კახა კალაძე ოპოზიციაზე: აბა, გაბედონ რამე კანონის წინააღმდეგ - უმკაცრესად იქნებიან დასჯილნი, კანონის ფარგლებში

კახა კალაძე ოპოზიციაზე: აბა, გაბედონ რამე კანონის წინააღმდეგ - უმკაცრესად იქნებიან დასჯილნი, კანონის ფარგლებში

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებები, ოპოზიციის დაპირებები ხელისუფლების მშვიდობიან დამხობასთან“ დაკავშირებით მათივე მხარდამჭერების შესაგულიანებლადაა გამიზნული.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა, თუ ვინმე კანონის საწინააღმდეგო ქმედებას ჩაიდენს, უმკაცრესი სამართლებრივი პასუხი გაეცემა.

ეს განცხადებები კეთდება თავიანთი მხარდამჭერებისთვის, რომ რაღაცნაირად შეაგულიანონ. ათას სისულელეს ამბობენ. ძალიან მარტივად ვიტყვი: აბა, გაბედონ რამე კანონის წინააღმდეგ - გაეცემათ შესაბამისი პასუხი და უმკაცრესად იქნებიან დასჯილნი, ცხადია, კანონის ფარგლებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების ურთიერთობას ერთმანეთთან, მერი ამბობს, რომ ამ პოლემიკაში ჩართვა არ სურს.

ოპოზიცია თავადაც გაურკვეველია ერთმანეთში. საერთოდ არ მინდა საუბარი მათ დაპირისპირებაზე. მე ვარ საარჩევნო კამპანიის რეჟიმში, ვხვდები მოსახლეობას, ვსაუბრობ ქალაქის მომავალზე, სამომავლო პროექტებზე და იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობის შენარჩუნება ამ ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.