„ევრიპიდეც ვერ შეძლებს იმ ტრაგედიის ასახვას, რომელიც დღეს ზურაბიშვილის მე-5 კოლონაშია“

„ევრიპიდეც ვერ შეძლებს იმ ტრაგედიის ასახვას, რომელიც დღეს ზურაბიშვილის მე-5 კოლონაშია“

სალომე ზურაბიშვილი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მეორე დღეს კოალიცური მთავრობის  დაკომპლექტებას აანონსებს. ექს-პრეზიდენტი მმართველ ძალაში რყევების ბევრ ნიშანს ამჩნევს(?!), რაც უმყარებს აზრებს, რომ შეძლებელია, მოვიდეს ხელისუფლებაში, საიდანაც, მისი აღქმით, არც კი წასულა.

„მზად ვართ, ყველა ახალჩამოყალიბებული პარტია მივიღოთ, თუკი დაეთანხმებიან ამ პლატფორმის წესებს. ჩვენ თუ სერიოზულად ვუდგებით ამ საკითხს, რომ საპარლამენტო არჩევნები უთუოდ დაინიშნება, მზად უნდა ვიყოთ არა მხოლოდ არჩევნებისთვის. ესეც იყო საკითხი, რომელიც აქ დაისვა და რომელზედაც ჩვენი პოზიციები გავაჟღერეთ. თუმცა, ასევე, მზად უნდა ვიყოთ არჩევნების შემდეგი დღისთვის, ანუ კოალიციური მთავრობისთვის. ეს პროცესი, რაც მიმდინარეობს, სწორედ ამის მზადებაა. ჩვენ ძალიან მწირი გამოცდილება გვაქვს და ეს ყველამ იცის“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მართალია, ზურაბიშვილი კოალიციური მთავრობისთვის ემზადება და პრეზიდენტად საკუთარ თავს განიხილავს, მაგრამ რადიკალურ ოპოზიციას ზურაბიშვილი-ბესელიას არც კოალიციური მთავრობა აინტერესებს და მით უმტეს, არც მისი პრეზიდენტობა.

ზურაბიშვილის კოალიციური მთავრობიდან მხოლოდ ერთი მინისტრობის კანდიდატის ვინაობაა ცნობილი -  ეკა ბესელია, რომელსაც იუსტიციის მინისტრის პორტფელს ჩააბარებს. „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა არ იცის რას ემსახურება კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე მოლაპარაკებები და თვლის, რომ ამ ეტაპზე კოალიციური მთავრობის ფორმირების საკითხი დროულად არ მიაჩნია.

„კოალიციურ მთავრობებს ადგენენ მას შემდეგ, რაც არჩევნები ჩატარდება და გარკვეული პარტიები კოალიციის შესაკვრელად საკმარის მანდატებს მოაგროვებენ. თეორიულად შესაძლებელია, წინასწარ, არჩევნებამდეც გაიმართოს კოალიციური მოლაპარაკებები, მაგრამ, როგორც წესი, საპარლამენტო დემოკრატიაში მას შემდეგ იმართება, რაც არჩევნები ჩატარდება. კოალიცია არის საპარლამენტო შესაკრავი, რათა გქონდეს ხმათა უმრავლესობა საკანონმდებლო ორგანოში. აქედან გამომდინარე, მე ზუსტად არ ვიცი, რას ემსახურება ეს კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე მოლაპარაკებები.

ერთიანობაზე თუა საუბარი, ჩვენ ერთიანობას მხარს ვუჭერთ პირველი დღიდანვე - ოპოზიციის ერთ ძალად, ერთ მუშტად შეკვრას, გაერთიანებას, გაძლიერებას და ამ დამატებითი, შეძენილი პოლიტიკური რესურსების შესაძლებლობებით გაფართოებული საპროტესტო ტალღით, მათ შორის, დაპირისპირებას რუსულ რეჟიმთან. კოალიციური მთავრობის ფორმირების საკითხები ამ ეტაპისთვის დროულად არ მიმაჩნია“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციისთვის კოალიციური მთავრობა მიმზიდველია, უნდათ, საზღვარგარეთელ პატრონებს დაანახონ, რომ დემოკრატიისთვის იბრძვიან და მათთვის რევოლუცია დღის წესრიგში არ დგას.

„უნდათ, თავის საზღვარგარეთელ პატრონებს დაანახონ, რომ ისინი დემოკრატიისთვის იბრძვიან და მათთვის დესტაბილიზაცია, რევოლუცია დღის წესრიგში არ დგას. რაც მთავარია, მათი მიზანია, ქართული საზოგადოება მოატყუონ. რომელ კოალიციაზე შეიძლება იყოს საუბარი, როდესაც ყველას ერთი ნიშანი სცხია - ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ იდეა, რომ საქართველოში ხელისუფლებაში დესტაბილიზაციის და რევოლუციის გზით მოვიდნენ. კოალიციის იდეის წარმოშობა ხალხისთვის სატყუარა, გარკვეული პიარული ბალანდაა, რომ ის ადამიანები გამოკვებონ, რომელთაც არ ესმით, რა ხდება რეალურად და რაც შეიძლება მეტი ქუჩის მებრძოლი შემატონ თავიანთ ბნელ იდეებს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს დიდი ხანია გაუჩნდა განცდა, რომ პოლიტიკოსების განცხადებებს სერიოზულად არ უნდა მოეკიდოს ადამიანი და არა თუ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, აღმოჩნდა, რომ აგერ, აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი განცხადებებსაც სერიოზულად არ უნდა მოეკიდო.

„ტრამპი ამბობდა, რომ ერთ კვირაში დავამთავრებ ომსო და ახლა იძახის გაგრძელდება ომიო. ანუ, აღმოჩნდა, რომ პოლიტიკოსებს, ეტყობა, ყველა ქვეყანაში სჩვევია არასერიოზული დამოკიდებულება განცხადებებთან დაკავშირებით. ძალიან ხშირად, მათ განცხადებებში აინტერესებთ ამ განცხადებებიდან შექმნილი იმიჯი და არა ის, რა მოჰყვება განცხადებას მერე საქმის თვალსაზრისით. ანუ, განცხადების გაკეთებით იქმნება იმიჯი, თითქოს სალომე ზურაბიშვილი რაღაცა პროცესებს უდგას სათავეში და მართავს“, - აცხადებს პოლიტოლოგი.

რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების განცხადებების დიდი ნაწილი, თუ მთლიანად არა, გათვლილია უცხოეთის აუდიტორიაზე და ასევეა ზურაბიშვილის შემთხვევაში, რომელიც უფრო მეტად ითვალისწინებს უცხოეთის აუდიტორიას, ვიდრე სხვები.

„განცხადებაც რეალურია და ზურაბიშვილის ასეთი დირიექტორობაც რეალურია. მერე ამას რა მოჰყვება ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, განცხადებამ ახლა შექმნა შთაბეჭდილება თუ არა და თან მნიშვნელობა აქვს იმას, ვისთვის გაკეთებული განცხადებაა, საქართველოს მოსახლეობისთვის, ოპოზიციისთვის, თუ უცხოეთისთვის.

მგონია, რომ უცხოეთისთვის, რომელმაც არც მოსახლეობის განწყობები იცის და არც ოპოზიციურ სპექტრში მიმდიმარე პროცესები. ამიტომ, ისინი ადვილად დაიჯერებენ, რომ ამ განცხადების იქით რაღაცა რეალური განზრახვა დგას ზურაბიშვილის მხრიდან. მაგრამ მე, ასეთი განცდა არ მაქვს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის დაკვირვებით, ზურაბიშვილის ასეთი შინაარსის განცხადებებს აკეთებინებენ მისი გარე პატრონები, რომელსაც მიღებული აქვს დავალება და ფული.

„ის არის მაკკეინის ფონდის სტიპენდიანტი. მას ავალებენ და პასუხისმგებელია იმათ წინაშე, რომ ფორმალურად მაინც გააკეთოს რამე განცხადება, ვინაიდან, ძალიან დიდი ფულია შეჭმული. თქვენ წარმოიდგინეთ, 28 ნოემბიდან დღემდე როგორ დაბოდიალობენ და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ როგორი ქმედებებს ახორციელებდნენ ზურაბიშვილი და მე-5 კოლონის წარმომადგენლები.

სალომე ზურაბიშვილმა ძალიან კრგად იცის, რომ არავითარი პოლიტიკური წონა არ გააჩნია ქვეყენაში. ამავე დროს, ისიც კარგად იცის, რომ ძალიან მძიმე სიტუაცია აქვს მას ოპოზიციაში - მე-5 კოლონა ფიქრობდა მის გამოყენებას და შემდეგ გადაგდებას, რომელიც არ გამოუვიდათ. მათ უნდოდათ მოსულიყვნენ სეტყვის სახით, მაგრამ დახვდათ ქვა. ამ ქვამ ისინი გაანაწევრა, გააცალკავა და ბოლოს და ბოლოს დარჩა ის ოდიოზური ფიგურები, რომლებიც აღმა-დაღმა დარბიან და ყვირიან რაღაცა გაუგებარ ფრაზებს რუსთაველზე“, - აცხადებს ედიშერ გვენეტაძე.

ანალიტიკოსის შეფასებით, ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ქუჩაში გამოდიან იმ შემორჩენილი თანხების გამო, რომელიც მე-5 კოლონას გააჩნია.

„ადამიანები მათ მხოლოდ და მხოლოდ თანხის გამო გამოჰყავთ. ამის დამადასტურებელი მაგალითი მინდა გითხრათ - ჩვენ გვახსოვს სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი, რევოლუციონერი დოიაშვილი, რომელიც დადიოდა რეგიონებში და რეგიონებიდან გვპირდებოდა რევოლუციას. ამ დროს, დოიმ, რომ იტყვიან, „მოხია“ იქ, სადაც დაინახა ფული, წავიდა ჩინეთში. ვფიქრობ, რომ ჩინეთის კომუნისტურ პარტიას „მძიმე დღეები“ დაუდგება დოი რომ ჩავა იქ, ასევე წაყვანილი ჰყავს ვიღაცა ქალი ნანა ბუთხუზი, ეს არის კომედია - ამოატრიალებენ და გადმოატრიალებენ იქაურობას. აი, ასეთ ტრაგიკომედიურ სიტუაციაში არიან მოხვედრილი. ვფიქრობ და ამდენი ხანია ვლაპარაკობ, რომ ერთი პოლიკარპე კაკაბაძეა საჭირო, რომელიც მათ სიტუაციას ტრაგიკომედიაში ასახავს, მაგრამ ჩემო ბატონო, ევრიპიდეც რომ მოიყვანო, ვერ შეძლებს იმ ტრაგედიის ასახავს, რომელიც დღეს ზურაბიშვილის მე-5 კოლონაშია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძემ.

 

Gami ეჰ, რამხელა გზა აქვს გასავლელი მაკკეინის ფონდის სტეპენდიანტობიდან ფონდის პენსიონერობამდე სალომეას. მიაღწევს?
3 საათის უკან
Gami დოიაშვილი და ბუთხუზი ხუნვეიბინების პრაქტიკის ასათვისებლად ხომ არ წავიდნებ ჩინეთს? აბა, ევროლიბერდემოკრატულმა მეთოდებმა ვერ მოაპოვებინეს გამარჯვება...
3 საათის უკან