მორიგი კრახი ოპოზიციაში - ზურაბიშვილის ჯერ არშემდგარი „წინააღმდეგობის პლატფორმა“ დაშლის პირასაა

მორიგი კრახი ოპოზიციაში - ზურაბიშვილის ჯერ არშემდგარი „წინააღმდეგობის პლატფორმა“ დაშლის პირასაა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა განუდგა და მისიწინააღმდეგობის პლატფორმა დემონსტრაციულად დატოვა. ოპოზიციონერი ლიდერები ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას სიახლეს ვერ სთავაზობს. ამასთან, გვახსოვს, რომ სალომე ზურაბიშვილმა, მისი პრეზიდენტობის პერიოდში, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ შეიწყალა, რამაც ასევე ნაცმოძრაობის ლიდერების განაწყენება გამოიწვია.

ნაცმოძრაობის ზურაბიშვილისგან დისტანცირების ფონზე, ექსპრეზიდენტი 26 მაისის ღონისძიებას აანონსებს, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნება. მისი თქმით, ამ დღესთან დაკავშირებით წინააღმდეგობის პლატფორმის ფარგლებში სპეციალური კომიტეტი შეიქმნება. მანამდე ცნობილი გახდა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, 26 მაისის ღონისძიებები წელს რუსთაველის გამზირზე არ გაიმართება.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ჩვენთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ნაცმოძრაობამ თავის დროზე, ზურაბიშვილი იმპიჩმენტისგან იხსნა, თუმცა, სწორედ, ყოფილი პრეზიდენტის წყალობით მიიჩნევს დღეს დასავლეთი საპარლამენტო არჩევნებს არალეგიტიმურად, რაც ოპოზიციისთვის ერთგვარი საჩუქარია.

ნაცმოძრაობამ წინააღმდეგობის პლატფორმა დატოვა, რადგან მიხვდა, რომ სალომე ზურაბიშვილმა თავისი ლიდერობის რესურსი ამოწურა და მათ პოზიციას ვიზიარებ. ამასთან, ამ პლატფორმის დატოვების მიზეზი, როგორც ჩანს, გახდა ის, რომ თავის დროზე, ნაციონალურმა მოძრაობამ სალომე ზურაბიშვილს საკმაოდ დიდი და სერიოზული პოლიტიკური საჩუქარი გაუკეთა, როდესაც ის იმპიჩმენტს გადაარჩინა პარლამენტში და ისინი თვლიან, რომ სანაცვლოდ, სალომე ზურაბიშვილისგან ვერაფერი მიიღეს - სალომე ზურაბიშვილმა ვალი არ გაუსტუმრა.

თუმცა, ზურაბიშვილი ოპოზიციის და ნაცმოძრაობის წინაშე ვალში მყოფად თავს არ მიიჩნევს, რადგან, როდესაც სალომე ზურაბიშვილმა გამოაცხადა, რომ არჩევნები არალეგიტიმური იყო, ამით მან ოპოზიციას, კონკრეტულად კი ნაციონალურ მოძრაობას დიდი საჩუქარი გაუკეთა - დღემდე სწორედ სალომე ზურაბიშვილის განცხადება არის ერთ-ერთი ხელჩასაჭიდი, რის გამოც კოლექტიური დასავლეთი ამ არჩევნებს ეჭვის ქვეშ აყენებს, - განაცხადა ანჯაფარიძემ.

ანალიტიკოსის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგობის პლატფორმას დიდი დღე არ უწერია.

რაც შეეხება იმ საკითხს, ნაცმოძრაობის წასვლის შემდეგ რა ბედი ელის სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგობის პლატფორმას, შეიძლება ითქვას, რომ ეს პლაფტორმა შესაძლოა, ბოლო დღეებს ითვლიდეს, თუ არ მოხდება იმ პოლიტიკური ძალების სრულფასოვნად ჩართვა, ვინც ამაში დარჩა, - ვგულისხმობ საგნობრივ და ქმედით მონაწილეობას ამ პლატფორმაში, თუმცა, ჩემი დაკვირვებით, რამდენიმე პარტია ამისგან თავის იკავებს, თუნდაც გახარიას პარტია. ამიტომაც, ამ ეტაპზე მე მაინც სკეპტიკურად ვუყურებ ამ პლატფორმის მომავალს.

ვნახოთ, რა მოხდება, ახალი მოძრაობები დაიწყო ისევ ოპოზიციის ფლანგზე - არსებობს ინსტრუმენტები, რომლის საშუალებითაც შესაძლოა სალომე ზურაბიშვილს და მის პლატფორმას სული შთაბერონ, მაგრაგ ვფიქრობ, რომ ამ პლატფორმას დიდი მომავალი არ აქვს, რადგან თავად სალომე ზურაბიშვილი საზოგადოების უმრავლესობისთვის აღარ ითვლება პოპულარულ და სანდო ლიდერად. მის მიერ შექმნილი პლატფორმის მიმართაც დამოკიდებულება შესაბამისი იქნება, - აღნიშნა ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-სთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ პაატა ბურჭულაძე ახალი ინიციატივით შემოვიდა პოლიტიკურ ასპარეზზე. მისი განმარტებით, სექტემბერში არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით შეხვედრა უკვე გამართაგახარია საქართველოსთვისლიდერთან, გიორგი გახარიასთან, „ლელო - ძლიერი საქართველოსლიდერთან, მამუკა ხაზარაძესთან, „ნაციონალური მოძრაობისთავმჯდომარესთან, თინა ბოკუჩავასთან დაკოალიცია ცვლილებისთვისლიდერებთან, ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიასთან.

პაატა ბურჭულაძის თქმით, „ქართული ოცნებაარალეგიტიმურია და ამიტომ არჩევნების დანიშვნის უფლება არ აქვს. მისივე განცხადებით, არჩევნების დანიშვნის უფლება აქვს სალომე ზურაბიშვილს და ზვიად გამსახურდიას დროს შექმნილ უზენაეს საბჭოს.

როგორც პაატა ბურჭულაძემ აღნიშნა, საპარლამენტო არჩევნები, რომელიც სექტემბერში იქნება, ელექტრონული წესით ტელეფონებით ჩატარდება.

არჩევნები ჩატარდება ელექტრონულად, ტელეფონებით ჩავატარებთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ეს პროგრამები უკვე მალე იქნება მზად. შევეცდები აგიხსნათ, გაქვს ტელეფონი, ამ ტელეფონით ფიქსირდებით ამომრჩეველთა სიაში. როცა მოვა არჩევნები, არჩევნების დროს ჩაირთვება ფანჯარა, სადაც შეგყავს შენი პერსონალური მონაცემები და აჭერ რომელ პარტიას გინდა მიცე ხმა. სახლიდან გამოუსვლელად შეიძლება ჩატარდეს ეს არჩევნები. რაც მთავარია, ასობით ათასი ჩვენი ემიგრანტი მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში. ტელეფონით გაყალბების შანსი აბსოლუტურად არ არის. იქნება სპეციალური საიტი, რომელიც შემოწმდება საზღვარგარეთიდან, მივიღებთ დასტურს, რომ იქნება 100%-იანი გარანტია. რაც მთავარია ტელეფონი არ გაჟონავს“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.