რატომ აღარ ჩუქნის ქართველი ხალხი, ხელისუფლებას ქონებას?

რატომ აღარ ჩუქნის ქართველი ხალხი, ხელისუფლებას ქონებას?

ვარდების რევოლუციის“  შემდეგ რამდენიმე თვეში ნაციონალურმამოძრაობამ“ შევარდნაძის მაღალჩინოსანთა ქონების აღწერა დაიწყო.წარმოუდგენელი სიზუსტით დათვალეს იმ უკანონო შემოსავლებისრაოდენობარომელსაც ქრთამი ჰქვიაუფრო კონკრეტულად კიამა თუ იმუწყების მაღალჩინოსანს წლის განმავლობაში ქეშად რა თანხა რჩებოდა,ნაციონალური ხელისუფლებისთვის კარგად იყო ცნობილიისეთიშემთხვევებიც იყოროცა უწყების ერთი ხელმძღვანელიდავუშვათ,  100ათასს შოულობდამისმა შემცვლელმა ვერ ან არ აიღო იგივე რაოდენობისქრთამიმიხეილ სააკაშვილი ყველა მაღალჩინოსნის ფინანსური გაწეწვისპროცესში აქტიურად იყო ჩართულიმას უთქვამს თავისბანკირებისთვის“არ მაინტერესებსიშოვა თუ ვერაან პატიოსანია მისწინამორბედზე თუ არადროზე მოიტანოს ფულითორემ ციხეშიამოვალპობსადაც უნდა იქ იშოვოსთუ  უნდა შვილები გაყიდოსო.მიხეილ სააკაშვილის ეს გამონათქვამი ცნობილია და საიდუმლოს არწარმოადგენსშევარდნაძის ყოფილი მაღალჩინოსნებიც კი ვერ მალავდნენგაოცებას.

 

ვიდრე მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდოდა, მანამდე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობდა. იმხანად მან შევარდნაძის ხელისუფლების იმ პროფესიონალი კადრების გადმობირება მოახერხა, ვისაც ხელი მიუწვდებოდა მაღალჩინოსანთა ლეგალურ თუ არალეგალურ შემოსავლებზე. მიხეილსააკაშვილმა შექმნა გასაიდუმლოებული ჯგუფი, რომლებმაც დაადგინეს, კონკრეტული თანამდებობის პირები რა ქონებას ფლობდნენ, ქონების რა ნაწილი ჰქონდათ დეკლარირებული და რა არა. ჩინოსნებზე რიცხული უძრავი ქონების დადგენა მაშინ მოხდა, როდესაც, 2002 წელს, ახალგაზრდა „რეფორმატორებად“ და ოპოზიციად წოდებულ ჟვანია-სააკაშვილის გუნდსა და შევარდნაძისხელისუფლების მაღალჩინოსნებს შორის ურთიერთობა დაიძაბა. ნებისმიერი მაღალი თანამდებობის პირის ფეშენებელურ სასახლეებთან ტელეკომპანიარუსთავი 2-ის ჟურნალისტებს ხშირად წააწყდებოდით, დაქირავებული ფოტოგრაფები ფოტოებს იღებდნენ, ყველაზე ცუდ შემთხვევაში კი, ავტომატებით შეიარაღებული ჯგუფი დაადგებოდა მშენებარე სახლის მუშებს და ისტერიული ტონით კითხულობდნენ, ვის ეკუთვნოდა სახლი. მსგავს ფაქტს პირადად შევესწარი დიღომში, ერთ-ერთ მშენებარე სახლთან, რომლის მეპატრონეცშევარდნაძის ხელისუფლებაში ყოფნისას მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა და ჩემი ნათესავია. იქ ითხოვდნენ სახლის დოკუმენტებს. ეს 2003  წლისთებერვალში მოხდა. ცხადია, მეც მოვთხოვე საბუთი, თუ რომელი უწყებიდან იყვნენ თავად მოძალადეები. დიდი დავიდარაბის შემდეგ, ერთ-ერთი ამოვიცანი და სახელით მივმართე. შერცხვენილმა თავი დახარა. მე პირდაპირ მივახალე: უშიშროების სამინისტროში მუშაობ, ხელფასს ის ხალხი გიხდის, ვისაც ატერორებ, რა უფლება გაქვს მიხეილ სააკაშვილის მითითებით, თუნდაც შევარდნაძისმაღალჩინოსნების მშენებარე სახლებთან ასეთი ამბები დაატრიალო, ეს არის შენი მოვალეობა-მეთქი? ცხადია, პასუხი ვერ მივიღე. ჯგუფის დანარჩენი წევრები კვლავ განაგრძობდნენ მშენებლების დაკითხვას, როდის მოხვედით სამუშაოდ, სახლის მეპატრონეს თუ ნახულობთ, რამდენი შვილი გყავთ, სად ცხოვრობთ, გვითხარით ზუსტი მისამართი და ვისია ეს სახლი, თორემ პრობლემები შეგექმნებათო. ამ ყველაფერს რუსთავი 2-ის ჟურნალისტი იღებდა. იარაღიან ჯგუფთან რომ ვერაფერს გავხდი, უშიშროების იმჟამინდელ მინისტრს, ვალერიხაბურძანიას დავურეკე და ვკითხე, ესა და ეს კაცი თუ მუშაობს თქვენთან-მეთქი. მან დამიდასტურა და მითხრა, რომ ანტიტერორისტულ ღონისძიებაში მონაწილეობსო. თუ ანტიტერორისტულ ღონისძიებაში მონაწილეობა ევალება, შენი თანამშრომლების ჯგუფი რატომ დარბის ქუჩებში და არკვევს, რომელი მშენებარე სახლი ვისია? ვალერი ხაბურძანია შეცბა და სიტუაციის გარკვევას დამპირდა. ზუსტად ერთ წუთში დაურეკეს ჯგუფის ყველაზე აგრესიულ წევრს, რომელიც ხელმძღვანელის შთაბეჭდილებას ტოვებდა, მან დანარჩენებს უთხრა, ბიჭებო სასწრაფოდ უნდა წავიდეთ, რაღაც მნიშვნელოვანი მოხდაო. მოულოდნელად მე მომმართა, ჩვენ სპეციალური დაცვის წევრები ვართ, ამ უბნის დაცვის ახალი სისტემებითო აღჭურვა გვინდაო. ეს იმდენად არაადეკვატური პასუხი იყო, რომ მაშინ სიცილი ვერ შევიკავე. ცოტა ხანში კი უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ დამირეკა და მითხრა, რომ ჩემი თანამშრომლები, პარალელურად კერძო დაცვის სამსახურში მუშაობენ და ამ კონკრეტულ შემთხვევაში ისინი ჩემს მითითებებს არ ასრულებენო. მინისტრის პასუხი აშკარად არადამაჯერებელი იყო, მაგრამ ერთი რამ კი ცხადი იყო: მიხეილსააკაშვილს და მის გუნდს ხელისუფლებაში მოსასვლელად სპეცსამსახურები მარტო იმით კი არ ემსახურებოდნენ, რომ მას 2003 წლის 23 ნოემბერს პარლამენტის კარი უპრობლემოდ გაუღეს, არამედ შევარდნაძისსპეცსამსახურების თავკაცებმა მიხეილ სააკაშვილსა და ნაციონალურმოძრაობას“ შევარდნაძის ჩინოსანთა ფინანსებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ პირველი ფინანსური იერიში „ა“ კლასის წარმომადგენლებზე განახორციელეს და ახალი სისხლის სამართლის საქმეების შეკერვა თეთრი ძაფით დაიწყეს. რადგანაც შევარდნაძის მაღალჩინოსნებს ვერ უმტკიცებდნენ, რომ მათ ეს ქონება უკანონო გზით დააგროვეს, ნაციონალურიმოძრაობის“ ერთ-ერთმა სულისჩამდგმელმა, „რუხმა კარდინალმა“ ზურაბადეიშვილმა ნაცხროვას შევარდნაძის ჩინოსანთა ქონების წართმევის, ყველაზე ოპტიმალური პროექტი შესთავაზა. დაზარალებული საჯაროდ აცხადებდა: მეჩემს ქონებას სახელმწიფოს ვჩუქნი“. მოკლედ, მიხეილ სააკაშვილი დანაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ადეიშვილის პროექტმა იმდენად აღაფრთოვანა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ადეიშვილს სულ ტვინიკოსი და ჭკუის კოლოფა ეძახა. ბოლოს დაუმატა; რა იყო ბიჭოასეთი ტვინიკოსი და ასეთიმახინჯი რომელ კახეთში დაიბადეო? სააკაშვილის ამ უკბილო ხუმრობამ მთელი სანაცეთი გააცინა, ხოლო გაწითლებულ ტვინიკოსს“ თავი ჩაუღუნია.

ნაციონალებმა დაიწყეს მასობრივი ტელედაჭერები. ოღონდ არ ეცემათ, არ ეწამებინათ და ოჯახის წევრები არ აეწიოკებინათ, დაკავებულთა უმეტესობა პროკურატურის გამომძიებლებს ეხვეწებოდა, წაიღეთ ყველაფერი, ოღონდ ჩემს შვილებს და ოჯახს არაფერი დაუშავდეთო. პროკურატურაში, პოლიციაში, კანცელარიასა თუ პარლამენტში იმ მაღალჩინოსანთა რიგი იდგა, რომლებიც თავიანთ კუთვნილ სახლებს, აგარაკებს, ბიზნესწილებს ნებაყოფილობით ნოტარიულად, ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გარეშე თმობდა. ნოტარიულ აქტში კი შავით თეთრზე ეწერა, „ჩემს ქონებას ჩემი ნებით ვჩუქნი სახელმწიფოს“.

უსიამოვნო მდგომარეობაში მყოფი ადამიანები, რომლებიც სახელმწიფომ დააკავა და ციხეში ცემასა და წამებაში ხდიდა სულს, მაინც უსასყიდლოდ ჩუქნიდა იგივე სახელმწიფოს, რაც ებადა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ქონების ჩუქების სურვილი და სახელმწიფოს მიმართ გადაჭარბებული სიყვარული, რატომღაც გამთენიის 3-4 საათზე იჩენდა ხოლმე თავს. დიახ, ნოტარიუსი, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება არასამუშაო დროს იდებოდა, მჩუქებელსა და სახელმწიფოს შორის სანოტარო აქტი უპრობლემოდ ფორმდებოდა. ასე გრძელდებოდა 9 წლის განმავლობაში და ნაციონალური მოძრაობის“ლიდერები ისე გამდიდრდნენ, რომ სრულიად საქართველოს მათი გამოჩენა შიშის ზარს სცემდა და იდგა იმ ადამიანთა უწყვეტი რიგი, რომლებიც საკუთარ ქონებას სახელმწიფოს, საკუთარი სიცოცხლის და ოჯახის გადარჩენის ფასად ჩუქნიდა. დიახ, ზურაბ ადეიშვილის პროექტმა მე ვჩუქნი ჩემს ქონებასსახელმწიფოს“ კარგად იმუშავა და მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი გაამდიდრა, ხოლო ქართული საზოგადოება დააშინა, გააკოტრა და დააბეჩავა. იმედდაკარგულ საზოგადოებას ვერ წარმოედგინა, რომ საქართველო მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს თავს დააღწევდა. მაგრამ მოხდა სასწაული და ხელისუფლება შეიცვალა. საზოგადოებამ უარი თქვა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმზე და  ბიძინაივანიშვილსა და ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი.

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება შეიცვალა და საზოგადოებისთვის ცნობილია უამრავი მტკიცებულებანი, თუ როგორ ჩაგრავდა, აწამებდა, სცემდა, აკნინებდა და ამცირებდა ადამიანებს მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი.  ნაციონალური მოძრაობის“ დემაგოგი ლიდერები კვლავ ცდილობენ საზოგადოებას ტყუილებით ტვინი გამოურეცხონ. 

არადა, ამ 9 წლის განმავლობაში მათ მიერ გაძარცვულ და დაყაჩაღებულ ადამიანებზე თუ ჰკითხავთ, ასეთი პასუხი აქვთ: ვისაც სურვილი ჰქონდა, მან სახელმწიფოს აჩუქა თავისი კუთვნილი ქონება და სად არის აქ კანონდარღვევაო?

მორჩით, ბატონო! დავუშვათ, დავიჯერეთ თქვენი ზღაპრები, რომ ხალხმა საკუთარი ქონება ხელისუფლებას აჩუქა და თავად ნებაყოფილობით ღია ცის ქვეშ დარჩა. მაშინ რა გამოდის? ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა რატომ არ აჩუქეს საკუთარი ქონება სახელმწიფოს. რა, თქვენ არ გიყვართ ქვეყანა?

ისმის ლოგიკური კითხვა, იგივე საზოგადოება რატომ არ ჩუქნის სახელმწიფოს საკუთარ ქონებას ისე, როგორც ამას 9 წლის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილისმმართველობისას აკეთებდა? იმიტომ ხომ არა, რომ საზოგადოება ძუნწი გახდა? ანდა იმიტომ ხომ არა, რომ ახალი ხელისუფლება არ აიძულებს ამას, არ სცემს, არ ამცირებს, არ აშანტაჟებს და არ ემუქრება ოჯახის წევრების დაჭერა-დაკავებით? ამ კითხვაზე სწორ პასუხს გეტყვითო, ამბობს ნაციონალური მოძრაობა“...სახელმწიფო არ აძლევს საზოგადოებას იმის საშუალებას, რომ საკუთარი ქონება სახელმწიფოს აჩუქოსო!

სინამდვილეში კი ექსკლუზივ ნიუსმა“ დეტალური ინფორმაცია მოიძია იმის თაობაზე, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნების“გამარჯვებისა და ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის მოსვლიდან ამ დრომდე, არც ერთი მსგავსი ფაქტი საკუთარი ქონების სახელმწიფოსთვის ჩუქების შესახებ არ დაფიქსირებულა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ახლახან,ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე ობიექტი სახელმწიფოს თავისი ნებით აჩუქა. სხვა ინფორმაცია ამის შესახებ არ მოიპოვება. ხსენებული თემა კი განსახილველად იმ საზოგადოებისთვის მიმინდია, ვისთვისაც ღირსება ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისა თუ პოლიტიკური ლიდერის მხარდაჭერაზე მაღლა დგას.