ვინ გაავრცელა

ვინ გაავრცელა "ჟვანიას ვიდეო", რატომ ახლა და რა "დოსტუპი" ჰქონდათ ვიდეოკადრებთან...

"იცოდა თუ არა "იუთუბზე ატვირთული" ვიდეომასალის შესახებ ექსპრემიერის ოჯახმა? შეგახსენებთ, პოლიტიკოსებისა და ექსპერტების ნაწილი ჯერ კიდევ წლების წინათ აცხადებდა, რომ 3 თებერვლის ღამეს ზურაბ ჟვანია შავნაბადაზე იმყოფებოდა მიხელ სააკაშვილთან, შს მინისტრ ვანო მერაბიშვილთან და იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან ერთად. ერთ-ერთი ვერსიით, ჟვანიასა და სააკაშვილს შორის შელაპარაკება მოხდა, რა დროსაც სააკაშვილმა ჟვანიას საფერფლე ესროლა. მეორე ვერსიით, თითქოს ჟვანია სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა, რომელსაც თბილისი საერტაშორისო აეროპორტთან დაკავშირებით ჰქონდა ინტერესები, ჟვანია კი არ აპირებდა, აეროპორტი პრეზიდენტის ბიძისთვის ჩაეგდო ხელში და სწორედ ამის გამო ჟვანია მოიშორეს", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით ვინ გაავრცელა "ჟვანიას ვიდეო", რატომ ახლა და რა "დოსტუპი" ჰქონდათ ვიდეოკადრებთან.

"მე ნანახი მგონდა ეს ვიდეოკადრები მანამდეც, სანამ ინტერნეტში გავრცელდებოდა. ნამდვილად არ ვიცი ახლა ვინ და რატომ გაავრცელა, არც მაქვს ვერსია, ვის შეიძლებოდა გაევრცელებინა. მე შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ერთ-ერთიო მასალა, რომელიც ჰქონდა პროკურატურას და რომელმა ინფორმაციამაც თავის დროზე გამოჟონა "ნაციონალური მოძრაობიდან" - ვგულისხმობ ამ ვიდეოკადრებს. ვის მიერ იქნა მიცემული ეს ვიდეო პროკურატურისთვის ვერ გეტყვით, რადგან ნამდვილად არ ვიცი. რა თქმა უნდა, ამას აქვს გაგრძელება - მე ნანახი მაქვს ბევრად უფრო მძიმე კადრები, ვიდრე ის რაც გავრჩელდა. სხვას ვერაფერს გეტყვით. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალრ ზურაბ ჟვანიას საქმე გაიხსნება, ერთი წუთიტაც არ მეპარება ამაში ეჭვი", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზურაბ ჟვანიას ძმა გოგლა ჟვანია.

"როდესაც ზურას გარდაცვალებიის შესახებ გახდა ცნობილი, როგორც მე ვიცი, იქ მუშაობდა რამდენიმე კამერა, მათ შორის იყო შს სამინისტროს ვიდეოკამერა. სავარაუდოდ, ეს მასალა იმ ადამიანმა გაავრცელა, ვინც იყო ავტორი ამ კადრებისა. ალბათ ეყო ჭკუა და შეინახა კადრები, ვინაიდან იცოდა, რომ ეს მასალა იყო მოქმედებაში მოყვანილი ბომბი. ამ კადრების გავრცელება ადასტურებს ჩემს ნათვამს, რომ გამოძიება მალე დამთავრდება და ერთხელ და სამუდამოდ გაეცემა პასუხი შეკითხვას - ვინ მოკლა ზურაბ ჟვანია?", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ხათუნა ხოფერია - ზურაბ ჟვანიას მეგობრებიდან ერთ-ერთი გამონაკლისი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ჟვანია მოკლეს.

"მსგავსი კადრების არსებობის შესახებ რა თქმა უნდა, ვიცოდი - ამბობდნენ კიდეც, რომ არის გარკვეული მასალა. რაც ამ ვიდეოშია ნაჩვენები - იგივე ტუჩის ქვეშ დაზიანება და ტავის არეში. ტუჩის ქვეშ ზურას ნაკერი ჰქონდა გაკეთებული, თუმცა ამ ნაკერზე სილურჯე შეიმჩნეოდა. ის არ ვიცოდი, ტუჩის შიგნითაც თუ იყო დაზიანება - ბოდიშ გიხდით ასეთი საუბრისთვის, მაკანკალებს, ისე ცუდად ვარ... ძალიან საინტერესოა, თვითონ რაულ იუსუპოვის კადრები. მას ემჩნევა, რომ გვამი არის ნათრევი და გადაადგილებული - სხვა შემთხვევაში სარვალი ასე არ ისვრება მტვრისგან. ჟვანიას იმ "მეგობრებს", რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ექსპრემიერი ბუნებრივი აირით გაიგუდა არაფერსაც არ ვეტყვი. ისინი არ არიან ღირსნი ზურას თემაზე საერთოდ რამე ველაპარაკო. ასე ვერც ერთ მათგან ნამდვილად ვერ დავაფასებ. საინტერესოა, თვითონ თუ რცხვენიათ თავიანთი ქმედებისა და ნათქვამების. მაგრამ გგონიათ რამე შეიცვლება? ადამიანს რომ შერცხვეს, ნამუსი უნდა ჰქონდეს. მე მათთან 3 წელია შეხება აღარ მაქვს. ერთადერთი რომან კუსიანს ველაპარაკე, რომელმაც არ იცოდა, რომ ეს კადრები გავრცელდა. ნახავს ახლა რომანიც და მოგვიანებით თვითონაც გააკეთებს განცხადებას", - დასძენს ხათუნა ხოფერია.

"ყოფილი მმართველი პარტიის ის წევრები, რომლებიც სოციალურ ქსელებში განსაკუთრებით აქტიურობენ და შანსს არ უშვებენ, ხელისუფლება გააკრიტიკონ, გაუჩინარდნენ მას შემდეგ, რაც გარდაცვლილი ჟვანიას კადრები გავრცელდა. მიხეილ სააკაშვილს, გიგი უგულავას, კობა ხაბაზს, დავით საყვარელიძეს, ირმა ნადირაშვილს, კობა სუბელიანს, გიორგი ვაშაძეს არათუ გავრცელებული ვიდეო არ გაუზიარებიათ ფეისბუქზე, საერთოდ არ გამოჩენილან სოციალურ ქსელში. ერთადერთი, ვინც თემას გამოეხმაურა გოგა ხაჩიძე იყო, რომელმაც ღამის 11 საათისთვის ასეთი სტატუსი გამოაქვეყნა: "ხომ შეიძლება პირადად გოგლა ჟვანიამ აიღოს ზურაბ ჟვანიას საქმე, აიღოს აშშ ფედერალური ბიუროს დასკვნა, დაჯდეს პირდაპირ ეთერში და სრულად გაასაჯაროვოს. მერე ის ახსნას, რას და რატომ არ ეთანხმება. ხომ უნდა დამთავრდეს ეს პრიმიტიული იდიოტიზმი? პირადად მე უკვე აღარ მესმის, როდემდე უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენ ზურაბ ჟვანიას სახელს, თანაც იმ პირობებში, როდესაც ცალკე ოჯახის წევრები და ცალკე ხელისუფლება მუდმივად ახდენს ამ საკითხით მანიპულაციებს". მოგვიანებით ხაჩიძემ კიდევ ერთი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც ღარიბაშვილს მიმართავს: "პირადად თქვენ გეკითხებით! რატომ გაასაჯაროეთ ფოტომასალა, რომელიც ჟვანიას საქმეში ოფიციალურად დევს?!"