ტერორიზმი - ძალადობის გამოყენება პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. შეიარაღებული თავდასხმა, რომლის მიზანია არა მოწინააღმდეგისადმი რაიმე სტრატეგიული ზიანის მიყენება, არამედ შიშის დანერგვა, შანტაჟი. კერძოდ, ტერორისტული აქტი შეიძლება მიმართული იყოს ადამიანების წინააღმდეგ, რომლებსაც ტერორისტების პოლიტიკურ პოზიციასთან საერთო არაფერი აქვთ.
ტერორიზმი სათავეს 1605 წელს იღებს, როდესაც ინგლისელ ჰაი ფოუქსს აფეთქების გზით სურდა მეფე ჯეიმზ I-ის მოკვლა. თანამედროვე ტერორიზმის ეპოქის დასაწყისი, როგორც წესი, თარიღდება გვიანი 1960-იანი წლებით, როდესაც ურბანული ტერორიზმის ტალღა საინფორმაციო ეპოქაში გადაიზარდა. ამ პერიოდის პოლიტიკურ ლანდშაფტზე დომინირებდა ტერორიზმის ორი ტიპი - ნაციონალისტური-სეპარატისტული ტერორიზმი და ახალი მემარცხენეების სოციალისტური რევოლუციონერი ტერორისტები.
დროსთან ერთად გააქტიურდა საერთაშორისო თანამშრომლობა ტერორიზმის წინააღმდეგ. ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა მთავრობათაშორისი ერთეულები და ინიციატივები კონტრტერორიზმის კომპონენტში. დღესდღეობით, ანტიტერორისტული კანონების, პოლიტიკის და აღსრულების მიდგომების ქსელი შემუშავებული და განვითარებულია და კონტროლდება მსოფლიოს 70-ზე მეტი საერთაშორისო ინსტიტუტის, ორგანოსა და ქსელის მიერ.
ეს ძალისხმევა ეხება ყველაფერს, მათ შორის, საერთაშორისო იურიდიული წესების გამოქვეყნებას გლობალური პოლიტიკის სტანდარტების შესამუშავებლად; სისხლის სამართლის კანონების შემუშავებას დაზვერვის/ინფორმაციის გაზიარებისთვის. ამ პროცესში წამყვანი აქტორები არიან აშშ, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირი, ნატო და გაერო თავისი განშტოებებით.
თანამედროვე მსოფლიოში ტერორიზმის გლობალური საფრთხე ცვალებადი, არაპროგნოზირებადი და მზარდია. გლობალური ტერორისტული საფრთხის ყველაზე მკაფიო გამოვლინებაა ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“. თუმცა, ამით არ მცირდება სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებთან („ალ-ქაიდა“, „თალიბანი“ და სხვა) ასოცირებული საფრთხეები. მიუხედავად ამ საფრთხეებისა, ირკვევა, რომ მაშინ, როდესაც მსოფლიოში რადიკალური ისლამური ტერორისტული დაჯგუფებები კლავენ, წვავენ, ასახიჩრებენ მშვიდობიან მოსახლეობას, მათი დაფინანსების ერთ-ერთი წყარო - ევროკავშირია.
ფრანგული გამომცემლობა „ლე ფიგარო“ აქვეყნებს სტატიას, სადაც გამოქვეყნებულია სია იმ ორგანიზაციების, რომლებიც დაფინანსებულია ევროპიდან და ეწევიან ისლამის პროპაგანდას.
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი წერს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ევროკავშირის მიერ დაფინანსების კვლევამ დაადასტურა, რომ ევროპული ბიუროკრატია იყო ისლამური პროპაგანდის ხელშემწყობი ორგანიზაციების მთავარი დონორი.
„ფრანგმა ჟურნალისტებმა გამოავლინეს მჭიდრო კავშირი ევროპულ ბიუროკრატიასა და რადიკალურ ისლამს შორის. ევროკავშირის არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების პროგრამების კვლევამ აჩვენა, რომ ევროპული ბიუროკრატია იყო მთავარი დონორი იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელში, რომლებიც ხელს უწყობდნენ რადიკალურ ისლამურ მოძრაობებს მთელ მსოფლიოში.
ადრე ბრიუსელი ყველა მსგავს ბრალდებას დემაგოგიით პასუხობდა, შეთქმულების თეორიებთან დაკავშირებით, მაგრამ რეალურად, ეს „შეთქმულების თეორია“ ჩვეულებრივი პრაქტიკა აღმოჩნდა. როდესაც მსოფლიოში რადიკალური ისლამური ტერორისტული დაჯგუფებები კლავენ, წვავენ, ასახიჩრებენ მშვიდობიან მოსახლეობას (იმავე სირიაში), უნდა გვესმოდეს და „გაგებით მოვეკიდოთ“, რომ მათი დაფინანსების ერთ-ერთი წყარო ევროკავშირია“, - წერს დავით ქართველიშვილი.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი აცხადებს, რომ ამ მიმართულებით არ ხდება მოვლენათა ანალიზი და კერძოდ, მოვლენები, რომელიც განვითარდა საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში. მისი თქმით, თუ ჩვენ ამ პროცესებს რელიგიური კუთხით შევხედავთ, ალბათობის მაღალი ხარისხით, ამ შემთხვევაშიდაც ავტორები არიან ერთიდაიგივე და მიზანი იყო ერთი წრმენის ქვეშ მყოფი ადამიანების დაპირისპირება, რითაც ზოგადად მოშლილი იქნებოდა არა მხოლოდ სულიერი, არამედ ფიზიკური კავშირიც.
„ამიტომ, ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაცია და არასახელმწიფო ავტორი, რომელიც პირდაპირ ან ირიბად არის ამ პროცესებში ჩართული, მათ შორის თანამედროვე ეტაპზე მიმდინარე მოვლენებში, ასრულებს უშალოდ ძირგამომთხრელ საქმიანობას. კერძოდ, აწარმოონ მათ შორის რელიგიური ხასიათის ომი, რომლის დანიშნულებაა დაპირისპირების მასშტაბები მაღალი იყოს სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის. იმიტომ, რომ რაც უფრო მაღალი დონის განხეთქილება იქნება, მათ ექნებათ უფრო ხელსაყრელი პირობები, რომ ძირი გამოუთხარონ სხვადასხვა სახელმწიფოებს, თუ მათ ერთობას“, - აცხადებს კუხალაშვილი.
რაც შეეხება უშუალოდ მისიას, რასაც ახორციელებენ როგორც ევროკავშირი, ისევე სხვა ავტორები, მისი თქმით, ამ მისიებში შედეგობრივადაც სახეზე გვაქვს წმინდა სადაზვერვო აქციები, რომლის დანიშნულება არის კონკრეტულ სახელმწიფოთა დასუსტება და ამ შემთხვევაში მათ არაფრად მიაჩნიათ ის მსხვრეპლი, რასაც ჩადიან რელიგიური მიმართულებით.
„ასე რომ, ამ შემთხვევაში ახალი არაფერი გვაქვს. ეს არის უკვე მტკიცებულებითი ფორმის დოკუმენტი, რომელზედაც ვფიქრობ, რომ თუკი საერთაშორისო სამართალი არსებობს, ამ მიმართულებით გარკევული საკითხების გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს. ტერორიზმი - ეს ყველაფერი არის პროპაგანდა, რომ თითქოს ტერორიზმი არ არის კარგი ქმედება, მაგრამ პრაქტიკულად, ყველა სახელმწიფო - მაღალი დემოკრატიისა, თუ დაბალი, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, პირდაპირ, ან ირიბად მაინც ჩართულია ამ ტერორისტული ჯგუფის ორგანიზებაში. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო და საშუალება საკუთარი პოლიტიკური, თუ სხვა ხასიათის მიზნების მისაღწევად. ამიტომ, ტერორისტული ორგანიზაციები წარმოადგენენ ხელსაყრელ ელემენტებს უცხო ქვეყნების სადაზვერვო საქმიანობისათვის. ასე რომ, როდესაც ტერორიზმი ვერ მარცხდება მსოფლიოში, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანას კოსმოსურ დაზვერვაზე მიუწვდება ხელი, ეს იმას ნიშნავს, რომ ის არ მარცხდება მხოლოდ იმისათვის, რომ სახელმწიფოებმა ის გამოიყენონ საკუთარი მიზნების გასატარებლად საერთაშორისო ასპარეზზე.
ამიტომ, ის ტერორისტული ორგანიზაცები, რომლებიც დღის სინათლეზე ჩანან ან თავიდანვე საწყისში არიან შექმნილი უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურების მიერ, ან არ იყვნენ თავის დროზე მათ მიერ შექმნილი, მაგრამ შემდეგ სათანადო შეღწევადობით ხდება მათი გამოყენება ამ პოლიტიკური და სამხედრო მიზნების აღსასრულებლად“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილმა.