დასავლეთი - ოპოზიციის მაშველი რგოლი

დასავლეთი - ოპოზიციის მაშველი რგოლი

ოპოზიცია და მასთან აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციები რომ, ძირითადად, დასავლეთის მხარდაჭერით სულდგმულობენ, ამაში, ალბათ, ცოტას თუ ეპარება ეჭვი, მათ შორის ოპოზიციის მხარდამჭერებსაც კი. ბოლო დროს თავადაც არ მალავენ ამას. ეს მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, ერთ ღამეში არ გაჩენილა. ამ აქტივის მოსაპოვებლად კოლექტიური ოპოზიცია ათწლეულები მუშაობდა დახლა ეს მუშაობა განსაკუთრებით ინტენსიურად აქვთ გაშლილი. მაგალითად, 2024 წლის აპრილში არასამთავრობო ორგანიზაციასამართლიანი არჩევნები“ (ISFED), ბრიუსელში ლობისტურ ორგანიზაციად დარეგისტრირდა. ინფორმაცია ონლაინ პორტალმა LobbyFacts.eu გამოაქვეყნა. „ისფედისშესახებ ინფორმაციაში არაა მითითებული ლობისტურ საქმიანობაში გაწეული ხარჯები. ლობიზმის მიზნები ერთი შეხედვით ნორმალური და კეთილშობილია - საქართველოს ევროინტეგრაციის ხელშეწყობა და .. თუმცა, საზოგადოებას კარგად ახსოვს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ISFED- ხმების პარალელური დათვლის შედეგების მანიპულაციაში ამხილეს, რაც მან მხოლოდ ორი თვის შემდეგ აღიარა, დაადამიანურ ფაქტორს“(?!) დააბრალა. აღიარება კი ისევ დონორების ზეწოლით მოხდა. უნდა ითქვას, რომ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან და საზოგადოება მათმდიდარი ენჯეოებისსახელით იცნობს, ფასდაუდებელ სამსახურს უწევენ ოპოზიციურ პარტიებს დასავლეთში ლობირებით, რაც, ძირითადად,ქართული ოცნებისხელისუფლების დისკრედიტაციასა და დასმენებში გამოიხატება. ისიც უნდა ითქვას, რომ ევროპასა და აშშ-ში ამ ყოველივეს ნოყიერი ნიადაგი ხვდება. ევროსტრუქტურების რეზოლუციები საქართველოზე, აშშ- კონგრესში ინიცირებულიმეგობარიაქტი და სხვა ინიციატივები, რომლებიც თავის შინაარსით ხშირად გროტესკულია, დიდწილად სწორედ ენეჯეობის დამსახურებაა, რადგანაც მათ დასავლეთში უფრო მეტად ენდობიან ვიდრე ოპოზიციურ პარტიებს. იქ, რა თქმა უნდა, თავს არ იწუხებენ იმის გარკვევით, რომ აღნიშნული ენეჯეობი უკვე დიდი ხანია ოპოზიციური პარტიების პირდაპირი ან სიტუაციური მოკავშირეები არიან.

ზოგადად, ლობირება ევროკავშირის სტრუქტურებში დაშვებულია და ლამის, ყოველდღიურ რეჟიმში ათასობით ინტერესთა ჯგუფის წარმომადგენლები კონტაქტირებენ როგორც ევროპარლამენტარებთან, თანამდებობის პირებთან და საჯარო მოხელეებთან ბრიუსელში და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დედაქალაქებში. მიუხედავად იმისა, რომ ლობირებას ევროკავშირში თავის ეთიკური ჩარჩოები და რეგულაციები ახლავს, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, მათი გვერდის ავლაც შესაძლებელია. რა მექანიზმებით ახერხებენ ოპოზიციური პარტიები და მათი მოკავშირე ენჯეოები თავისი გაიტანონ ევროსტრუქტურებში, ბოლომდე გაურკვეველია. ამის კონკრეტული მაგალითი ვიხილეთ არც ისე დიდი ხნის წინ, როდესაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სესიაზე მორიგი ანტი-ქართული რეზოლუცია მიიღეს, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების პარალელურად სტრასბურგში ჩასული იყო აქაური „მდიდარი ენჯეოების“ დიდი დელეგაცია, რომლებიც ოპოზიციასთან ერთად სწორედ აღნიშნული რეზოლუციის ლობირებით იყვნენ დაკავებული, რომლის შედეგადაც საქართველოს დელეგაციას შესაძლოა PACE-ში უფლებამოსილება შეუწყდეს. ენჯეოების მიერ დასავლეთში ლობირების ბევრი ფაქტი ფართო საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ უცნობია.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ევროკავშირში და აშშ-ში უამრავი ლობისტური ფირმა, ასევე ორგანიზებული ინტერესთა ჯგუფი არსებობს, მათ შორის კვლევითი და ანალიტიკური ორგანიზაციების სახით. სხვათა შორის, ზოგიერთ ასეთ ორგანიზაციაში ქართველებიც მუშაობენ, რომლებიც ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად არიან განწყობილი. ეს ორგანიზაციები რეკომენდაციებით ამარაგებენ გადაწყვეტილებების მიმღებთ და, რა თქმა უნდა, კონკრეტული ინტერესებიდან გამომდინარე, ცდილობენ გადაწყვეტილებებზე ზემოქმედებას და სასურველი საკანონმდებლო შედეგების მიღწევას. ეს ინტერესები კი, შესაძლოა, გარე დამკვეთისგან მოდიოდეს და აქაური ოპოზიციური პარტიები და ენჯეოები საკმაოდ ფართოდ სარგებლობენ ამ შესაძლებლობით. მიუხედავად იმისა, რომ FARA-ს მეშვეობით გარკვეული ინფორმაცია გასაჯაროვდა თუ რამდენს და ვისზე ხარჯავენ დასავლეთში ქართველი დამკვეთები, ეს მხოლოდ აისბერგის ხილული ნაწილია. ბევრი ინფორმაცია კვლავ დაფარულია. არსებობს დაუდასტურებელი ცნობები, რომ იქ, სადაც ტრადიციულ ლობირებას ფინანსური სტიმულირებაც სჭირდება, გადახდა ხან ნაღდი ფულით ხდება, ხან ოფშორულ ანგარიშებზე, ხან კი ნდობით აღჭურვილ მესამე პირებზე ან ისეთი მეთოდებით, რომლებიც რთულად ექვემდებარებიან მონიტორინგს, მაგალითად, ძვირადღირებული „quid pro quo“ საჩუქრებით.

მექანიზმი, რომელსაც ოპოზიცია და ენჯეოები იყენებენ, გულისხმობს საჭირო ხალხზე და სტრუქტურებზე ზემოქმედებას რამდენიმე მიმართულებით. ეს არის შეკვეთილი სტატიები მედიაში (დასავლეთში ბევრი ჟურნალისტია, რომლებიც ფულის სანაცვლოდ უზრუნველყოფენ დაკვეთილი სტატიის გამოქვეყნებას გავლენიან გამოცემებში), ასევე უშუალო კონტაქტებით, ელექტრონული ფოსტით, სოცქსელებით და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით. „ბრიუსელის და სტრასბურგის ბაბლთან“ უკვე იმდენად კარგად აქვთ გამართული ეს მექანიზმები, რომ მათთვის საჭირო რეზოლუციების გატანა, პრაქტიკულად, პრობლემას არ წარმოადგენს. ჩვენთან ხშირად უკვირთ და სწყინთ, როგორ მისცა საქართველოზე მიღებულ უსამართლო რეზოლუციას ხმა 400-ზე მეტმა ევროდეპუტატმაო. ოპოზიციას სულაც არ სჭირდება ამდენი ევროდეპუტატის დარწმუნება. ამას აკეთებს მათ მიერ დაქირავებულ-დასაჩუქრებული ევროდეპუტატების მცირე ჯგუფი. ალბათ, მიაქცევდით ყურადრებას, რომ როდესაც ევროპარლამენტში ოპოზიციონერები ჩადიან და პრესკონფერენციას მართავენ, დარბაზი, პრაქტიკულად, ცარიელია და იქ მხოლოდ მათ მიერ ლობისტად დაქირავებული რამდენიმე ევროდეპუტატი ესწრება. დაახლოებით იგივე ხდება აშშ-ს კონგრესში.

ლოგიკურ კითხვაზე - თუ საიდან მოდის ფინანსები ამ ყველაფერისათვის, ცალსახა პასუხი რთულია. ეს შეიძლება იყოს თავად ოპოზიციური პარტიების ე.წ. „შავი სალარო,“ ან ადგილობრივი თუ უცხოელი დონორების მიერ გაცემული თანხა. მაგალითად, როდესაც თბილისში საპროტესტო აქციების მხარდასაჭერად ევროპელი დეპუტატები და მინისტრები ჩამოვიდნენ, უცნობია, თუ ვინ დაფარა მათი მგზავრობის და აქ ცხოვრების ხარჯები.

ევროპის აუდიტორთა პალატის 2025 წლის სპეციალურ ანგარიშში ცალსახად არის აღნიშნული, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გაცემული ევროკავშირის დაფინანსების გამჭვირვალობა არასაკმარისია, რადგანაც არ არსებობს მათი სანდო მონიტორინგი. განსაკუთრებით ხაზგასმულია, რომ ევროპული ფონდების მენეჯერები გრანტების მიმღებთა გამჭვირვალობის ნაკლული ვერიფიკაციის გარდა, პროაქტიულად არ ამოწმებენ თუ რამდენად შეესაბამებიან ისინი ევროპულ ღირებულებებს. ეს მიგნება განსაკუთრებით მართებულია ბევრი ქართული ენჯეოს მიმართ. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ სხვადასხვა სუბიექტების არასამთავრობო ორგანიზაციებად იდენტიფიცირება და რეგისტრაცია ყოველთვის არ არის თანმიმდევრული და სანდო. ეს, დიდი ალბათობით, ეხება იმ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, რომლებიც ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებში გადარეგისტრირდნენ და უკვე უცხოურ ორგანიზაციებად გვევლინებიან.

ხელისუფლების მიერ გატარებული დამცავი ზომების მიუხედავად, ეს - ოპოზიცია+ენჯეო კონგლომერატი, რომელიც, ფაქტობრივად, აქ დასავლეთის გავლენის აგენტურას წარმოადგენს, ჯერჯერობით, ახერხებს საერთაშორისო არენაზე ხელისუფლებისთვის დარტყმების მიყენებას. ეს კი დიდწილად იმ ბრძოლის გამოძახილია, რომელიც „Deep State“-სა და მის ოპონენტებს შორის მიმდინარეობს.