება Pfizer-ის ვაქცინებთან დაკავშირებულ კონტრაქტს. ევროკომისიისა და ამერიკულ ფარმაცევტულ გიგანტს შორის დადებული შეთანხმება 35 მილიარდ დოლარს და 1.8 მილიარდ დოზას მოიცავდა. ოდენობას, რომელიც აშკარად აღემატებოდა ევროკავშირის საჭიროებებს.
ამ კონტრაქტის დეტალების გასაჯაროების მოთხოვნაზე ფონ დერ ლაიენმა უარი თქვა და განმარტა, რომ არ არსებობდა კანონი, რომელიც მას ამას ავალდებულებდა. თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომისიის პრეზიდენტის მიმოწერა Pfizer-ის ხელმძღვანელობასთან საკმარისად საჯარო ინტერესის საგანია, რათა მისი წარდგენა სავალდებულო გახდეს. მიუხედავად ამისა, წერილები ან დაკარგულია, ან განადგურებული. ხოლო ბრიუსელის ოფიციალური პოზიციაა, რომ ეს უბრალოდ „დამთხვევაა“.
ევროპარლამენტარების ნაწილის აზრით კი, ეს საკმარისი საფუძველია უნდობლობის გამოცხადებისთვის და იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებისთვის.
ევროპარლამენტის არაერთი წევრი ღიად საუბრობს იმაზე, რომ ფონ დერ ლაიენის მიერ მილიარდობით ევროს ღირებულების გარიგებების მოტივები და პროცედურები გაუმჭვირვალეა და ეჭვებს ბადებს არაკანონიერი მოქმედებების შესახებ.
ევროპარლამენტარი მანონ ობრი (მემარცხენეები, საფრანგეთიდან) ამბობს, რომ პრეპარატ ფაიზერის შეძენის ამბავი უკვე კორუფციულ ფაქტებს შეიცავს და ამაში ეჭვი არავის აღარ ეპარება.
„ეს ფაიზერის გარიგება უკვე კორუფციის სახეს იღებს ევროკავშირის უმაღლეს ინსტიტუციებში. როცა საუბარია მილიარდებზე, საზოგადოების წინაშე პასუხი უბრალოდ ვალდებულებაა და არა არჩევანი. ამიტომ საჭიროა ფონ დერ ლაიენმა ამაზე ევროპარლამენტს სათანადო პასუხები გასცეს“,-ამბობს ობრი.
იგივე პათოსს იზიარებს ევროპარლამენტარი მარტინ შირდეჰანი (მემარცხენეები, გერმანიიდან) და ფონ დერ ლაიენს მკაცრად აფრთხილებს: „თუ ფონ დერ ლაიენი Pfizer-ის ხელმძღვანელობასთან მიმოწერის შინაარსს არ გამოაქვეყნებს, მისი დარჩენა პოსტზე მორალურად და პოლიტიკური თვალსაზრისით, დაუშვებელი იქნება. ვფიქრობ, ეს მის ინტერესებშიც უნდა შედიოდეს“.
კონტაქტები SMS-ით? ეს ძალიან უცნაური და დიდად საეჭვო ამბავია, აცხადებენ ევროპარლამენტარები ფრანგულ მედიასთან საუბრისას.
Pfizer-თან „საუკუნის გარიგებად“ წოდებული შეთანხმების დეტალები, რომელიც, სავარაუდოდ, ტექსტური შეტყობინებებით დაიგეგმა, ევოპარლამენტარებისთვის ყველაზე მწვავე კრიტიკის საგნად იქცა. მაგალითად, ევროპარლამენტარი გეორგე პიპერეა (ECR, რუმინეთიდან) ამბობს, რომ „პანდორას ყუთი“ უკვე ღიაა და არავინ იცის იქიდან კიდევ რა სახის ამბავი შესაძლოა გასკდეს.
„პანდორას ყუთი უკვე ღიაა. კონტრაქტი 35 მილიარდ ევროზე, რომელსაც თან ახლავს ფარული მიმოწერა, არ ვიცი რა შეიძლება ამაზე ითქვას, რადგან წარმოუდგენელი და აბსოლუტურად მიუღებელი ამბავია“, - აცხადებს პიპერეა.
ასეტი კრიტიკული განცხადებები ევროპარალმენტარების მხრიდან უამრავია და მათი წრე, როემლიც ფონ დერ ლაიენის წინააღმდეგ ილაშქრებენ, კიდევ უფრო ფართოვდება.
უფრო მძიმე ბრალდებები ფონ დერ ლაიენის მიმართ ფინანსურ სფეროშიც იკვეთება. მან კრიზისული დახმარებისთვის განკუთვნილი 150 მილიარდი ევრო თავდაცვით საჭიროებებზე გადაანაწილა, სავარაუდოდ, წევრ სახელმწიფოების თანხმობის გარეშე. ამ ნაბიჯით მან, კრიტიკოსების შეფასებით, დაარღვია ევროკავშირის ფუნდამენტური შეთანხმებები და საკუთარ კომპეტენციას გადააჭარბა.
მესამე პრობლემად იქცა გარემოსდაცვითი პოლიტიკის – „მწვანე შეთანხმების“ – გადადება. ფონ დერ ლაიენმა პრიორიტეტი ენერგორესურსების ნაცვლად სამხედრო ხარჯებს მიანიჭა, რამაც სოციალურ-დემოკრატებსა და მწვანეებთან კოალიციური კონფლიქტი გაამწვავა.
მის წინააღმდეგ უკვე ხმამაღლა საუბრობენ ყოფილი მოკავშირეებიც. მაგალითად, ევროკომისიის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მიშელ ბარნიე მას ავტორიტარულ მართვასა და საზოგადოების აზრის უგულებელყოფაში ადანაშაულებს.
იმპიჩმენტისთვის ასეულობით ხმაა საჭირო, რაც დღეს რთულად წარმოსადგენია. მაგრამ კრიტიკოსთა თქმით, საქმე დროის საკითხია, რადგან ბრალდებების, სკანდალებისა და პოლიტიკის მორალური ფიასკოს ფონზე ფონ დერ ლაიენის თანამდებობა ახლა მხოლოდ ინერციაზე დგას.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენი ბრიუსელის ბიუროკრატიის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია, რომელმაც არაოფიციალურად იმდენი ძალაუფლება მოიპოვა, რომ ევროკავშირის საბჭოს ამჟამინდელი პრეზიდენტის როლიც კი გადაფარა.
„წინა თავმჯდომარესთან, შარლ მიშელთან, ეს არ გამოსდიოდა. თუმცა ახლა, როცა მის ადგილას პორტუგალიელი პოლიტიკოსია, რომელიც საპენსიო ასაკშია და არ ფლობს რეალურ გავლენებს, ფონ დერ ლაიენმა ძალაუფლების კონცენტრირება სრულად შეძლო. აღარაფერს ვამბობ კაია კალასზე – ქალბატონი, რომელსაც ევროკავშირის ტოპ-დიპლომატად განიხილავენ, მაგრამ ვაშინგტონშიც კი დასცინიან. ის არის აბსოლუტურად უხერხემლო და რეალობას მოწყვეტილი. როგორც ჩანს, ურსულა ფონ დერ ლაიენის ულიმიტო გავლენამ უკვე არაერთი გააღიზიანა. მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება არა მხოლოდ ევროპარლამენტარებს, არამედ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსაც კი აქვს. ამაზე ღიად საუბრობენ ფრანგულ მედიაშიც“, – აღნიშნავს აბაშიძე.
მისი თქმით, ევროკომისრის გადაყენება ფორმალურად უმრავლესობის მხარდაჭერას მოითხოვს ევროპარლამენტში. თუმცა, ბოლო მონაცემებით, იმ დეპუტატების რიცხვი, რომლებიც კრიტიკულ პოზიციას იკავებენ ფონ დერ ლაიენის მიმართ, საგრძნობლად გაზრდილია.
„ჯერ საკმარისი ხმები არ არის, მაგრამ პროცესს დინამიკა უკვე აქვს. შესაძლებელია, რომ სკანდალმა კიდევ უფრო მასშტაბური სახე მიიღოს – ეს დროის საკითხია“, – აცხადებს აბაშიძე.
ანალიტიკოსის შეფასებით, ევროკომისიის პრეზიდენტისადმი უნდობლობა იმდენად იზრდება, რომ რთული იქნება ფონ დერ ლაიენისთვის, საკუთარი ტრადიციული პოლიტიკური მოქნილობით, თავი კიდევ ერთხელ გადაირჩინოს.
„საუბარი აღარ არის მხოლოდ კოვიდპანდემიის დროს გაუჩინარებულ მილიარდებზე ან იმ გაბერილ ვაქცინის შესყიდვებზე, რომლებმაც უამრავი კითხვა გააჩინა. მის წინააღმდეგ უკვე იმ რესურსების გადამისამართებაზეც საუბრობენ, რომლებიც მწვანე ეკონომიკის მხარდასაჭერად იყო გათვალისწინებული. ამ თანხების გამოყენება ახლა სხვა მიმართულებით იგეგმება და ევროპის ფერმერებსა და საწარმოებზე პირდაპირი დარტყმით აისახება“, - ამბობს აბაშიძე.
მისივე თქმით, ფონ დერ ლაიენის პოლიტიკა წარმოადგენს ნეოლიბერალური წრეების მცდელობას, რომ წარმოების სფეროში დაწესდეს კონტროლი და ზედმეტი რეგულაციები.
„რეალობა კი სრულიად სხვაა – ტრამპის შემდეგ ამერიკაშიც კი მწვანე პოლიტიკების შემსუბუქება დაიწყო. ფონ დერ ლაიენი კი, როგორც ჩანს, განაგრძობს თავხედურ პოლიტიკურ ნაბიჯებს, რაც აშკარად აზიანებს ევროკავშირს. ფრანგულ მედიაში მას უკვე „დედოფალ ურსულას“ უწოდებენ და ხაზგასმით აღნიშნავენ მის ავტორიტარულ გავლენებს. თუმცა აშკარაა – მის გარშემო ყულფი თანდათან ვიწროვდება“, – ამბობს ანალიტიკოსი.
აბაშიძე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ფონ დერ ლაიენის პოლიტიკა აღიზიანებს არა მხოლოდ ევროპარლამენტის წევრებს, არამედ ევროპის წამყვან ლიდერებსაც.
„ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობებს აშკარად გააჩნიათ უკმაყოფილება მის მიმართ. მას დაძაბული ურთიერთობა აქვს არა მხოლოდ მაკრონთან, არამედ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან და იტალიის პრემიერ ჯორჯა მელონთან. ბზარები უკვე გაჩნდა და არავინ იცის, როდის დასკდება ყველაფერი და როდის გამოეცლება ფონ დერ ლაიენს საყრდენი. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას – დიდი პოლიტიკური სკანდალების მომსწრენი შეიძლება მალე გავხდეთ“, – აცხადებს გია აბაშიძე.
.ეს რა გავიგე, ეს რა ესმის ჩემ ყურებს...ნეტავ ეს არ გამეგო
....არ მჯერა არა არაო....ცილს სწამებენ ამ ჩემ ფონდენ ფონდენას
ჯავრისგან აწი საჭმელს ვეღარ შევჭამ...
მაგრააამ...მაგრაააააამ ............. მასე კი არა---- მოსტყვნია მაგას პატრონი
ოღონდ ერთი სიკეთე მაინც გააკეთონ ჩვენთვის --- პუტინი, პუტინი გაიყოლონ თან