„აგენტის ხვედრი“ - პარლამენტის ნაცვლად ციხე!

„აგენტის ხვედრი“ - პარლამენტის ნაცვლად ციხე!

საგამოძიებო კომისიაზე უკვე მეორედ გამოუცხადებლობის გამო დაკავებულ ოპოზიციის ლიდერებს, შესაძლოა, ბრალი კიდევ უფრო დაუმძიმდეთ და პატიმრობის ვადა გაუგრძელდეთ - ციხეში დაჰყონ არა 7 ან 8 თვე, არამედ ორ წლამდე ან წელიწად ნახევრამდე. ყველაფერი ახლ იმაზეა დამოკიდებული, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პროკურატურა და რა სახის სასჯელს მიუსჯის მოსამართლე მათ. 

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძისა და „ლელო–ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განმეორებით გამოკითხვაზე უარის შემდეგ, თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით მოქმედმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ საქმე პროკურატურას მეორედ გადასცა.

მმართველი გუნდის განცხადებით, ოპოზიციის ლიდერებმა გარე პატრონების დავალებით უარი თქვეს კომისიაში მონაწილეობაზე, არჩევნებში ჩართვაზე და თავად აირჩიეს ციხეში წასვლის გზა. ხელისუფლების შეფასებით, ისინი იძულებულები არიან, შეასრულონ გარე ძალების ბრძანება და იმყოფებიან იქ, სადაც „პატრონებმა“ მიუჩინეს ადგილი. ოპოზიცია კი ამ პროცესს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს და ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს.

კომისიის წევრთა გადაწყვეტილებით, პოლიტიკოსების მხრიდან გამოუცხადებლობის გამო კომისიის მოთხოვნის შესრულება - მათ შორის ხაზარაძის პენიტენციური დაწესებულებიდან ჩართვა ვერ მოხერხდა, რადგან ხაზარაძემ უარი განაცხადა, რის შემდეგაც საქმე ისევ გადაეგზავნა პროკურატურას შემდგომი შეფასებისა და რეაგირებისთვის.

მამუკა ხაზარაძის საქმის პროკურატურისთვის მეორედ გადაცემას პოლიტიკური მოძრაობა „ძლიერი საქართველო“ საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა. პარტიის წარმომადგენლის, ირაკლი კუპრაძის თქმით, ამ პროცესით აშკარად იკვეთება ხელისუფლების შიში მამუკა ხაზარაძის მიმართ.

„ივანიშვილს და მის გუნდს აშკარად აშინებთ მამუკა ხაზარაძე. ხელისუფლება ცდილობს ე.წ. საგამოძიებო კომისია პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის გამოიყენოს, თუმცა ხაზარაძე არ აპირებს არც კომისიის და არც არალეგიტიმური პარლამენტის ლეგიტიმაციაში მონაწილეობას“, - განაცხადა კუპრაძემ და დასძინა: „ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და წინააღმდეგობას ნებისმიერ ფასად. რაც უფრო ძლიერი იქნება ჩვენზე ზეწოლა, მით უფრო ძლიერი და მტკივნეული იქნება ჩვენი პასუხები ივანიშვილის და მისი რუსული რეჟიმის მიმართ“.

„ხელისუფლებას აქვს განსაკუთრებული ინტერესი აქტიური პოლიტიკური ლიდერების დატყვევების, დაკავების, იზოლაციის“, - ასე აფასებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე ოპოზიიცის ლიდერებისთვის სასჯელის შესაძლო გახანგრძლივებას.

პოლიტიკოსის თქმით, ამ უსამართლობასა და უკანონობაზე ყველას მოუწევს პასუხისგება სამართლიანი და თავისუფალი სასამართლოს პირობებში.

„ხელისუფლებას აქვს განსაკუთრებული ინტერესი აქტიური პოლიტიკური ლიდერების დატყვევების, დაკავების, იზოლაციის. პირველი გადაწყვეტილებაც იგივე იყო ზუსტად, იმიტომ რომ კომისია არ არსებობს კონსტიტუციით და სამართლებრივად, იმიტომ რომ იქ უნდა იყოს ნახევარი ოპოზიციიდან. პირდაპი გეუბნებით, ეს არის იმ მასშტაბის უკნონობა, თითოეულ მათგანს მოუწევს ამაზე პასუხისგება თავისუფალი და სამართლიანი სასამართლოს პირობებში“, - ამბობს პაატა მანჯგალაძე.

„აგენტის ხვედრი არის უმძიმესი, რაც ძალიან კარგად გამოჩნდა, გახარია, ზურაბიშვილი, ხაზარაძისა და სხვა უცხოელი აგენტების ფონზე“, - ამბობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პატრონები ძალიან ცუდად ექცევიან საკუთარ აგენტებს, მათ გადაწყვიტეს, ეს ადამიანები არ შეეყვანათ პარლამენტში და შეეყვანათ ციხეში.

„ეს არის პატრონების დავალება, პატრონებმა გადაწყვიტეს, ეს ადამიანები არ შეეყვანათ პარლამენტში და შეეყვანათ ციხეში, ეს იყო თავიდან ბოლომდე მათი პატრონების გადაწყვეტილება, ისინი ძალიან ცუდად ექცევიან საკუთარ აგენტებს, ხედავთ, რა მდგომარეობამდე მიიყვანეს საკუთარი აგენტები. სალომე ზურაბიშვილი - გუშინ სრული კატასტროფა, გახარია გაქცეულია, სხვა აგენტები არიან საპატიმროში, ასე ექცევა „დიფ სთეითი“ საკუთარ აგენტებს.

მინდა მივმართო განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომლებსაც სამომავლოდ შეიძლება ჰქონდეთ პოლიტიკურ პროცესში ჩართვის ამბიცია, ზოგადად, აქტიურ საზოგადოებრივ პროცესებში ჩართვის ამბიცია, მე მინდა მათ ვთხოვო, რომ მაქსიმალური გულისყურით მოეკიდონ ამ საკითხს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ადამიანი, ჩვენი თანამოქალაქე გახდეს უცხოური ძალის აგენტი, რადგან აგენტის ხვედრი არის უმძიმესი. თავიდან შეიძლება ვიღაცისთვის იყოს რაღაცნაირად მიმზიდველი ეს საქმიანობა, თუმცა, საბოლოო ჯამში, აგენტის ხვედრი არის უმძიმესი, რაც ძალიან კარგად გამოჩნდა, გახარიას, ზურაბიშვილის, ხაზარაძის და სხვა უცხოელი აგენტების ფონზე, გვარამია და ა.შ. აღარ გავაგრძელებ ამ სიას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძის შეფასებით, ოპოზიცია სამართლებრივი არგუმენტებით, პრაქტიკულად, აღარ ოპერირებს და მხოლოდ პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს, რაც საზოგადოებაში აღარ იწვევს ეფექტს. საყვარელიძე for.ge-თან მიიჩნევს, რომ ოპოზიცია საკუთარ სტრატეგიასა და სცენარებშია არეული.

„როგორც ჩანს, ციხეში წასვლის გეგმაც გარკვეული მიზნებისთვის არის გათვლილი, რაც რეალურად არც გამოსდით. თუმცა არჩევნებში ისევ წაგებას და ყველა ჩავარდნილი სტრატეგიის ფონზე, ციხეში ე.წ. პოლიტპატიმრის სტატუსით ყოფნა, მართლა ყველაფერს სჯობს.

უკვე ოპოზიციის განცხადებებიდანაც ჩანს, რომ მათ სამართლებრივი არგუმენტები ნაკლებად აქვთ და მხოლოდ იმას ამტკიცებენ, თითქოს დაბარებები მხოლოდ პოლიტიკური მოტივით ხდება. საქართველოს მოსახლეობას კარგად ახსოვს ის 9 წელი და იცის, რას ნიშნავს უსამართლობა. ყველას უნახავს პოლიტიკური ლიდერების დაკავება და ციხეში წამება. ახლა კი ხედავენ, რომ ციხიდან პოლიტიკური ლიდერები წერილებს წერენ, პირდაპირ ეთერში რეკავენ. რომელ დევნაზეა საუბარი, როცა შეეძლოთ მისულიყვნენ კომისიაზე და საზოგადოებისთვის მათ მიმართ არსებულ კითხვებზე პასუხი გაეცათ“, - ამბობს ანალიტიკოსი.

მისი შეფასებით, ამ ეტაპზე ოპოზიცია თავად აწყობს საკუთარი დაჭერის სცენარს, რათა მორიგი პროტესტი გააჩაღოს.

„გვარამია ერთხელ უკვე იყო დაჭერილი და გათავისუფლდა უვნებლად. ახლა თვითონ მივიდა ციხესთან – რატომ? იმიტომ, რომ იცის, ცოტა ხანს ჩაჯდება და „დაისვენებს“. ხალხს არაერთი დაპირება მისცეს და მოატყუეს. იმედგაცრუებულ ამომრჩეველს მხოლოდ ეს დარჩა – იმედის დაკარგვა. ახლა კი, როცა გამოსავალი ვერ ნახეს, თავად აწყობენ საკუთარი დაჭერის სცენარს“, - აცხადებს ის.

ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ხელისუფლების სტრატეგია მოიცავს არა მხოლოდ ოპონენტების დისკრედიტაციას, არამედ სამართლებრივი ინსტიტუტების რეაბილიტაციას. ოპოზიცია ცდილობს მოახდინოს, პარლამენტის, პროკურატურის, სასამართლოს დისკრედიტაცია, რის უფლებასაც „ოცნება“ არ აძლევს.

„ხელისუფლების გზავნილი არის ერთმნიშვნელოვანი – წესრიგის დამყარება. მაგრამ საკითხავია, რატომ ახლა? წესრიგის დარღვევამ პოლიტიკური ხასიათი მიიღო. ოპოზიციურად განწყობილი პირები დემონსტრაციულად უჩვენებენ საზოგადოებას, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები მათთვის არაფერს ნიშნავს. ეს არის სახელმწიფოს მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანია“, - ამბობს ანალიტიკოსი.

მისივე თქმით, ზოგ ქვეყანაში მსგავსი მოქმედებები მკაცრად ისჯება, ხოლო საქართველოში ოპოზიცია ცდილობს, დასავლეთს ხელისუფლება უარყოფით კონტექსტში დაანახოს.

„როგორც კი ვინმეს დააკავებენ, იმავე საღამოს დასავლელი პოლიტიკოსები განცხადებებს აკეთებენ. მაგრამ, თუ „ოცნება“ არავის დააკავებს, არც განცხადებების საფუძველი ექნებათ. ამიტომ ოპოზიცია თავად აწყობს სიტუაციას, რომ შემდეგ დასავლეთს სთხოვოს დასაჯოს ხელისუფლება. ამიტომ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ასეთი პორვოკაციები არ გამოუვათ. არცერთი მათი გათვლა არ გამოვა, რადგან ხალხიც კარგად ხვდება რა მიზნები ამოძრავებთ და ხელისუფლებაც აღარ აპირებს მათ რადიკალიზმის საშუალება მისცეს,“ -ასკვნის საყვარელიძე.

მარბიელი სურათზე გამოტანილი 7 თვითპატიმარის პოლიტიკური მომავალი არის 0! არა გონიერება, არა შორისმჭვრეტელობა, არა პოპულარობა
4 საათის უკან
მარბიელი ხალხური "დიდ ქვაბში არ ეტეოდა, პატარაში ..." ასეა რუსული ბანის საქმე: ყრილობას ვატარებთ, სხვაგან ვერ დავეტევით და მერიას "დინამო" ვთხოვეთო :))) ყოველდღე რუსთაველზე არა ხართ? დინამოს კი არა კინო "რუსთაველს" ვერ გაავსებთ ... ასეც რომ არა, "დინამოს" პატრონი მერია არაა, ყოველი შემთხვევისათვის უახლოეს 35 წელიწადში
4 საათის უკან
Aburjga Tasmanieli ამ ბანისგან კრინიც კი აღარ დარჩა!
3 საათის უკან