გეგუთის კოლონიაში პატიმარ გიგა ფარტენაძის გარდაცვალების დეტალებზე მისი ძმა კობა ფარტენაძე„აფხაზეთის ხმასთან“ საუბრობს და ფოტოებს უგზავნის. მისი თქმით, არავითარი ე.წ. თავანი მის ძმას არ ჰქონდადა ის ვერსია, რომ თითქოსდა ფულის წაგებისა და "თავანის არჩაბარების" გამო მოკლეს, საფუძველსმოკლებულია.
გარდაცვლილის ოჯახის წევრის განცხადებით, გიგა ფარტენაძე ღამის სამის ნახევარზე მასთან ერთად საკანშიმყოფმა პატიმრებმა აწამეს და მოკლეს, თუმცა გამოთქვამს ვარაუდს, რომ ამ ინციდენტთან დაკავშირებით ციხისადმინისტრაცია წინასწარ იყო ინფორმირებული.:
“ჩემს ძმას სხეულზე წამების კვალი აღენიშნება, როგორც თავად მინისტრმა განაცხადა იგი თავში ბლაგვი საგნისჩარტყმის გამო გარდაიცვალა და მსგავსი საგნები თურმე საკნებში დაშვებულია, ეს კი სიმართლეს არშეესაბამება, მას ჩაიდანი აქვს ჩარტყმული, საშინლად არის ნაწამები, თვალი აქვს ამოთხრილი, ექსპერტიზისპასუხი კი დაკრძალვიდან ერთ კვირაში იქნება ცნობილი.
გვინდოდა განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარება ბათუმში, მაგრამ უარი გვითხრეს, თბილისის ცენტრალურექსპერტიზის ბიუროს მიმართეთო“, - განაცხადა „აფხაზეთის ხმასთან“ საუბრისას გარდაცვლილის ძმამ.
კობა ფარტენაძე აცხადებს, რომ მის ძმას ბრალი არასწორად ჰქონდა წარდგენილი. გიგა ფარტენაძეს რამდენიმეწლის წინ ბათუმში ეროვნებით თურქ მამაკაცთან შელაპარაკება მოუვიდა, ახლობლების განცხადებით, მისთვისხულიგნობის მუხლით 3-დან 5 წლამდე პატიმრობა უნდა მიესაჯათ, თუმცა მას ყაჩაღობის მუხლით 16 წლითთავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს:
„ეს ფაქტი ვერ მოხდებოდა ისე, ციხის ადმინისტრაცია საქმის კურსში რომ არ ყოფილიყო. ჯერჯერობით,ადმინისტრაცია არ დაგვკავშირებია, ჩვენც პატიმარმა დაგვირეკა და გვითხრა გიგას ცხედარი პროზექტურაშია დამიხედეთო.
საკანში გიგას გარდა კიდევ სამი პატიმარი იყო, ისინი გეგუთში 4 დღის წინ თბილისიდან გადაიყვანეს, როგორცჩემთვის ცნობილია. გიგას წამებაში ორი პატიმარი იღებდა მონაწილეობას, მესამე კი, უბრალოდ, უყურებდა,გაშველებასაც კი არ ცდილობდა, ერთ-ერთს ზედემტსახელად „კვერცხას“ უწოდებენ“, - განაცხადა კობაფარტენაძემ.
გარდაცვლილის ძმის განცხადებით, გიგა ფარტენაძე მისი დანაშაულის შეუსაბამო დანაშაულის ჩამდენპატიმრებთან იყო საკანში მოთავსებული - საკანში მკვლელობის მუხლით დაკავებული პატიმრებიიმყოფებოდნენ, გარდაცვლილი კი ყაჩაღობის მუხლით იხდიდა სასჯელს.
„ჯერჯერობით არ ვიცი, რას მოიმოქმედებს ჩემი ოჯახი, მაგრამ კითხვები არსებობს და გვსურს, რომ ამკითხვებზე პასუხი გაგვცენ“, - განაცხადა გარდაცვლილის ძმამ.