დიდუბის რაიონის გამგეობა სამტრედიის ქუჩის N13-სა და დიღმის მასივის მეექვსე კვარტლის მე-19 კორპუსის მიმდებარედ არსებული დაზიანებული სპორტული მოედნების სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. იცვლება სტადიონების მოძველებული ხელოვნური საფარი, მავთულბადე, ფეხბურთის კარები და კალათბურთის ფარები.
პროექტის ღირებულება 100 000 ლარია.
მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ უგულავა გამგეობის თანამშრომლებთან ერთად გაეცნო.