„ამერიკის კონგრესმა საკუთარი აგენტურის მეგობარი აქტი მიიღო“

„ამერიკის კონგრესმა საკუთარი აგენტურის მეგობარი აქტი მიიღო“

349 მომხრე, 42 წინააღმდეგი - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „MEGOBARI აქტს“ მხარი დაუჭირა. კენჭისყრამდე გამართული განხილვისას კანონპროექტის ავტორმა, კონგრესმენმა ჯო უილსონმა „ქართულ ოცნებას“ არალეგიტიმური უწოდა და კოლეგებს კანონპროექტის მიღებისკენ მოუწოდა. კანონპროექტის წინააღმდეგ გამოვიდა კონგრესმენი უორენ დევიდსონი, რომელმაც თქვა, რომ ის არასწორი მიმართულებითაა შემუშავებული და კოლეგებს მიმართა მხარი არ დაუჭირონ საშინელ დოკუმენტს.

„ამერიკელმა ხალხმა აქ იმისთვის არ გამოგვგზავნა, რომ ამერიკის უსაფრთხოების ფარი მსოფლიოს უფრო მეტ ნაწილზე გავაფართოვოთ. ჩვენ არ ვართ ვალდებულნი ჩავერთოთ ყველა კონფლიქტში, რომელშიც გვიწვევენ და, რა თქმა უნდა, არ გვჭირდება დამატებითი კონფლიქტების ძებნა. ვფიქრობ, ჩემი ამომრჩევლები გაკვირვებულნი არიან, რატომ ვაკეთებთ ამას იმის ნაცვლად, რაზეც წინასაარჩევნო კამპანია ვაწარმოეთ. იმედი მაქვს, ფოკუსირებას „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ საგარეო პოლიტიკაზე მოვახდენთ. მე ამ კანონპროექტს ვეწინააღმდეგები და ყველას მოვუწოდებ, იგივე გააკეთონ“, - აღნიშნა უორენ დევიდსონმა.

მოგვიანებით რადიკალური ოპოზიციის ლობისტმა ჯო უილსონმა „MEGOBARI აქტის“ ფარგლებში დასასანქცირებელ ქართველ პირთა სია გაავრცელა. უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ „MEGOBARI აქტი“ მიღებულ იქნა წარმომადგენელთა პალატაში და „ამერიკის მოძულე ივანიშვილის მაფიოზური ხროვა“ გაფრთხილებულ უნდა იქნას, რადგან ქართველთ მოძულე ამერიკელი კონგრსმენი თვლის, რომ საქართველოს ჩრდილოვან მმართველს, ქართული სახელმწიფოს მიტაცებასა და ქვეყნის ჩინეთის, ირანისა და რუსეთის სამსახურში დაყენებაში ეხმარებიან. სიაში აღმასრულებელი და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები არიან. მოაწერს თუ არა ხელს წარმომადგენელთა პალატის მიერ მხარდაჭერილ „MEGOBARI აქტს“ ამერიკის პრეზიდენტი უცნობია.

საქართველოს ფინანსთან მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, რაც არ უნდა სახელი ჰქონდეს ამ აქტს, ცალსახად არამეგობრული ნაბიჯია და იმედს გამოთქვამს, რომ წარმომადგენელთა პალატის მიერ მხარდაჭერილი დოკუმენტი საბოლოოდ კანონის სახეს არ მიიღებს, რადგან მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს დააზიანებს.

„ასეთი ტიპის ურთიერთობების დაზიანება ნამდვილად არ არის საქართველოს ინტერესში და არ უნდა იყოს წესით, არც ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესში. ბუნებრივია, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის დასანქცირება არ არის კარგი, ეს ნამდვილად არ არის „მეგობრული“ ნაბიჯი. რაც არ უნდა სახელი ჰქონდეს ამ აქტს, ცალსახად არამეგობრული ნაბიჯია“, - აცხადებს ლაშა ხუციშვილი.

იუსტიციის მინისტრის პაატა სალიას განცხადებით, თავისი შინაარსით ეს აქტი საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მიმართ მეგობრული ნამდვილად არ არის. როგორც სალია აცხადებს, ეს აქტი შეიძლება მეგობრული იყოს მხოლოდ რადიკალური ძალების მიმართ, რომლებიც ცდილობენ ძალადობრივი გზით შეცვალონ ხელისუფლება საქართველოში.

„ე.წ. მეგობარი აქტი ყველაფერია, გარდა რეალური მეგობრობისა“ - ასეთია მმართველი გუნდის შეფასებები ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ დოკუმენტზე. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ „მეგობარ აქტად“ წოდებული დოკუმენტი ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს ინტერესებს, ისე ამერიკის ახალი ადმინისტრაციის ხედვას. ამ კანონპროექტის საბოლოოდ მიღება კი იმ არაფორმალური ძალების ინტერესებშია, რომელთა მიზანიც ქართულ-ამერიკული ურთიერთობებისთვის ზიანის მიყენებაა. რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი ღიად ამბობენ, რომ ამ შედეგისთვის ბევრი იბრძოლეს“, - აცხადებს პაატა სალია.

მმართველ გუნდში იმედი აქვთ, რომ პროვოკაციულ რეზოლუციას ტრამპი ხელს არ მოაწერს და შეძლებს დანაპირების შესრულებას, რომ აშშ-ში „დიფ სთეითი“ დაამარცხოს. საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ ე.წ. მეგობრობის აქტი ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს, ასევე აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ხედვას საქართველოსა და რეგიონთან დაკავშირებით.

„საბოლოო ჯამში, რამდენიმე ეტაპია დარჩენილი, ვიდრე ბოლომდე შევა ძალაში, მაგრამ იმედი გვაქვს, ამ პროვოკაციულ რეზოლუციას პრეზიდენტი ხელს არ მოაწერს და ამით შეძლებს თავისი დანაპირების შესრულებას, რომ აშშ-ში „დიფ სთეითი“ დაამარცხოს. ამის იმედს ის განწყობები გვაძლევს, რაც აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას იმ ფორმალური თუ არაფორმალური კომუნიკაციიდან გამომდინარე აქვს, რაც ჩვენ მათთან გვქონდა.

ამ დროისთვის, 6 მაისისთვის ეს აქტი არაფერს ნიშნავს, რადგან მას არანაირი სამართლებრივი ძალა არ აქვს. თეორიულადაც რომ დავუშვათ, თუ ძალაში შევა და ტრამპი ხელს მოაწერს, ამ შემთხვევაშიც, როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებას, ახალ ადმინისტრაციას და ტრამპს ექნება მანევრირების უფლება - თავად გადაწყვიტოს, აღასრულოს მისი ცალკეული ნაწილი, სრულად აღასრულოს თუ საერთოდ არ აღასრულოს. ახალ ადმინისტრაციას თუ რაიმე ნაბიჯის გადადგმა უნდა, ამისთვის მაინცდამაინც კონგრესის ეს კონკრეტული აქტი არ სჭირდება, ისევე როგორც კონგრესის აქტის შემთხვევაშიც, ეს მხოლოდ მანდატია, რომელსაც ან განახორციელებს, ან არა“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

მომდევნო კვირას „ნაციონალური მოძრაობა“ გეგმავს ვიზიტს აშშ-ში, რომ იმუშაოს განსაკუთრებით ინტენსივობით ზედა პალატასთან, რათა „მეგობარი აქტის“ ორპარტიული მხარდაჭერა მიიღონ. თინა ბოკუჩავას განცხადებით, „მეგობარი აქტის“ მიღება არის ძალიან მკაცრი გაფრთხილება ივანიშვილისთვის - ის ან დათმობს ხელისუფლებას, ან მიიღებს უმძიმეს სანქციებს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისგან.

„მეგობარი აქტის“ მიღება ასევე არის ძალიან მკაფიო და მკაცრი გაფრთხილება ივანიშვილისთვის, ის ან დათმობს ხელისუფლებას, რომელიც მიტაცებული აქვს ქართველი ხალხისგან 26 ოქტომბრის არჩევნებზე სპეცოპერაციის შედეგად, ან მიიღებს დამატებით და უმძიმეს სანქციებს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისგან. ფინანსური სანქციის ქვეშ ასევე მოჰყვებიან მისი გარემოცვის წევრები, მისი პროპაგანდისტები და კორუმპირებული ბიზნესი, ე.წ. ფინანსური ელიტა, რომელზეც დგას მისი რუსული დანაშაულებრივი რეჟიმი. გუშინდელი მიღებული აქტი ქვედა პალატის მხრიდან ახლა გადაეცემა ზედა პალატას ანუ სენატს, სადაც, დარწმუნებული ვარ, „მეგობარი აქტი“ ასევე მიიღებს ძალიან დიდ მხარდაჭერას“, - ამბობს თინა ბოკუჩავა.

პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორის, პოლიტოლოგ სოსო მანჯავიძის განცხადებით, ამერიკის კონგრესმა მიიღო საკუთარი აგენტურის მეგობარი აქტი. როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, ამერიკელი ნეოკონები არასოდეს აპატიებენ საქართველოს იმას, რომ მან ჩაუშალა კარგად გათვლილი გეგმა, საქართველოში საბრძოლო მოქმედებების გაჩაღება უკრაინის ომის პარალელურად, რაც იდეოლოგიურად უმნიშვნელოვანესი რამ იყო.

„ამერიკის კონგრესმა მიიღო საკუთარი აგენტურის მეგობარი აქტი. ამ აგენტურაში შედიან: უხსენებელი ნაცები და მათი განაყოფები, ცრუ მედია და სოროსულ-ლიბერალურ-ჟურნალისტური ბაჩი ბაზები, ნჯო თუქსუსები, ბებერი ტროცკისტები, ტუალეტის მწერლები და არტისტები და სხვადასხვა აკაცუკები - მათი სახელი ლეგიონია.

ესენი ყველანი გამობრძმედილი ლგბტქ+ მხარდამჭერები და ძირითადად, პრაქტიკანტები არიან უჩა აბაშიძის ხაზით. სასურველია, მათი მზერის დასატკბობად იქ მათი ლგბტქ+ სამჭედლო, სამეფო თეატრის დასი გაიგზავნოს. განსაკუთრებით მოეწონებათ ის ტრაკუცუნა ვაჟკაცი, კიბეზე უკანალმოშიშვლებული რომ ადის ოსტატურად.

აშკარად სჩანს მათი ფავორიტი ცოლქმრიანი რეჟისორის ნამუშევარი - რამდენი რეპეტიცია დაჭირდებოდა პასაჟს, რთული წარმოსადგენია. ესაა მათი მეგობრობის მკაფიო ნიმუში - ესენია ამათთვის საქართველო, სწორედ ასეთ ახალ ქართველობას მიესალმა 100 წლის ტროცკისტი ლანა ღოღობერიძე თავისუფალ უნივერსიტეტში“, - წერს მანჯავიძე.

პოლიტოლოგის განცხადებით, უფრო სერიოზულად რომ განვიხილოთ, ამერიკელი ნეოკონები არ გაჩერდებიან მანამ, სანამ საქართველოში „ნაცმოძრაობას“ და მის განაყოფებს, ცრუ მედიას და სოროსულ-ლიბერალურ-ჟურნალისტურ აგენტურას არ მოათრევენ ხელისუფლებაში.

„ამერიკელი ნეოკონები არასოდეს აპატიებენ საქართველოს იმას, რომ მან ჩაუშალა კარგად გათვლილი გეგმა, რომელზეც არაერთხელ მისაუბრია. კერძოდ, დაგეგმილი იყო საქართველოში საბრძოლო მოქმედებების გაჩაღება უკრაინის ომის პარალელურად, რაც იდეოლოგიურად უმნიშვნელოვანესი რამ იყო - დაარწმუნებდა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს და გლობალურ სამხრეთს, რომ რუსეთმა დაიწყო საბჭოთა კავშირის აღდგენა, აქედან გამომდინარე შედეგებით.

მერე რა, რომ ამას შევეწირებოდით - აგენტურა გადარჩებოდა და სხვებზე ისინი არასოდეს ზრუნავენ. ამიტომ ისინი არ გაჩერდებიან, სანამ აქ ზემოთმოყვანილ აგენტურას არ მოათრევენ ხელისუფლებაში. აქედან დასკვნები მარტივი გამოსატანია, ენის მოჩლექვა და ევროპის დემოკრატიით გაკვირვების დრო დამთავრდა. ის ვიდეოებიც უნდა გამოქვეყნდეს და სხვა ნაბიჯებიც უნდა გადაიდგას, მაგათ სხვა ენა არ ესმით. გილოცავთ გიორგობას, ღმერთმა მოგვცეს შეტევაზე გადმოსულ უწმინდურობაზე გამარჯვების ძალა!“, - წერს სოსო მანჯავიძე.

ანალიტიკოსის, „ხალხის ძალის“ წევრის დავით ქართველიშვილის განცხადებით, რაც არ უნდა იფართხალონ საქართველოს „MEGOBREBMA“ - მათი ყოველი მომდევნო „აქტი“ ხმა მღაღადებლისაა უდაბნოსა შინა. ანალიტიკოსი აშშ-ს 47-ე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას უსვამს ხაზს, რომლის მიხედვითაც აშშ ყირგიზეთთან სავიზო რეჟიმს აუქმებს, ოფიციალურ მიზეზად კი ამერიკის ცხოვრებაში ყირგიზების დიასპორის მზარდი წვლილი სახელდება.

„აზრი არა აქვს, ეს ბრძოლა წაგებული გაქვთ, თანაც, დიდი ხნის წინ. როდესაც პირველად გავიგე ტრამპის გადაწყვეტილებაზე - ყირგიზეთს 1 ივნისიდან სავიზო რეჟიმი გაუუქმოს, ამ გადაწყვეტილების ოფიციალური მიზეზით დავინტერესდი. ბევრი ვიცინე: „აშშ-ში (განსაკუთრებით ჩიკაგოში) ყირგიზების დიასპორის ამერიკის ცხოვრებაში მზარდი წვლილის შეტანის გამო“. კვლავ გამახსენდა ამერიკის საერთაშორისო მისიებში ჩვენი ათობით დაღუპული და ასობით დასახიჩრებული, გამახსენდა ამერიკასთან ჩვენი წლობით განუხორციელებელი თავისუფალი ვაჭრობისა და უვიზო რეჟიმი, პირდაპირი ფრენები - და ვუპასუხე საკუთარ თავს: „ყირგიზებს ებარებოდეთ!“.

ორ კვირაში ტრამპს კიდევ ერთხელ მიეცემა „ყირგიზებსა“ და ქართველებს შორის, „დიფ სთეითსა“ და მის „დამარცხებას“ შორის გასაკეთებელი არჩევანი. ოღონდ - ეს მისი გასაკეთებელი არჩევანი იქნება და მის მიერ ჩასაბარებელი ტესტი. ჩვენთვის - არაფერი იცვლება. ჩვენმა წმინდა გიორგიმ დიდი ხანია განგმირა ბოროტება, ხოლო საქართველოს - ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან“, - წერს დავით ქართველიშვილი.

 

თომა რბილად, რომ ითქვას სამწუხარო იქნება კანონად ქცევა, არადა ტრამპის დუმილი ამას მოასწავებს.😡
12 საათის უკან
ლაზი არ გათეთრდების ყორანიო, ნათქვამია და ასეც არის. ამერიკა არის მსოფლიო ჟანდარმი და ამ როლს, თავისი ნებით, არასოდეს დათმობს. ამერიკის ომის პარტიის, ანუ როგორც ახლა უწოდებენ, დიფ სტეიტის მეტასტაზებით შებოჭილია ყველა სახელისუფლო სტრუქტურა და მას ვერც ტრამპი მოერევა და ვერც მასკი, მით უმეტეს რომ მათი ძალაუფლებაც და კეთილდღეობაც, იმ ომის პარტიაზეა დაფუძნებული.
ტრამპმა მხოლოდ 100 დღე შეძლო თავისი პოზიციების შენარჩუნება, 101-ე დღეს მის პოლიტიკაში პირველი ნაპრალი გაჩნდა, როცა რუსეთ-უკრაინის მომლაპარაკებლობაზე ხელი დაიბანა.
მეორე ბზარი, საქართველოს ე.წ. მეგობარი აქტის მიღებით გაუჩინეს, პირველი ნაპრალით გულმოცემულმა უოლსონებმა.
მესამე და ტრამპის პოლიტიკის დამანგრეველი ნაპრალი იქნება, მის მიერ იმ დაწყევლილი აქტის ხელმოწერა და კანონად ქცევა.
ამით დასრულდება ტრამპის ბაიდენიზაცია და მას აღარაფერი განასხვავებს ამერიკის დანარჩენი პრეზიდენტებისაგან.
უფრო მეტიც, მისი სახელი, დიდი ალბათობით, შეიძლება აღმოჩნდეს იმპიჩმენტირებულ პრეზიდენტთა სიაში.
3 წუთის უკან