აშშ-ის რესპუბლიკელმა კონგრესმენმა და „ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა იმ პირების სია გამოაქვეყნა, რომლებსაც „MEGOBARI აქტის“ ფარგლებში, უფრო ზუსტად კი ამ აქტის დამტკიცების შემდეგ, ფინანსური სანქციები შეეხება. რა თქმა უნდა, ჯო უილსონის ამ სამარცხვინო სიას არაფერი აქვს საერთო ოსკარ შინდლერის ცნობილ სიასთან, რომელმაც ათასობით ებრაელის სიცოცხლე იხსნა ფაშიზმისგან, პირიქით, ამერიკელი კონგრესმენის ეს სია გერმანელი ბიზნესმენის სიის სრული ანტიპოდია. თუმცა, ეს ალუზია შემთხვევითი არაა და დაფიქრებად ღირს...
„შემდეგი პირები ეხმარებიან ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს ჩრდილოვან მმართველს, ქართული სახელმწიფოს მიტაცებასა და ქვეყნის ჩინეთის, ირანისა და რუსეთის სამსახურში ჩაყენებაში“, - დაწერა ჯო უილსონმა და სია გამოაქვეყნა.
ვიდრე უილსონის სიას გაგაცნობთ, აუცილებლად უნდა შეგახსენოთ, რომ მართალია, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „MEGOBARI აქტი“ მიიღო, რასაც ქართული ოპოზიის და მათთან გათანაბრებული, თუ ასოცირებული, გნებავთ, აფილირებული პირების ჟრიამული და ჟივილ-ხივილი მოჰყვა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, აუცილებელია, რომ ეს აქტი სენატმა დაამტკიცოს და რაც მთავარია, აშშ-ის პრეზიდენტმა - დონალდ ტრამპმა ხელი მოაწეროს.
ახლა კი დაპირებული სია, რომელიც ჯო უილსონმა 6 მაისს, გვიან საღამოს, X-ზე გამოაქვეყნა.
აღმასრულებელი და სამართალდამცავი უწყებები:
ირაკლი კობახიძე;
კახა კალაძე;
ირაკლი ღარიბაშვილი;
ვახტანგ გომელაური;
ანრი ოხანაშვილი;
პაატა სალია;
მაკა ბოჭორიშვილი;
სულხან თამაზაშვილი.
საკანონმდებლო ხელისუფლება:
შალვა პაპუაშვილი;
ნინო წილოსანი;
მამუკა მდინარაძე;
ვიქტორ ჯაფარიძე;
დიმიტრი სამხარაძე;
თეა წულუკიანი.
მოსამართლეები:
მიხეილ ჩინჩალაძე;
ლევან მურუსიძე;
დიმიტრი გვრიტიშვილი;
გიორგი მიქაუტაძე;
ლევან თევზაძე;
ირაკლი შენგელია;
რევაზ ნადარაია;
შალვა თადუმაძე.
საკვანძო სახელმწიფო ინსტიტუციები:
გიორგი გაბიტაშვილი - გენერალური პროკურორი;
კარლო კაციტაძე - სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი;
გიორგი კალანდარიშვილი - ცესკო-ს თავმჯდომარე;
გიორგი ჯავახიშვილი - ცესკო-ს მდივანი;
რაჟდენ კუპრაშვილი - ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი;
ნათია თურნავა - საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) პრეზიდენტი.
ბიზნესი:
უჩა მამაცაშვილი;
ივანე ჩხარტიშვილი;
ალექსანდრე ივანიშვილი;
ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე;
ნოშრევან ნამორაძე.
პროპაგანდისტები:
ირაკლი რუხაძე - მთავარი პროპაგანდისტული არხის - „იმედის“ მფლობელი;
ლაშა ნაცვლიშვილი - პროპაგანდისტული POS TV-ის დამფუძნებელი;
ვასილ მაღლაფერიძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;
თინათინ ბერძენიშვილი - საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი;
კახა ბექაური - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე.