რას მოუტანს საქართველოს «ახალი ცივი ომი»?

რას მოუტანს საქართველოს «ახალი ცივი ომი»?

ასულ კვირას კრემლმა მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეს გავლენის სფეროდ განიხილავს, ხოლო კონფრონტაცია და «ახალი ცივი ომი» დასავლეთთან არ აშინებს. ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე საკუთარი პოლიტიკის დაგეგმვისას უკლებლივ ყველა სახელმწიფოს ამ ფაქტორის გათვალისწინება მოუწევს. რას მოუტანს ახალი რეალობა საქართველოს? მიიღებს ის დასავლეთ-აღმოსავლეთის დაპირისპირების პირობებში იმდენივე ბონუსს, რამდენიც ორივე მხარისგან «ძველი ცივი ომის» დროს ფინეთმა მიიღო, თუ სისხლიანი დაპირისპირების არენად გადაიქცევა, როგორც ვიეტნამი, ავღანეთი, ნიკარაგუა, სალვადორი თუ ანგოლა იმავე წლებში? ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული იქნება საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოების კეთილგონიერებასა და უნარზე, რომ ემოციებზე მაღლა ეროვნული ინტერესები დააყენოს, რათა გაუმკლავდეს იმ საფრთხეებს, რომელთაც საქართველოს ახალი, პატარა ქვეყნებისთვის ფრიად არაკომფორტული ეპოქა უქადის.

ცივი ომი და ცხელი თავები

დღეს დასავლეთისუპირველესად კიშეერთებული შტატების ელიტა მერყეობსდა «ახალი რუსული პოლიტიკის» ფორმირებას ცდილობსგანიხილება უამრავივარიანტირომელთა დაყვანა ორ ძირითად მიდგომამდე შეიძლება. ერთ-ერთი (თუნდაც დროებით) დეესკალაციასა და მოსკოვისთვის გარკვეული გარანტიების მიცემას ითვალისწინებს და მის მთავარ გამხმოვანებლად ზბიგნევ ბჟეზინსკი გვევლინება, რომელიც უკრაინას სთავაზობს, XXI საუკუნის ფინეთად გადაიქცეს, «შეინარჩუნოსეკონომიკური ურთიერთობების ფართო სპექტრი რუსეთთან და ევროკავშირთან,მაგრამ ამავე დროს არ გაწევრიანდეს არც ერთ სამხედრო ალიანსშირომელთაცმოსკოვი საკუთარი თავის წინააღმდეგ მიმართულად ჩათვლის». არც ისე შორს ბჟეზინსკის მოსაზრებისგან «ცივი ომის» პერიოდის კიდევ ერთი ლეგენდარული ფიგურის _ ჰენრი კისინჯერის კომენტარები დგას, რომელიც მიიჩნევს, რომ დასავლეთს,შესაძლოამოუწევს ისეთი შედეგის აღიარებარომელთა ფარგლებში უკრაინანატოს შემადგენლობაში არ შევა. ამასთანავე, კისინჯერმა (შესაძლოა, ბევრისთვის მოულოდნელად) განაცხადარომ «დასავლეთისთვის ვლადიმერ პუტინისდემონიზაცია არ არის პოლიტიკური კურსიარამედ ალიბი მსგავსი კურსისარარსებობისთვის». არც ერთი და არც მეორე ვლადიმერ პუტინის გულშემატკივარი ნამდვილად არ არის, თუმცა, როგორც ჩანს, ორივე ვეტერანი კარგად აცნობიერებს საფრთხეებს, რომლებიც გამომდინარეობს რუსეთის გარდაუვალი სამობილიზაციო ტრანსფორმაციიდან «ახალი ცივი ომის» პირობებში და მისი ალიანსიდან ჩინეთთან. 

თუ დასავლეთის ლიდერები ამ მოსაზრებებს გაიზიარებენ, გამორიცხული არაარომიდეა უკრაინის ნეიტრალიტეტის თაობაზე პროეცირებული იქნებასაქართველოზეც და ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებული ეპოპეადასრულდება. მაგრამ არის სხვა მიდგომაც, რომლის ფარგლებში დასავლეთი რუსეთს სანქციებს დაუწესებს, უკან ერთი ნაბიჯითაც არ დაიხევს, ხოლო პოსტსაბჭოთა ქვეყნებს ყველა საშუალებით დაეხმარება, დასავლეთის საიმედო პლაცდარმებად გადაიქცნენ _ საქართველოს მისცემენ მაპს, უკრაინას _ შეიარაღებას და ა. შ.

გასულ კვირას რუსულმა «კომერსანტმა» საინტერესო ინფორმაცია გამოაქვეყნა: «თუ 16მარტის რეფერენდუმის შედეგით ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში შევა,საქართველოს სექტემბერში ნატოს სამიტზე დიდ ბრიტანეთში შეიძლებაწევრობის სამოქმედო გეგმა (მაპიმიანიჭონეს ინფორმაცია «კომერსანტს»დაუდასტურეს წყაროებმა ნატოს შტაბ-ბინაში და აშშ-ის სახელმწიფოდეპარტამენტში». ცხადია, მსგავს პუბლიკაციებზე დაყრდნობით გლობალური დასკვნების გაკეთება არ შეიძლება და ჯერჯერობით არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ნატოს «ძველევროპელმა» წევრებმა, მათ შორის გერმანიამ, «ქართულ მაპთან» დაკავშირებით პოზიცია შეცვალეს, თუმცა, დიდი ალბათობით, დასავლელი დიპლომატები ამ ვარიანტზე მართლაც საუბრობენ.

კრემლი სასიკვდილო საფრთხედ განიხილავს უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში; ნატოს საზღვაო ძალები ყირიმში და (მაგალითად) რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები ხარკოვსა და ლუგანსკში მნიშვნელოვანწილად გააბათილებს რუსეთის სტრატეგიულ პოტენციალს, ხოლო ნატოს დამკვიდრებას სამხრეთ კავკასიაში ის არამხოლოდ სომხეთიდან წასვლას, არამედ ჩრდილოეთ კავკასიაში დესტრუქციული პროცესების დაწყებას უკავშირებს. ასე რომ, რუსეთი გააკეთებსყველაფერსრათა ალიანსში ამ ორი ქვეყნის გაწევრიანება დაბლოკოსთუყირიმში ჩატარებულ ელვისებურ ოპერაციას ამ კონტექსტში განვიხილავთ,ვნახავთრომ ისპერსპექტივაშიუკრაინისთვის . «მოუგვარებელტერიტორიულ პრობლემას» შექმნისრაც ნატოში გაწევრიანების გზაზე ძალზესერიოზულ წინაღობას წარმოადგენსისევეროგორც აფხაზეთისა და ცხინვალისრეგიონის პრობლემა საქართველოსთვის. ამასთანავე, სტრატეგიული თვალსაზრისით, ისედაც არეული აღმოსავლეთ უკრაინა ერთგვარ «ტომარაში» მოექცა _ მის სამხრეთ ფლანგზე ყირიმია, ჩრდილოეთ ფლანგზე კი _ რუსეთის მოკავშირე ბელარუსი. საკუთრივ აღმოსავლეთ უკრაინაში კი ნებისმიერ წამს შეიძლება (რუსეთის მიერ მხარდაჭერილი) კიევის საწინააღმდეგო ამბოხება დაიწყოს. ყოველივე ეს, ამ ეტაპზე, ხელს უშლის უკრაინის ნატოში გაწევრიანებას და პრაქტიკულად გამორიცხავს ფიქრს ამ რეგიონში დასავლეთის ქვეყნების სამხედრო ძალების გადასროლაზე.

ბოლო კვირებში რუსეთმა ხელში ჩაიგდო უკრაინის მომავალზე ზემოქმედებისძალზე სერიოზული ბერკეტები დადიდი ალბათობითამ მომენტისთვისმიღწეული შედეგით არ დაკმაყოფილდება. რაც შეეხება ჩვენს სიტუაციას, სააკაშვილის პროპაგანდა ცდილობდა, დაემკვიდრებინა მოსაზრება, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარების შემდეგ კრემლს საქართველოზე გავლენის საშუალებები აღარ დარჩა და იმავეს თუთიყუშივით იმეორებს ახალი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი.საინტერესოარა მოხდება იმ შემთხვევაშითუ კრემლი მივა დასკვნამდერომდასავლეთი სრული სერიოზულობით აპირებსსაქართველო ნატოშიგააწევრიანოსხოლო ოფიციალური თბილისი ჩათვლისრომ შეიქმნახელსაყრელი მომენტი იმისთვისრომ რუსეთთან მზარდი რიტორიკულიდაპირისპირების ფონზე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შეაღწიოს?

ვარიანტი «ომეგა»

წარმოვიდგინოთ საქართველოს ერთ-ერთი, ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებით დასახლებული რეგიონი (დაკონკრეტებისგან, ალბათ, თავი უნდა შევიკავოთ, რათა კონფლიქტის გაღვივებაში არ დაგვადანაშაულონ). აგრეთვე, წარმოვიდგინოთ მძიმე ინციდენტი, რომლის პროვოცირება ძლიერი სპეცსამსახურებისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, და ადგილობრივი მოსახლეობის საპროტესტო მიტინგი, რომელიც თანდათან რადიკალიზაციას განიცდის და ადმინისტრაციული შენობების დაკავებით სრულდება. პოლიცია არეულობას ვერ უმკლავდება, რადგან «აჯანყებული ხალხის» მხარეს მოქმედებენ უცნობი სპეცრაზმელები, ყირიმში რომ იტყვიან, «ზრდილობიანი ადამიანები». აჯანყებულები ქმნიან აღმასრულებელ სტრუქტურებს და ნიშნავენ რეფერენდუმს ავტონომიის ან სულაც გამოყოფის თაობაზე (პლუს ამას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შეიძლება დაინიშნოს რეფერენდუმი რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით; ეს პროცედურა რუსეთის პარლამენტმა სულ ახლახან გაამარტივა). დღისწესრიგში პრობლემურ რეგიონში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა დაჯარების შეყვანის საკითხი დგებაამ დროს რუსეთმა და მისმა მოკავშირესახელმწიფომრომელიც ზემოთ ნახსენები ეროვნული უმცირესობის დამცველადმოგვევლინებაშეიძლება წაუყენონ საქართველოს ხელისუფლებას ულტიმატუმი იმის თაობაზერომ «მშვიდობიანი ხალხის წინააღმდეგ შეიარაღებული ძალა არგამოიყენოს».

რას გააკეთებს ოფიციალური თბილისი ასეთ ვითარებაში და  რამდენიდასავლელი ჯარისკაცი დაიძვრება მის დასახმარებლადმოლოდინი ამასთანდაკავშირებით საქართველოში საკმაოდ პესიმისტურია და, ყირიმის კრიზისის ფონზე, სულ უფრო ხშირად გაისმის კითხვა «რა შეუძლია საერთოდ ამ თქვენსდასავლეთს?». ნატოს ზოგიერთი გულმხურვალე მხარდამჭერიც კი უკვე მივიდა საკამაოდ უხეშ, თუმცა, ალბათ, ლოგიკურ ფორმულირებამდე: «ან სასწრაფოდ მიგვიღონალიანსშიან დაახვიონ!». ყველა პასუხი მსგავს რეპლიკებზე, პრინციპში, ერთ წინადადებამდე დაიყვანება: «დაელოდეთ და ნახავთრა შეუძლია დასავლეთს».მაგრამ აუდიტორიის დიდი ნაწილი ლოდინით დაიღალა, რადგან ის, როგორც მინიმუმ, 2008 წლის აგვისტოდან გრძელდება და ამ ფონზე მკვეთრად იზრდება იმედგაცრუება დასავლეთით. გამორიცხული არააზემოთ განხილული სცენარის ფარგლებშიდამანგრეველი პროცესები საქართველოს სხვა რეგიონებშიც დაიწყოსსადაცდაპირისპირება შეიძლება რელიგიურ ან პოლიტიკურ ნიადაგზე აღმოცენდეს,რის პროვოცირებაც პოსტსაბჭოთა საქართველოშიაგრეთვეარ წარმოადგენსგანსაკუთრებულ პრობლემას. ამ არეულობის დროს რუსეთი და მისი მოკავშირეები, დიდი ალბათობით, შეეცდებიან, საქართველოს ტერიტორიაზე ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანი გაჭრან და იმოქმედებენ ამ სტილში მანამ, სანამ საქართველოს ხელისუფლება არ დაივიწყებს, როგორ გამოითქმის და იწერება სიტყვა «ნატო».

სწორედ ნატოში გაწევრიანების საკითხი წარმოადგენს «განხეთქილების ვაშლს»,თორემ საქართველო-ევროკავშირის ხელშეკრულება ასოცირების თაობაზეკრემლს დიდად არ აინტერესებსრადგან ქართული ეკონომიკის«ევროასოცირებას», უკრაინულისგან განსხვავებითრუსეთის ეკონომიკაზეარანაირი ნეგატიური გავლენის მოხდენა არ შეუძლია.

«ყირიმის შემდგომ რეალობაში» რუსეთისავარაუდოდგაცილებით ხისტადიმოქმედებსვიდრე 2008-ში დასაერთოდახლო მომავალში საერთაშორისოარენაზე ახალ რუსეთს ვიხილავთდაპირისპირება დასავლეთთან მისგან სრულმობილიზებას მოითხოვსრომელიც ბუნებრივად გამოიწვევს ფუნდამენტურცვლილებებს და ურთიერთობა ასეთ რუსეთთან მცირე მოსაზღვრე ქვეყნებისგანგანსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს.

ყურადღება მივაქციოთ ორ პერიფერიულ ეპიზოდს: რუსეთი, როგორც ჩანს, აპირებს, უარი თქვას პოლონეთიდან ღორის ხორცის შემოტანაზე და ლიტვის კლაიპედის პორტს სურსათის ტრანზიტისთვის აღარ გამოიყენებს, რაც ორივე ქვეყნის ეკონომიკისთვის საკმაოდ უსიამოვნო იქნება. თუ პოლონეთი შეიძლება განვიხილოთ, როგორც (თუნდაც მეორეხარისხოვანი) მოთამაშე უკრაინულ არენაზე და რუსეთის მოწინააღმდეგე, ლიტვა, მისი სისუსტიდან გამომდინარე, კრიზისის დროს პრაქტიკულად მხოლოდ მკვეთრი რიტორიკით შემოიფარგლებოდა, მაგრამ რუსეთისთვის ესეც საკმარისი აღმოჩნდა.

ნიშნავს თუ არა ესრომ ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანა უნდა შეშინდეს დაკრემლის დაკრულზე ცეკვა დაიწყოსრა თქმა უნდაარამაგრამწინდახედულობის გამოვლენა ნამდვილად მოგვიწევსისევეროგორც იმისგააზრებათუ რას წარმოადგენს ეს ახალიმობილიზებული რუსეთი.

ახალი ეპოქა იწყება

რუსეთის დაახლოება ჩინეთთან მყისიერი არ იქნება და ამ პერიოდშიდასავლეთის სანქციებმა შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენონ(ენერგომატარებლების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლის შემცირება, ელექტრონიკა, მანქანათმშენებლობა, ფარმაცევტიკა და ა. შ.), მაგრამ რუსებმა საუკუნეებისგანმავლობაში დაამტკიცესრომ მსგავსი სირთულეების დაძლევა შეუძლიათ.კაცმა რომ თქვას, გასული საუკუნის ოციან წლებში, როდესაც ბოლშევიკურმა რუსეთმა ძველი იმპერიის ტერიტორიის დიდ ნაწილზე კონტროლი აღადგინა, რუსეთის ეკონომიკა, ფაქტობრივად, არ არსებობდა. ზოგი იტყვის, რომ მაშინ მოსკოვის აქტივში იყო უდიდესი სამობილიზაციო პოტენციალის მქონე წითელი იდეა, მაგრამ მსგავსი (შესაძლოა, სხვა ფერის მქონე) იდეების გაჩენა, ალბათ, არც XXI საუკუნეში უნდა გამოვრიცხოთ. «ახალი ცივი ომის» პირობებში კრემლი, სავარაუდოდ, შეეცდება, სწრაფად აღადგინოს კონტროლი ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე და (ჩინეთთან ალიანსზე დაყდნობით) ქვეყნის გარდაქმნა და მოდერნიზაცია მოახდინოს, რაც პირველ ეტაპზე რუსეთზე დასავლეთის ეკონომიკური და იდეოლოგიური გავლენის მკვეთრ შემცირებას გულისხმობს. ხოლო ისრომრომელიმე რუს ოლიგარქს შეიძლება ანგარიშები გაუყინონიახტა ან საფეხბურთოკლუბი წაართვანარც ვლადიმერ პუტინსარც რუსეთის მოსახლეობის 99%-საერთოდ არ აღელვებს.

წაგებული არც ვაშინგტონი დარჩებარადგან «ახალი ცივი ომი», დიდიალბათობითევროპაზე მკაცრი კონტროლის აღდგენას მოუტანს მასწააგებსმხოლოდ ევროპათუ ბერლინი სასწრაფოდ არ შეიმუშავებს პოლიტიკას,რომელიც თავისუფალი მანევრისა და კომფორტული ეკონომიკური გარემოსშენარჩუნების შესაძლებლობას მისცემს. აგრეთვე, ძალიან სერიოზული პრობლემები შეიძლება შეექმნათ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, რასაც დღეს უკრაინის მაგალითზე ვხედავთ. ხოლო ორი გიგანტიისევეროგორც გასული საუკუნის 70-იან წლებში,განსაკუთრებულს არაფერს დაკარგავს. რაოდენ პარადოქსულადაც უნდა გაიჟღეროს,«ახალმა ცივმა ომმა» ორივეს შეიძლება გაცილებით დიდი ბონუსები მოუტანოს,ვიდრე დღევანდელმა «ნელ-თბილმა მშვიდობამ».

ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, დიდი ალბათობით, აიძულებს ვლადიმერ პუტინს, მისი ევრაზიული პროექტის პრეზენტაცია დააჩქაროს და იგი, მარტივად რომ ვთქვათ, აუხსნის ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე მცხოვრებ ერებს, თუ როგორ წარმოუდგენია მათი თანაცხოვრება XXI საუკუნეში და სსრკ-ის დაშლის შემდეგ დაწყებული კონფლიქტების მოგვარება. ხანგრძლივი პაუზა და გაურკვევლობა ამასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, მალე დასრულდება და ჩვენ საბოლოოდ გავიგებთ, რა უნდა ამ კაცს საქართველოსგან და რას სთავაზობს მას. თავის ახალ წინადადებებს პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართ მალე დასავლეთიც (ამ შემთხვევაში უფრო კორექტულია, გავყოთ ის აშშ-ად და ევროკავშირად) ჩამოაყალიბებს. ალბათსაქართველოს ინტერესებშიაამპაუზის დასრულებას მკვეთრი მოძრაობების გარეშე დაელოდოს და შუალედშისაგარეო პოლიტიკაში უაღრესად ფრთხილად და პრაგმატულად იმოქმედოს.