უკრაინის მხარდასაჭერად შეუქცევადი მხარდაჭერა გაგრძელდება - ნატო-ს ჰააგის სამიტის დეკლარაციაში მოკავშირეებმა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა ამ სახით დაადასტურეს. მოკავშირეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ თავიანთ სუვერენულ ვალდებულებას, მხარი დაუჭირონ უკრაინას, რომლის უსაფრთხოებაც ევროპის უსაფრთხოებას ხელს უწყობს და ამ მიზნით, მოკავშირეთა თავდაცვის ხარჯების გაანგარიშებისას უკრაინის თავდაცვისა და მისი თავდაცვის ინდუსტრიისთვის პირდაპირ შენატანებს განახორციელებენ.
ჰააგაში, ნატო-ს სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ აღნიშნა, რომ ნატო მხარს უჭერს უკრაინას მშვიდობისკენ სწრაფვაში და მიმდინარე წლის ბოლომდე მოკავშირეები უკრაინისთვის რეკორდულად მაღალი ოდენობის დახმარებას გამოყოფენ.
„ზელენსკისა და უკრაინელი ხალხის მიმართ ჩვენი გზავნილია ის, რომ უკრაინას ჩვენი მუდმივი მხარდაჭერა აქვს, მათ შორის წელს გამოყოფილ 35 მილიონ ევროზე მეტით, რომელსაც კიდევ უფრო მეტი მოჰყვება. ცხადია, ჩვენ ყველანი სამშვიდობო შეთანხმების ან ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევაზე ვმუშაობთ და შემდეგ უნდა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინას აქვს ყველაფერი ის, რაც მას სჭირდება, რომ ვლადიმერ პუტინმა მომავალში ეს აღარ სცადოს“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
აღსანიშნავია, რომ ჰააგაში ნატოს სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი მიწვეული იყო, მაგრამ ვოლოდიმერ ზელენსკის მიწვევა იმით შემოიფარგლა, რომ ის მხოლოდ დარბაზში შუშვეს, როგორც მოწვეული სტუმარი. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინულ მხარეს ჰქონდა მოლოდინი, ნატოს სამიტის ძირითადი ხაზი სწორედ უკრაინის საკითხი იქნებოდა, ეს მოლოდინი არ გამართლდა და მოკავშირეებმა უკრაინას ღია ტექსტით უთხეს, რომ ევროპის უსაფრთხოებისათვის უნდა იომოს.
ის, რომ უკრაინას ადგილი ნატოში არ არის, ამის შესახებ საუბრობს ვიქტორ ორბანი, რომლიც არ ფიქრობს, რომ რუსეთი ნატო-სთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს, ნატო-ს კი უკრაინაში არაფერი ესაქმება, თუმცა ნატო-ს სამიტის დეკლარაციებში ამას მუდმივად ახსენებენ.
„მე არ ვფიქრობ, რომ რუსეთი ნატო-სთვის რაიმე რეალურ საფრთხეს წარმოადგენს, რადგან ჩვენ გაცილებით ძლიერები ვართ. რაც შეეხა უკრაინას, მას ნატოში არაფერი ესაქმება“, - აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.
რაც შეეხება საქართველოს, როგორც მოსალოდნელი იყო, ლიბერალური დღის წესრიგის წინააღმდეგ აჯანყებული საქართველოს საკითხი სამიტზე არ განხილულა, რაც ერთი შეხვდით, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის არის მნიშვნელოვანი. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე შემცირდა ნატოს მოტივაცია, რომ აქტიურად ისაუბროს გაფართოებაზე და შესაბამისად, საქართველოს აქვს გაცხადებული მიზანი, თუმცა აკვირდება პროცესებს, რომელიც წარიმართება ნატო-ში.
„ეს არის დღევანდელი მოცემულობა და მდგომარეობა. ჩვენ გვაქვს ჩვენი გაცხადებული მიზანი, თუმცა ვაკვირდებით იმ პროცესებს, რომელიც წარიმართება ნატო-ში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ მიუხედავად საქართველოს რეფორმებისა დემოკრატიის და განსაკუთრებით ჩვენი თავდაცვის ძალების თავსებადობების კუთხით, საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რეალური ნაბიჯები ნატოს მხრიდან არ გადადგმულა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონტრიბუცია ნატოს ოპერაციებში, მათ შორის ავღანეთში, იყო ნამდვილად თვალსაჩინო.
„ფაქტობრივად, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ, რეალური ნაბიჯები საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ნატოს მხრიდან არ გადადგმულა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ რეფორმები დემოკრატიის და განსაკუთრებით ჩვენი თავდაცვის ძალების თავსებადობების კუთხით ნატოსთან მიმართებაში უმაღლეს დონეზე აიყვანა. ჩვენი კონტრიბუცია ნატოს ოპერაციებში, მათ შორის ავღანეთში, იყო ნამდვილად თვალსაჩინო. ეს გამოწვეულია იმით, რომ მათ არ აქვთ ეს გადაწყვეტილებები მყარად მიღებული“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება მაგიდაზე არ დევს და აშშ არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამას ამბობს. კიტ კელოგმა დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები რუსეთთან აწარმოებს მოლაპარაკებას, რომ შესწევთ ძალა, შეაჩერონ ნატოს გაფართოება რუსეთის საზღვრებთან ახლოს, რადგან ეს მათთვის უსაფრთხოების საკითხად ითვლება. აღსანიშნავია, რომ კელოგის გზავნილი გაახმოვანა ვიქტორ ორბანმა, რომელმაც თქვა, რომ ნატო-ში უკრაინას არაფერი ესაქმება. როგორც ჩანს, აშშ და რუსეთი საბოლოოდ მიაღწევენ შეთანხმებას, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდება.
პოლიტოლოგი გიორგი მდივანი თვლის, რომ ეს განცხადება საკმაოდ რაციონალურია ორბანის მხრიდან და ეს მისი პირადი მოსაზრება არ არის, ეს არის ისტორიული გამოცდილება. პოლიტოლოგი ამბობს, რომ ისტორიულად რუსეთი არასოდეს არ დასხმია თავს ნატოს არც ერთ ქვეყანას, იმიტომ რომ მათ აქვთ კოლექტიური თავდაცვის მუხლი, რაც გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერ ცალკე აღებულ ქვეყანაზე თავდასხმას, საერთო ჯამში, ყველამ უნდა უპასუხოს, რაც რუსეთს არ აწყობს.
„რაც შეეხება ნატოს და უკრაინას, რამდენადაც მძიმე არ უნდა იყოს ამის მოსმენა ჩვენი ლიბერალებისთვის და იგივე თუნდაც უკრაინელებისთვის, ისტორიული სამართლიანობა რომ ავიღოთ, ნატოს უკრაინაში არაფერი არ ესაქმება. იმიტომ, რომ ნატო თავიდანვე იქმნებოდა, როგორც ანტისაბჭოთა პროექტი. საბჭოთა კავშირის მერე ნატომ პირდაპირ „გადააგდო“ საბჭოთა კავშირის ლიდერებისთვის მიცემული დაპირება და შესაბამისად, მოახდინა 5 გაფართოების ტალღა.
თვითონ საბჭოთა კავშირს და რუსეთს უამრავი მცდელობა ჰქონდა გაწევრიანების. ბოლო ასეთი მცდელობა ვლადიმერ პუტინს ჰქონდა 2001 წელს, რომ გამხადარიყო ნატოს წევრი. საბჭოთა კავშირის დროსაც ორი მცდედლობა ჰქონდათ, მაგრამ ეს თავიდანვე იყო აგრესიული, მილიტარისტული გაერთიანება. ეს ჩემი სიტყვები არაა. ნატოს პირველი გენმდივანი, ლორდ ისმაელი პირდაპირ ამბობდა, რომ ნატოს მიზანი არის რუსების გაძევება. იმის მერე რამდენი არალეგიტიმური ომი აწარმოა ნატომ, იგივე თუნდაც ლიბიაში, ერაყში რამდენი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა... ამ მხრივაც ორბანი მართლია“, - აცხადებს გიორგი მდივანი.
როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, ნატოს და რუსეთს შორის პირდაპირ კონფრონტაცია ნაკლებად სავარაუდოა.
„პუტინი გიჟი ნამდვილად არ არის, რომ ახლა ნატოს წევრ რომელიმე ქვეყანას ასე დაარტყას. შევიდა შევედეთი და ფინეთი ნატოში, პრინციპში გარე წნეხს გავდა საქმე, მაგრამ ასეა თუ ისე, მას ამ ქვეყნების მიმართ არანაირი აგრესია არ გამოუვლენია. ის, რომ ნატოსთვის რუსეთი არის საფრთხე, ეს არის შიშის ექსპლუატაცია რასაც ევროპელი ლიდერები აკეთებენ იმისთვის, რომ მოსახლეობა დაზაფრონ, რათა მეტი თანხა დაახარჯინონ მთავრობებს ამ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში, უფრო მეტი იარაღის წარმოებაში. მერე, ეს ფული მიდის წრეში და ამის ნაწილი უბრუნდება იმ ხალხს, ვისაც ალაპარაკებენ. ამიტომ, ორბანის ორივე პოსტულატს ვიზიარებ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გიორგი მდივანმა.
უკრაინას სტაბილური მშვიდობა ალბათ აღარასოდეს ეღირსება. ის დიდი ხნით არის შეგდებული სხვის ომში. სპილოები ჩხუბობენ თუ სიყვარულობენ, ბალახი ყოველთვის ითელება და ისრისება.