ბოლო ორი კვირის განმავლობაში რუსეთმა საქართველოში 200-კაციანი დესანტი გადმოსხა. საინტერესოა ის გარემოება, რომ ამ 200 კაცში 200-ვე ქართველია და ისინი არ არიან შეიარაღებულები ცეცხლსასროლი იარაღით. მათი მთავარი შეიარაღებაა ინსტრუქციები, ფული და ე.წ. „ჩიპები", რომლებშიც საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის პოლიტიკისების კომპრომატები „ინახება". კომპრომატების დედნები კი „მყარად" სხვაგან -კრემლისთვის უფრო საიმედო ადგილზეა ჩაკეტილი.
ქართული წარმოშობის, რუსული დესანტის მისია ადვილი გასაშიფრია თუ მათ რამდენიმე „დვიჟენიას" დავაკვირდებით.
ბოლო დღეების განმავლობაში ოცამდე „რუს", ანუ ქართველ ბიზნესმენს შეხვედრა ჰქონდა ასზე მეტი ქართული კომპანიის მფლობელთან. საუბრის თემა - წილები, ახალი კომპანიები და დიდი ფულის შემოტანა ქართულ ბაზარზე. ეს ჩვენი მთხლე ბიზნესმენები მოხიბლულები არიან და ეფორიაში ჩავრადნილები ფიქრობენ, რომ დიდ ფულს იშოვნიან, იმაზე მეტს რაშიც ახლა იხრჩობიან და ვერ ხარჯავენ. ჩემი ინფორმაციით, მხოლოდ ერთმა ქართველმა ბიზნესმენამ დასვა კითხვა, სანაცვლოდ რა გინდათ? რაზეც უპასუხეს - არც არაფერი, საქართველოშიც ხომ უნდა იყოს რეალურიად ნორმალური ცხოვრება, დაიტანჯა ხალხი... ამან, წადით თქვენიო და შეხვედრა დატოვა. სეგმენტი, რომლითაც ინტერესდებიან ინვესტორ ბიზნესმენ „დესანტნიკები" საკმაოდ ფართოა, მშენებლობიდან დაწყებული ბაკებით დასრულებული.
აღტკინებულ ქართველ ბიზნესმენებს მივმართავ: კაცი მოდის და 10 მილიონს ჩავდებ საქმეშიო, რომ გეუბნებათ, ის მაინც გაიკითხეთ აქვს ამ ადამიანს ამდენი ფული? ის მაინც იკითხეთ თქვენს შემდეგ კიდევ ვის შეხვდა და იმასაც რომ 10 მილიონი შესთავაზა, შემდეგსაც, შემდეგსაც და კიდევ შემდეგსაც, ეს ხომ რეალურად 50 მილიონია. ამ კაცს ჰ- ჰა 2 მილიონიც რომ არ აქვს, მაგაზე გიფიქრიათ? ვის ფულს გაძლევენ და გპირდებიან და რა ვალდებულებით? რატომ არ უსვამთ ამ კითხვას საკუთარ თავს?
იმ დესანტის მნიშვნელოვანი ნაწილი შეხვედრებს ოჯახებში - ცნობილ ოჯახებში მართავს. სუფრასთან საბაასო თემა - პუტინი უკრაინასთან მართალია, ივანიშვილი არასწორად მოიქცა, შეუსრულებელი ვალდებულებებით გაიქცა და დაიმალა; ღარიბაშვილი არ არის ის, ვის პირობებშიც არის შესაძლებელი რუსეთმა საქართველოს აფხაზეთი და ოსეთი დაუბრუნოს; პოლიტიკა წესებს ექვემდებარება - ბიძინამ ეს წესები დაარღვია, ისევე როგორც სააკაშვილმა; პუტინს უყვარს საქართველო და ქართველები და აქ ნორმალური ხელისუფლება რომ მოვიდეს, არანაირი ტერიტორიული პრობლემა არ იქნება. „ინწელექტუალური გვამები", რომლებიც ამ სუფრებს უსხედან ყოველგვარი აპელირების გარეშე თანხმდებიან საპატიო სტუმრებს - „დესანტნიკებს". საუბარს ესენიც უკრაინის ახალი ხელისუფლების გინებით, იანუკოვიჩის სიბრიყვეზე საუბარით იწყებენ, მერე ივანიშვილს დასცინიან - სხვათა შორის, ამათგან არაერთს აპურებდა წლების განმავლობაში საკუთარი გრანტითა თუ სტიპენდიით, პერსონა, რომელსაც ახლა „ჭორვილად" მოიხსენიებენ. უგინებელი არც მიშა რჩება და არც ობამა. ბოლოს კი ყველა ერთხმად აცხადებს, რომ პუტინი ბრძენია. მითხარით ახლა, რა ჰქვია ამას? ჩათლახობა? თუ კიდევ უფრო მეტი?
ვაგრძელებ - როგორც ვიცი, რამდენიმე „დესანტნიკი" უკვე შეხვდა ქართული გამოცემების ხელმძღვანელებს და ექსპერტებად წოდებულ ზოგიერთ პერსონას. ყველაზე საოცარი კი ის არის, რომ ეს ადამიანები ქართული გაზეთების, სააგენტოების გვერდებიდან და ტელეეკრანებიდან არ ჩამოდიან. მათ ჭკუას ეკითებიან. რატომ? თუმცა აქ სხვა უფრო მნიშვნელოვანი კითხვა უნდა დაისვას: რა ჩიპები გადასცეს რამდენიმე გამოცემის ხელმძღვანელს „დესანტნიკებმა" და ვისზე კომპრომატებია ამ ჩიპებში - ქართველ პოლიტიკოსებზე თუ თავად მათ შეახსენეს წარსული? საქართველოში რომ უკვე რუსული იდეოლოგიის გამტარებელი ტელევიზიაც გვყავს და თანაც „ნაციონალური მაუწყებლის" რანგით, ესეც ხომ თვალნათელია.
როგორც გავიგე ბათუმში ამ დღეებში ასლან აბაშიძის ძე - გიორგი ჩასულა. „ხელებს უკოცნიან მონები", - ასეთი კომენტარი გააკეთა ამ ფაქტთან დაკავშირებით ერთმა ჩემმა ახლობელმა. ხელი კი არა ფეხიც შეიძლება დაუკოცნო ადამიანს, თუ ის შენთვის ღირებული და დასაფასებელია. მაგრამ ეს კოცნა-ხვევნა იდეოლოგიური დატვირთვის მატარებელი არ უნდა იყოს. არც იმას ვკითხულობ, რა უფლებით ჩავიდა გიორგი აბაშიძე ბათუმში. თავისი ქალაქია და რატომაც არა? მაგრამ კომენტარები - „გიორგიმ თქვა ყველაფერი კარგად იქნება" - რას ნიშნავს?. რა ეიმედება რიგით ბათუმელსა თუ აჭარელს, რომელიც ასლანის ზეობისას მის მზეს იფიცებდა, აჭარის რევოლუციის შემდეგ - მიშასას, ბოლო წელიწადნახევარია ბიძინას აღმერთებს და ახლა გიორგი აბაშიძეს უკოცნის ხელებს? მაპატიონ ჩემმა აჭარელმა მეგობრება, ვის გვერდითაც არაეთი ბრძოლა მომიგია, და ნუ იფიქრებენ, რომ ყველას ერთ ქვაბში ვხარშავ, მათ გადასარევად იციან რა კატეგორიასაც ვგულისხმობ „მაფიცარებში". გაგახსენებთ თქვენც და არა მხოლოდ თქვენ, რომ ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი და ვიქნები ყვარყვარეების რებრენდინგის.
აჭარას შევეშვათ და ზოგადად, იგივე სიმართლითა და გულწრფელობით მითქვამს ნაცებისა და „ოცნების" არაერთი ლიდერითვის მათ მიერ პოლიტჩათლახების მორიგი აღზევების დროს - ესენი გიტირებენ დედას!.. ისინი დარწმუნდნენ, ესენიც დარწმუნდებიან მალე.
ჰოდა ახლა „ოცნებას" ვეუბები, მისი შინაგან საქმეთა სამინისტროთი, დაზვერვითა თუ კოტრდაზვერვით, სუს-ითა თუ სხვა სტრუქტურებით დასრულებული - თქვენი პოლიტიკოსები და თავზეხელგადასმული ტიპები რატომ ატარებენ ბოლო დღეების განმავლობაში გამალებულ შეხვედრებს რუსეთის დესანტის წევრებთან? თუ ვერ ხედავთ ამას? მე რომ ვიცი ისე ხუთმა პარლამენტარმა- კოალიციის წევრმა თუ ე.წ. უფრაქციო დეპუტატმა რომ უკვე მოილხინა ამ დესანტის წევრებთან და პირობაც მისცეს თქვენს გვერდით ვართ ყველა საქმეშიო - თითქოს საქართველოს აღორძინების საქმეზე მსჯელობდნენ - ამის შესახებ არაფერი იცით?
არც იმის შესახებ იცით არაფერი, რომ საქრთველოს სხვადასხვა ქალაქებსა თუ სოფლებში ამ დესანტმა უკვე დაახლოებით მილიონზე მეტი რომ დაარიგა ქეშად - თითქოს ისე, ახლობლების დასახმარებლად? თუ არ იცით, რას ზიხართ მაგ სკამებზე? თუ იცით და არც არაფერს ამბობთ და აკეთებთ, მაშინ, ვინ ხართ თქვენ?
ალბათ საკმარისია ჩემი მხრიდან... დასკვნას მე არ გავაკეთებ - თქვენ გააკეთეთ. მე მხოლოდ გირჩევთ ორი კითხვა დაუსვათ საკუთარ თავს - არის თუ არა ეს „დესანტი" რუსეთის ვერაგული გეგმის ნაწილი და რატომ ვერ ხედავას ამას ხელისუფლება...