ლალი ჯინჭარაძე: ქმარი როლანდ ახალაიამ მომიკლა!

ლალი ჯინჭარაძე: ქმარი როლანდ ახალაიამ მომიკლა!

გასულ კვირას პარლამენტარ როლანდახალაიას წინააღმდეგ პროკურატურამსისხლის სამართლის საქმე აღძრა დაპარლამენტს მიმართაზუგდიდისმაჟორიტარს იმუნიტეტი მოუხსენით,შესაბამისი ღონისძიებების გატარება რომშევძლოთოროგორც მოსალოდნელი იყო,ახალაიამ ერთი ამბავი ატეხა, _ ეს ჩემსა დაჩემს ოჯახზე მორიგი ზეწოლააარაფერიდაგვიშავებია და სამშობლოსსიყვარულისთვის ვისჯებითოისიც თქვა,ერთი ზუგდიდელი მაინც მანახეთჩემზეცუდს რომ იტყვისდა ხმას არ ამოვიღებოჰოდააგერბატონო როლანდ,ზუგდიდელი გადებთ ხელს და მკვლელობაში გადანაშაულებთგვესაუბრებაბიზნესმენ თემურ ყორშიას ქვრივიქალბატონი ლალი ჯინჭარაძე.

 - გაოგნებული ვარ. ეს ნაძირალა ბედავს და ამბობს, ერთი ზუგდიდელი მანახეთ, რომელიც ჩემზე ცუდს იტყვისო. თუ ასე ფიქრობს როლანდ ახალაია, გავიდეს ზუგდიდის ქუჩებშიდაცვის გარეშე და ნახავსსახლამდე თუ მივამაგ ნაძირალამ ქმარი მომიკლა დაახლა ამბობსრომ არაფერს აშავებდა?!

სარჩელიც მაქვს პროკურატურაში შეტანილი და დავამტკიცებ, რომ ჩემი ქმარი მაგ ნაძირალას მოკლულია.

იქნებ დეტალებზე გვესაუბროთ?

- ჩემი მეუღლე თემურ ყორშია 1993 წლიდან იყო ჩართული ბიზნესში და სამეგრელოს რეგიონში «ბორჯომისა» და «კოკა-კოლის» ექსკლუზიურ დისტრიბუციას აწარმოებდა. ნელ-ნელა დაიწყო და მსხვილი ბიზნესმენი გახდა. შევარდნაძის ხელისუფლება რომ შეიცვალა და «ნაცმოძრაობა» მოვიდა სათავეში, თემურს ბავშვივით უხაროდა, საკუთარი ინიციატივით რაიონში ხან განათება გააკეთა, ხან კორპუსები შეღება და გაალამაზა. უხაროდა, თავის კუთხეს რომ უვლიდა. მაგრამ სიტუაცია ნელ-ნელა დაიძაბა იმ სავაჭრო ცენტრის გამო, რომელიც ახლაც დგას ზუგდიდში და ყველაზე დიდია. ეს ცალკე ისტორიაა და სხვა დროს გიამბობთ. ახლა საქმე როლანდ ახალაიასთან მაქვსნაძირალა კაცთანრომელიცამბობსთურმე ზუგდიდში არავინ არის მისით უკმაყოფილოარადასწორედ მანგასცა ჩემი ქმრის ლიკვიდაციის ბრძანება...

2008 წლის 21 აგვისტოს ჩვენს ყველა ობიექტში საგადასახადო შევიდა. თვის ბოლოს კი ყველა დახურეს. თემურს შემოუთვალესჩათვალემკვდარი ხარო და მანაცსაქართველოდან წასვლა გადაწყვიტაჟურნალისტ ემა გოგოხიაზე ხომ გსმენიათ?თემური წასვლამდე მას დაუკავშირდაგანცხადების გაკეთება მინდაოგოგოხიამმაშინვე გერმანიაში მყოფ დათა ახალაიას დაურეკათემურ ყორშია სკანდალურიგანცხადების გაკეთებას აპირებსოახალაიამ მისი ლიკვიდაციის ბრძანება გასცა,მაგრამ გავიგეთ და თემურმა საზღვრის გადაკვეთა მოასწრო.

ქალბატონო ლალიალბათხვდებითრომ სერიოზულ ბრალდებას უყენებთპარლამენტის წევრს...

- ახალაიამ ვერ გათვალა ის, რომ ჩემი მეუღლე ჩანაწერებს აკეთებდა. რამდენიმე დისკი არსებობს, რომლებზეც თემური დეტალურად ყვება, რა და როგორ ხდებოდა. როცა მიხვდა, რომ შეიძლებოდა მოეკლათ, ჩანაწერების გაკეთება დაიწყო. ჩემი ქმარი როლანდ ახალაიამმოკლაპირდაპირ ვადებ ხელს როლანდ ახალაიასამას აუცილებლად დავამტკიცებ!

თქვენი მეუღლე საიდან იცნობდა ახალაიას?

- ზუგდიდი დიდი არ არის  და ყველა ყველას იცნობს. თანაც თემური წარმატებული ბიზნესმენი იყო, ახალაია _ პროკურორი და... ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, პირველი, რაც როლანდმა ჩემს მეუღლეს სთხოვა, იყო ის, რომ მისი დისშვილი, ბესო ცხადაია, სამსახურში ბუღალტრის ადგილას სტაჟიორად მიეღო. 2004 წელი იყო. სამწუხაროდ, თემური დათანხმდა და... ერთი წლის შემდეგ, ცხადაია, ბესო ჩვენი ფირმის მთავარი ბუღალტერი გახდა. რა თქმა უნდა, ესეც ახალაიას კატეგორიული მოთხოვნით.

ეს ვერ გახდებოდა დაპირისპირების მიზეზი...

- 2008 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, როლანდ ახალაიამ საბოლოოდ გადაწყვიტა ჩვენი დასამარება და მოახერხა კიდეც. უკვე ვხვდებოდით, რომ ახალაიასთვის ჩვენი ოჯახი არასასურველი მოწმე იყო. ზუგდიდში პოლიციის შენობა იყიდებოდა ეზოთი. ახალაიამ ისევ დაიბარა თემური და აუქციონში მონაწილეობა აიძულა, აქაოდა, მე ვერ გამოვჩნდები, შენ იყიდე, კონკურენტი არ გეყოლება, მერე კი ჩემზე გადმოვაფორმოთ და, როცა არჩევნები მორჩება, ფულიც მექნება და დაგიბრუნებო. თემურმა უარი უთხრა, თანხა არ მაქვსო, მაგრამახალაიამ აიძულა და ჩვენი ყველა ობიექტი ბანკში ჩაადებინაბანკში ჩაიდო დათაახალაიას მძღოლის სახლიცაუქციონის დღეს გაირკვარომ ამ მიწაზე პრეტენზიასვანო მერაბიშვილიც აცხადებდა და მას აუქციონზე «პსპ» წარმოადგენდაგადაირიათემურიახალაიას დაურეკამაგრამ მას ტელეფონი გათიშული ჰქონდათავისმხრივ, «პსპ»- წარმომადგენელმაც დაურეკა ვანოს და მიიღო მითითებაბოლომდეიბრძოლეოსაბოლოოდმიწარომელიც 250 ათასად იყო შეფასებული დაახალაიასმტკიცებითამ ფასად უნდა ეყიდა თემურს, 475 ათასად შეიძინა.

რისთვის უნდოდა ეს ობიექტი ახალაიას?

- არ ვიცი. როცა არჩევნები მორჩა, მიშას კარზე მერაბიშვილი დაწინაურდა. დაიბარა როლანდმა თემური და გამოუცხადა _ ეგ მიწა აღარ მჭირდება, შენი იყოს, სანაცვლოდ კი სუპერმარკეტი «ბორჯომი», რესტორანი ზუგდიდსა და თბილისში, წერეთლის პროსპექტზე ოროთახიანი ბინა მინდაო. რა გამოვიდა ხვდებით?! თემურს მისივე კრედიტით ნაყიდი მიწა «აჩუქა» და სანაცვლოდ ამდენი რამ მოითხოვა. ზემოჩამოთვლილი ყველა ობიექტი თემურმა ახალაიას დისშვილ ბესო ცხადაიას სახელზე გადააფორმა, წერეთლის პროსპექტზე კი ბინა 60 ათასად უყიდა.

რატომ არაფერს ამბობდა დათუ ვერ ამბობდაამ სიტუაციას რატომ არ გაერიდა?

- ვერ გაერიდა, უთვალთვალებდნენ. ერთხელ ისიც კი მითხრა, ციხეში ჩავჯდები, მაგრამ დამპირდნენ, თუ დაგიჭირეთ, ციხიდან ცოცხალი ვერ გამოხვალ, ჩამოგკიდებთო. თემურიაშკარად გრძნობდარომ მოკვლას უპირებდნენსწორედ ამის გამო ის წერილებსაცწერდა და ვიდეოსაც იღებდასადაც დეტალურად ყვებოდა ყველაფერს.

სად არის ახლა ეს ვიდეოფირები?

- რამდენიმე ასლი არსებობს. სახლშიც გვაქვს და პროკურატურაში რომ სარჩელი შევიტანეთ, იქაც არის საქმეში.

მერე რა მოხდა?

- 2008 წლის 23 ნოემბერს თემურმა პატრიარქთან იმსახურა სტიქაროსნად. ეკლესიიდან გამოსულს უთხრეს, შენი ლიკვიდაციის ბრძანება არის გაცემულიო და გაიქცა. მას თვალი ჰქონდა საოპერაციო, გაიკეთა ოპერაცია მოსკოვში, შემდეგ კი პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა. მისცეს დროებითი თავშესაფარი, მეორედაც მიიღო, ოღონდ ისევ დროებითი. მერე კი, მესამედ რომ მივიდა საბუთის ასაღებად, ანუ 2011 წლის 27 იანვარს, დააკავეს.

თუ არ იძებნებოდარატომ დააკავეს?

- სამეგრელოს სამხარეო პოლიციის ტელეფონოგრამის საფუძველზე. მათ რუსებს აუწყეს, რომ ჩემი ქმარი საშიში დამნაშავე იყო. რუსებმა საბუთების გადაცემა მოითხოვეს ექსტრადაციის პროცედურის დასაწყებად. ქართულმა მხარემ საბუთების შესაგროვებლად ორი თვე ითხოვა და თემურს ორთვიანი შეუფარდეს. იქაურ ადვოკატს უთხრეს, რომ ორთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, თუ ქართული მხარე საბუთებს ვერ წარმოადგენდა, თემურს გაუშვებდნენ.

იმხანად მასთან კავშირი თუ გქონდათ?

- ციხიდან ხშირად რეკავდა. 2011 წლის 14 თებერვალს ჩემი მამამთილი თემურზე ნერვიულობას გადაჰყვა და გარდაიცვალა. დასაფლავების დღეს ზუგდიდში თქვეს, თემურმა თვითმკვლელობა სცადაო. მაშინვე ადვოკატს დავურეკე, შევიდა ციხეში და დამალაპარაკა თემური. ისიც გაოცდა, თავის მოკვლაზე ქრისტიანი კაცი როგორ ვიფიქრებ, აქედან რომ გამოვალ, ბერად უნდა აღვიკვეცოო. მოსკოვშიძირითადადმონასტერში ცხოვრობდა.სტიქაროსანი იყო, 2000 წელს უწმინდესმა გაბრწყინებული ჯვრითა და სიგელითდააჯილდოვადიდი კანდელიც აჩუქა პატრიარქმა დაროცა მოსკოვშიმონასტერშიიყომირეკავდა და მეუბნებოდალოცვაზე ვდგები და პატრიარქის კანდელიდამინთეოახლა კიდევ ასეთ კაცზე მეუბნებიანთავი მოიკლაო...

მეუღლის სიკვდილი ვინ შეგატყობინათ?

- დეპეშა გამომიგზავნეს. ეწერა, რომ 25 მარტს მორგში შევიდა საქართველოს მოქალაქის _ თემურ ყორშიას გვამი. სამ დღეში, ანუ 28 მარტს კაცი ციხიდან უნდა გამოეშვათ, რადგან 2-თვიანი ვადა გასდიოდა, მაგრამ... მანამდე ციხიდან თემური საავადმყოფოში გადაიყვანეს, აქაოდა, ფსიქიკურად ჯანმრთელი არ არისო. ციხეში არაერთი ზუგდიდელი იჯდამათშორისჩვენი ნათესავიცდა გამორიცხული იყოიქ თემურისთვის რამედაეშავებინათ.

ჩამოსვენების შემდეგ ექსპერტიზა თუ ჩაუტარეთ?

- ახალაიების შიშით ვერც ერთმა ექსპერტმა ვერ გაბედა დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარება. რად უნდოდა ექსპერტიზა? კაცზე თქვესთავი ჩამოიხრჩოოარადახელებიდამტვრეული და დალურჯებული ჰქონდაყბის ძვალი _ ჩამტვრეულიყური _გახეთქილიწელს ქვემოთაც ნაცემი იყო...

ქალბატონო ლალიროლანდ ახალაიამ რომ თქვასმოსკოვში კაცმა თავი მოიკლადა მე რა შუაში ვარო?

- ერთადერთი კაცი, რომელსაც თემურის ცოცხლად ყოფნა ხელს არ აძლევდა, როლანდ ახალაიაა. ერთადერთი კაცი, რომელმაც ახალაიას შესახებ ყველაფერი იცოდა, თემური გახლდათ. ერთი ეგაა: ახალაია ვერ წარმოიდგენდა, რომ თემური ჩანაწერებს გააკეთებდა, რომლებშიც ის პირდაპირ ამბობს, _ თუ დამიჭირეს, ციხიდან ცოცხალს არ გამომიშვებენო. კაცი 57 დღე ელოდა თავისუფლებას და, როცა სამი დღე იყო დარჩენილი თავისუფლებამდე, თავი მოიკლა?!

პროკურატურას თუ მიმართეთ?

- კი, 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ, რადგან მანამდე აზრი არ ჰქონდა. თავდაპირველად აქტიურად დაიწყო გამოძიება, მაგრამ შემდეგ მინელდა, ახლა კი საერთოდ შეწყდა. ასე მითხრეს, პირდაპირ მტკიცებულებებს ვეძებთო. გაოცებული ვარ, მეტი რა პირდაპირიმტკიცებულება უნდათთემურის ბიზნესი ახალაიას დის შვილსბესო ცხადაიას,აქვს გადაფორმებული. 1993 წლიდან ბიზნესში იყო თემური და 2008 წელს გაგიჟდათურმე და ყველაფერი ახალაიებსა და მათ ნათესავებს გადაულოცა.ოთხმილიონიანი ბიზნესი 18 ათას ლარად გაასხვისა თურმე...

სარჩელს დისკებიც მივაყოლეთ. ვიდეო იქ აქვთ, ბეჭდიანი დოკუმენტები... მეტი რა ვქნა?!ახალაიამ კაციც მოგვიგზავნათუ სურვილი ექნებათქონებას დავუბრუნებოქმარიმომიკლა და ახლა ჩემივე ქონებაზე მეუბნებათუ გინდადაგიბრუნებო?! მე მინდა,სამართალმა იზეიმოს _ ახალაია ციხეში ჩაჯდეს და სახელმწიფომ დამიბრუნოსრაცმეკუთვნის.

ახალაიებს რის საფუძველზე აქვთ თქვენი ქონება?

- პოლიციის შენობა რომ აყიდვინეს, მაშინ ხომ მთელი ქონება ბანკში ჩადო. ჰოდა, მთელი ქონება ბანკიდან 18 ათას ლარად გამოისყიდა როლანდის დისშვილმა ბესო ცხადაიამ, თანაც ისე, რომ ჩემი მეუღლის თანხმობა არ ყოფილა. ყველას ვთხოვ, გამოიძიონ ეს საქმე. მესმის, რომ, როცა სახელმწიფო ქონებაზეა საუბარი, შეიძლება ძნელი იყოს დაბრუნება, მაგრამ სახელმწიფოს ხომ არაფერს ვედავები?! ვისაც როგორ უნდა, ისე გაიგოს, მაგრამ, თუსამართლიანობა არ აღდგაქრისტიანი ვარღმერთი მწამსმაგრამ ჩემი ქმრისსისხლს არავის შევარჩენ!

 

სენაკში რომ სამარხები აღმოაჩინესმეგის ქარდავას რვეულიც რომ იყოხომგახსოვთდასასჯელთა სიაში პირველი ჩემი შვილის სახელი და გვარი ეწერა.საბოლოოდ მიპირებდნენ გაუბედურებას და ჩემი ერთადერთი შვილის მოკვლას.ესეც არ არის მტკიცებულება? ამჟამინდელ ხელისუფლებას მხარში ვედექით და კიდევ ერთხელ გავიარეთ ბეწვის ხიდზე. ან აღადგინეთ სამართლიანობა, ან ხალხი თავად დაიწყებს სამართლის ძებნას, მათ შორის _ მეც!