მიიღო თუ არა პუტინმა დასავლური გარანტიები საქართველოს ფრონტზე

მიიღო თუ არა პუტინმა დასავლური გარანტიები საქართველოს ფრონტზე

კიევიდან იანუკოვიჩის გაგდების შემდეგ, უკრაინასა და რუსეთს შორის ურთიერთობა უკიდურესობამდე დაიძაბა. ყირიმის ნახევარკუნძული მოსკოვის მიერ, ფაქტობრივად, ოკუპირებულია და გამოუცხადებელი ომის ცხელი ფაზის დადგომას, წინ არაფერი უდგას. აშშ და ევროპა პუტინს გონიერებისკენ მოუწოდებენ, საქართველოს მომავლისთვისაც გადამწყვეტი პროცესები მიმდინარეობს.  

 ექსპერტ მამუკა არეშიძის განცხადებით, უკრაინაში გამოუცხადებელი ომი მიმდინარეობს და დამარცხდება ის, ვინც პირველი გაისვრის. რუსეთის საქციელი ამ რეპრესიების ფონზე კი უცნაური და სასაცილოა: „რუსეთს სულაც არ რცხვენია იმისა, რასაც აკეთებს. ერთი მხრივ, პრაქტიკულად, რუსეთის ჯარის მიერ ოკუპირებულია უკრაინის სახელმწიფოს ერთი ნაწილი, მეორე მხრივ, რუსეთი ცოცხალი თავით არ აღიარებს, რომ დამატებითი კონტინგენტი შეიყვანა იმ სამხედრო ნაწილების გარდა, რომელიც საერთაშორისო ხელშეკრულებით, სევასტოპოლის ბაზაზე იმყოფებოდა. მან იცის, რომ უსამართლოდ მოქმედებს, მაგრამ არ უნდა, დამატებით კიდევ ახალი ოკუპანტის სტატუსი მიიღოს“. რუსეთმა გარკვეული იურიდიული საბუთი შექმნა, ერთი მხრივ, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობის მოწვევით და მეორე მხრივ, იანუკოვიჩის თხოვნით, რომ რუსეთმა შეიყვანოს ჯარები ყირიმში და ჩრდილო- აღმოსავლეთ უკრაინაში.

მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ საერთო ჯამში უკრაინის ძალები ბევრად სუსტია, ვიდრე ეს შეიძლება ვინმემ წარმოიდგინოს, ამიტომ აუცილებელია საქართველომ უკრაინას მორალური მხარდაჭერა გამოუცხადოს, თუმცა განსაკუთრებული აქტიურობა საჭირო არაა, რადგან დასავლეთი და რუსეთი, ორივე დაინტერესებულია უკრაინაში სიტუაცია აკონტროლოს: „როგორც საქართველო იყო გამოყენებული თავის დროზე, ისევე ცდილობს ორივე მხარე, გამოიყენოს უკრაინა, მაგრამ საქართველოსგან განსხვავებით, უკრაინის შემთხვევაში დასავლეთი, ჩემი აზრით, უფრო ადეკვატური იქნება“. პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ამბობს, რომ რთულია, უპასუხო კითხვას, დააჩქარებს თუ არა უკრაინის მოვლენები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. ძალიან მნიშვნელოვანია პუტინისა და გერმანიის კანცლერ მერკელის სატელეფონო საუბარი: „ამან შეიძლება დააჩქაროს და პირიქით, საერთოდ დაბლოკოს ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. გააჩნია, სატელეფონო საუბარში რაზე შეთანხმდნენ პუტინი და მერკელი. ამ საუბრის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტი, ცოტა არ იყოს, თვინიერი გახდა. მისი თქმით, ყირიმის მიერთება არ უგუმიიღო თუ არა პუტინმა დასავლური გარანტიები საქართველოს ფრონტზე ლისხმია და უკრაინაში დამატებით ჯარსაც არ შეიყვანს. ეტყობა, პუტინმა დასავლეთისგან გარკვეული გარანტიები და კომპენსაცია მიიღო, მაგრამ საკითხავია, კონკრეტულად, რა დაპირებების მიიღება შეეძლო? ლოგიკური ვარაუდით, ერთ-ერთ მთავარი, რასაც მოითხოვდა, ეს საქართველოს ნატო- ში გაწევრიანების ბლოკირებაა. რეალურად, პროცესები ისეთი სისწრაფით ვითარდება, რომ ძნელია ყველაფრის ზუსტად განსაზღვრა“.

ცინცაძის თქმით, საბოლოოდ, თუ აშშ-მ თავისი გაიტანა, სამომავლო სურათი ჩვენთვისაც ბევრად სახარბიელო იქნება: „ხომ ხედავთ, სანქციებთან შეერთებაში ინგლისი უკვე ჭრაჭუნობს, გერმანია, პრაქტიკულად, განუდგა ვაშინგტონს ამ საკითხში. თუ ამერიკამ თავისი გაიტანა და მოკავშირეები დაარწმუნა, რომ ახლა სწორედ ის მომენტია, როდესაც უნდა გაბედონ და რუსეთის პოზიციის წინააღმდეგ წავიდნენ, რასაკვირველია, ეს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის პროცესს დააჩქარებს. არ არის გამორიცხული, რაიმე გარიგება შედგეს, მათ შორის ასეთიც _ პუტინი ჯარს აღარ შეიყვანს უკრაინაში, უფრო ლოიალური იქნება ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისადმი, მაგრამ საქართველოს ფრონტზე გარკვეული გარანტიები მიიღოს. ამის გამორიცხვა არ შეიძლება“. რაც შეეხება ერთგვარ პროგნოზს უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე, პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ არსებული რეალობიდან გამომდინარე, მოლაპარაკებები მაინც გაგრძელდება: „ამ ვითარებაში დიდი ომი არავის აწყობს და აქცენტი ინტერესთა ზომიერ დაკმაყოფილებაზე გაკეთდება. რუსეთს მოლაპარაკებებში იანუკოვიჩის ჩართვა სურს და ამის სამართლებრივი უფლებაც აქვს – ძალაშია 21 თებერვლის ხელშეკრულება, მათ შორის იანუკოვიჩის ხელმოწერით, რომელიც არავის გაუუქმებია. რუსეთმა ძალიანაც რომ მოინდომოს, იანუკოვიჩი რეალურად უკრაინის მეთაური აღარ არის, ამიტომ აქ ცოტა რთული სიტუაციაა, თუმცა რაღაც საშუალო გამოსავალი მოიძებნება“.