,,ბევრი ადამიანი ჯერაც იყენებს ფრაზას - ,,რუსეთი შეიჭრა საქართველოში" 2008 წლის აგვისტოში. მაგრამ ეს არ არის ის, რაც სინამდვილეში მოხდა. ოსები და ქართველები ჩათრეულები აღმოჩნდნენ ადგილობრივ შეტაკებებში. რუსეთის 58-ე არმია მზადყოფნაში იყო. საქართველოს ლიდერი პირველი დაესხა თავს და რუსეთის არმიამ რამდენიმე საათის შემდეგ უპასუხა"", - წერს ანალიტიკოსი თომას დე ვაალი ა.წ. 28 თებერვალს გამოქვეყნებულ წერილში ,,ყირიმის კრიზისი: კავკასიის სამი გაკვეთილი". ავტორი აანალიზებს ყირიმის ამჟამინდელ კრიზისს და ადარებს მას საქართველოში 2008 წლის აგვისტოში შექმნილ ვითარებას. დე ვაალის ციტირებული აზრი დაზუსტებას საჭიროებს - სააკაშვილი ფსიქოპათია და მას ახასიათებს მერყეობა სრული პანიკური განწყობისა და გამარჯვებულის ეიფორიას შორის. თანაც ერთი მდგომარეობიდან მეორეში ის საოცრად სწრაფად გადადის, რაშიც სპეციალური პრეპარატების მიღებაც ეხმარება. იმხანად ის მართლაც ხშირად ვარდებოდა პანიკაში. მაგალითად 2008 წლის მაისში, როდესაც პუტინის მთავრობამ განაცხადა, რომ აფხაზეთში საჰაერო დესანტს განათავსებდა, მან დაურეკა ლომაიას და უთხრა - ,,დაიწყო!". თუმცა მალე ისევ დაურეკა და აღიარა, რომ ყალბი განგაში ატეხა. სულ სხვა იყო სააკაშვილის განწყობა 2008 წლის 7 აგვისტოს. ,,ვის თავში დაიბადა მანიაკური იდეა, რომ ცხინვალში სასწრაფოდ დაედგათ ტრიბუნა, აღემართათ ორი ათასი ქართული დროშა და პირდაპირი სატელევიზიო ჩართვით მთელი მსოფლიოსათვის ეცნობებინათ კონსტიტუციური სამართლიანობის აღდგენა?" ასეთი შეკითხვა დასვა სამხედრო ექსპერტმა ირაკლი ალადაშვილმა შარშან ,,კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებულ წერილში. ამბავი თბილისიდან ტრიბუნების და დროშების წაღებისა დაწვრილებით აღვწერე ჩემს წიგნში ,,ავანტიურა 08.08.08" და ბლოგზე განთავსებულ წერილებში. იქ ისიც დავწერე, რატომ აღმოჩნდნენ ,,ოსები და ქართველები ჩათრეული ადგილობრივ შეტაკებებში". აქ ეს ამბავი მომყავს მხოლოდ იმის დასტურად, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს პუტინის ჩეკისტური რეჟიმის მიერ მართული ფსიქოპათი სააკაშვილი შეშინებული სულაც არ იყო. პირიქით - ის გამარჯვებულის ეიფორიაში იმყოფებოდა და თავის ჭკუაში დავით აღმაშენებლის გვერდით იკავებდა კუთვნილ ადგილს მრავალტანჯული საქართველოს ისტორიაში. სააკაშვილის ეიფორია შეიცვალა პანიკური შიშით 8 აგვისტოს დღის მეორე ნახევარში, მას შემდეგ, რაც რუსულმა ავიაციამ დაბომბა ცხინვალი და სხვა ქართული ქალაქები. 10 აგვისტოს მას არ ეყო ძალა გამოსულიყო ბუნკერიდან და პარლამენტში მოსულიყო. 11 აგვისტოს კი გორში გაიქცა გაოცებული კუშნერისა და მისი დელეგაციის თვალწინ.
,,2008 წელს სამხრეთ ოსეთში რუსეთის სამშვიდობო ძალების ყოფნა აბსოლუტურად ცხადს ხდიდა იმას, რომ მოსკოვი უსათუოდ გამოიყენებდა სამხედრო ძალას. (ორი წლის შემდეგ რუსეთი არ ჩაერია ოშის კრიზისში, ყირგიზეთში, მიუხედავად იმისა, რომ მას ამ თხოვნით მიმართავდნენ)", წერს დე ვაალი და სვამს კითხვას - ,,შეასრულებს თუ არა ვინმე კოკოითის როლს ყირიმში?".
აღსანიშნავია, რომ ყირიმში თავისი ,,კოკოითი" არ მოიძებნა. მიუხედავად მრავალი პროგნოზისა ყირიმი მშვიდ ადგილად რჩებოდა 1991 წლის დეკემბერში სსრკ-ს დაშლიდან დღემდე. მშვიდობა და სტაბილურობა ყირიმმა ,,ევრომაიდანის" დღეებშიც შეინარჩუნა. ჩეკისტებმა ვერ გადაიბირეს ადგილობრივი ელიტის წარმომადგენლები და, ამის გამო, უკრაინაში რევოლუციის გამარჯვებისა და იანუკოვიჩის გაქცევის შემდეგ პუტინის რეჟიმმა სსრკ-ს დაშლის შემდეგ უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა: შეიარაღებულმა ,,უცნობმა" ნიღბიანმა ადამიანებმა (რომლებსაც სამხედრო ფორმებზე არავითარი ნიშნები არ ჰქონდათ) აიღეს სიმფეროპოლში პარლამენტის შენობა და იარაღის მუქარით აიძულეს ყირიმელ დეპუტატებს გადაერჩიათ და შემდეგ დაენიშნათ ხელმძღვანელი პირები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ასეთ ხელმძღვანელ პირებად ჩეკისტებმა ის კრიმინალები შეარჩიეს, ვისაც ,,პახანი" იანუკოვიჩი მფარველობდა და ვინც იანუკოვიჩის საარჩევნო კამპანიას აფინანსებდა ყირიმელებისაგან ნაძარცვი ფულით. სიმფეროპოლში ყველას ესმოდა, რომ იანუკოვიჩის გაქცევის შემდეგ პროკურატურა პასუხისგებაში მისცემდა ამ ადამიანებს, მათ კი პარლამენტის თავმჯდომარის და პრემიერის თანამდებობები დაიკავეს - ჩეკისტებმა სხვები ვერ მონახეს ამ საქმისათვის! საერთაშორისო ექსპერტები ერთხმად აღნიშნავენ, რომ პუტინის რეჟიმმა ვერ შეძლო ყირიმში ე.წ. ,,აფხაზეთის" სცენარის განხორციელება და მოუწია ,,ჩეხოსლოვაკიის"" სცენარით მოქმედება. ყირიმში სპეცოპერაციის დარწყებისთანავე ცნობილმა სამხედრო ექსპერტმა პავლე ფელგენგაუერმა განაცხადა, რომ შექმნილ ვითარებაში დამარცხდება ის, ვინც პირველად გაისვრის. აი, როგორ აღწერს ფელგენგაუერი ყირიმის ოკუპაციას: ,,План захвата Крыма начинался 27-го февраля серией последовательных акций по захвату и блокированию стратегически важных целей – дороги, аэропорты, системы связи и СМИ, украинские военные и правительственные объекты – силами морской пехоты Черноморского флота и тайно переброшенного в Крым спецназа, который ради смеха российские средства массовой пропаганды объявили местной "самообороной".
Предлог, как с Грузией, нужен России, чтобы у Запада был бы повод поругаться, а потом поскорее забыть об очередной агрессии и заняться обычным бизнесом. Ещё важнее, чтобы у украинцев был повод винить оппозицию и "бандеровцев" за то, что российским военным приходится спасать и освобождать их, "диспропорционально применяя силу". Но украинские военные, милиция и прочие силовики, которых в стране сотни тысяч, и в Крыму немало, деморализованы неожиданной революцией и сидят на базах. Силы же самообороны Майдана и члены правительства Яценюка также не горят желанием действовать. Новые украинские лидеры только что победили, отстояв почти 3 месяца зимой на Майдане, утверждая моральную силу протеста, и убедились, что проигрывает тот, кто первым открывает огонь"". ეს ვრცელი ციტატა მოვიყვანე იმის გამო, რომ დავრწმუნდი - ჩვენში ბევრმა არ იცის, რა მასშტაბის მოვლენები ვითარდება ყირიმში.
აქვე მინდა შევადაროთ ერთმანეთს ფელგენგაუერის ფრაზა: ,,Американские средства объективного контроля оперативной обстановки в регионе выявили факты российского военного вторжения в Крым без каких-либо украинских провокаций или силовых действий""
და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 2008 წლის 2 ოქტომბერს (აგვისტოს კატასტროფიდან თვენახევარში!) მიღებული რეზოლუციის მე-5 პუნქტი:
,,5. მიუხედავად ამისა, 2008 წლის 7 აგვისტოს წინასწარი გაფრთხილების გარეშე საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის დაწყებამ, განსაზღვრა ესკალაციის ახალი დონე, კერძოდ ღია და სრულად ჩამოყალიბებული საომარი მოქმედებების დონე. საქართველოს შეიარაღებული ძალების მხრიდან ძალის არაპროპოციული გამოყენება მდგომარეობდა მძიმე იარაღის და კლასტერული ჭურვების ხმარებაში, რაც სერიოზულ რისკს უქმნიდა მშვიდობიან მოსახლეობას და, თუმცა ეს საკუთარ ტერიტორიაზე ხორციელდებოდა, წარმოადგენდა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალის დარღვევას და საქართველოს მხრიდან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ნაკისრი ვალდებულების უგულებელყოფას"".
ვფიქრობ ეს შედარება მკაფიოდ გვიჩვენებს სააკაშვილისა და მისი თანამზრახველების მიერ ჩადენილი ღალატის არსს და მასშტაბს.
ამ ეტაპზე პუტინი და მისი რეჟიმი სასტიკად დამარცხდნენ. მთელმა მსოფლიომ აღიარა, რომ უკრაინის ახალ ხელისუფლებას რუსეთისათვის ყირიმის ოკუპაციისათვის იოტისოდენა საბაბიც არ მიუცია. ასეთი მოქმედებით უკრაინის ხელისუფლებამ დასავლეთის სახელმწიფოების ლიდერებსაც არ დაუტოვა შანსი განაცხადონ, რომ უკრაინამ თვითონ მოახდინა რუსეთის პროვოცირება და ხელები დაიბანონ. არადა დასავლეთის ლიდერებს შორის ისეთებიც არიან, ვისაც საბაბი თუ მიეცემოდა, შვებით ამოისუნთქავდა და აქტიურად არ ჩაერთვებოდა რუსეთის ოკუპაციის შეჩერებაში.
აი ძირითადი განსხვავება დღევანდელ უკრაინასა და 2008 წლის საქართველოს შორის: 2004 წლიდან ჩეკისტი პუტინის სანდო ტანდემ-პარტნიორი ფსიქოპათი სააკაშვილი ახორციელებდა ყოვლად ირაციონალურ, კონტრპროდუქტიულ პოლიტიკას კონფლიქტების მოგვარებისა და რუსეთთან ურთიერთობის სფეროში. სააკაშვილის მოქმედება უკიდურესად აღიზიანებდა დასავლეთს და ნდობას უკარგავდა მათ საქართველოს სახელმწიფოს მიმართ. დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში ამას ,,შეშლილის პოლიტიკას"" უწოდებდნენ, სააკაშვილს კი ,,დედამოტ... შეშლილი"" შეარქვეს. 08.08.08-ში სააკაშვილმა განახორციელა სამხედრო პოლიტიკური ავანტიურა და გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრმა რუსეთმა მაშინათვე მიმართა საბჭოს სააკაშვილის აგრესიის შეჩერების მოთხოვნით. ვთხოვ ყველას გაიაზროს ეს: სანამ სააკაშვილი გამარჯვებულის გამომეტყველებით და ინტონაციებით ტელევიზიით გვიხსნიდა, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები პრაქტიკულად ყველაფერს აკონტროლებდნენ, ამასობაში კი აშშ-ს ელჩი ჯონ ტეფტი შესაბამის დეპეშებს აგზავნიდა ვაშინგტონში, რუსეთმა და არა საქართველომ ატეხა განგაში გაეროს უშიშროების საბჭოში! (ნიუ-იორკში მაშინ შუადღე იყო და ყველა სამუშაო ადგილზე იმყოფებოდა). სწორედ ამიტომ ამბობდა პრეზიდენტი ბუში მხოლოდ იმას, რომ ,,რუსეთის რეაქცია არაპროპორციული იყო"".
სულ სხვა რამ მოხდა უკრაინაში: პუტიმნმა ყველასათის აშკარა და ყოვლად სამარცხვინო გზით, გრუ-ს სპეცდანიშნულების რაზმის გამოყენებით, თანაც ,,პოსლეზე"", დასვა კრიმინალი ,,კოკოითები"" ყირიმის ადმინისტრაციაში. მაგრამ მას არ ჰყავს კიევში ,,სააკაშვილი"" და ის მწარედ დამარცხდა. აშშ-მ და მთელმა დასავლეთმა გააფრთხილეს იგი იმ სანქციებთან დაკავშირებით, რომელთა განხორციელებასაც აპირებენ რუსეთის მიმართ. პუტინმა შესანიშნავად იცის, რომ ამ სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის კოლაფსი გარდაუვალი იქნება და მას იანუკოვიჩის ბედზე ბევრად უარესი რამ ელოდება. (ამ დღეებში რუსული მანეთის და აქციების რეკორდული დაცემა მიმდინარეობს). 3 მარტს კანცლერი მერკელი ესაუბრა პუტინს და დაითანხმა იმაზე, რომ ყირიმში საერთაშორისო მისია შევა, რომელიც ყველაფერს შეისწავლის და გააკონტროლებს. ცხადია პუტინის თანხმობა კარგად იყო შემზადებული მანამდე ობამასთან საათნახევრიანი (!) სატელეფონო საუბრით. საგულისხმოა, რომ პუტინთან საუბრის შემდეგ მერკელმა ობამასთან საუბარში აღნიშნა - ,,დარწმუნებული არ ვარ, რომ პუტინი რეალობას აღიქვამს, ის სხვა სამყაროშია"". პირადად მე კარგა ხანია დავრწმუნდი იმაში, რომ პუტინი მოწყდა რეალობას და ,,სხვა სამყაროში"" გადავიდა. ზოგიერთ მკითხველს შეიძლება ახსოვდეს, რომ როცა ჩვენში ცხარე და ღრმად პროვინციული დებატები მიმდინარეობდა ევრაზიულ კავშირში შესვლა-არშესვლის შესახებ, მე ვაცხადებდი, რომ ეს იდეა სრულიად მოწყვეტილია რეალობას, რომ მას განხორციელება არ ეწერა, რომ ეს მარაზმატული პროექტი უჩვენოდაც ჩაფარცხდებოდა და რომ ჩვენი ამოცანაა დრო მოვიგოთ და რაც შეიძლება ნაკლებად გავაღიზიანოთ რუსეთის მთავრობა, რომლის ტანკები და რაკეტები სააკაშვილის ღალატის შედეგად თბილისიდან 30-იოდე კილომეტრშია განთავსებული.
აი რას წერდა პუტინზე ცნობილი რუსი ფსიქოლოგი ვლადიმერ ლევი ორი წლის წინათ:
"Он прилюдно ездит на лыжах, велосипедах, мотоциклах, автомобилях, вертолетах и самолетах и все водит сам, только сам. То что-то заводит, то из чего-то стреляет. На татами туширует послушных, как резиновые куклы, спарринг-партнеров. Принародно достает со дна морского античные ковшики. Мальчугана, рубашечку приподняв, чмокает в пузик, а собачонку целует в морду. Ведущему себя неправильно чиновнику зловеще обещает прислать доктора. (С пилюлей полония, судя по интонации) (გაიხსენეთ, როგორი მკურნალობით ემუქრებოდა სააკაშვილი ჯონდი ბაღათურიას, პ.მ.) Подглаживает вянущие подглазья и щеки ботоксом. Разухабисто усаживается перед аудиторией, где много молодых дев, широко расставляя обтянутые ляжки и выразительно похлопывая кистями рук вблизи причинного места: во какой я мущщиинааа.
И вот пошел на рекорд в книгу Гиннеса по еще не установленной номинации "правительственный стриптиз". Перед всем миром продемонстрировал на открытом врачебном приеме свои обнаженные, подкачиваемые, но уже заметно дряблеющие телеса.
Голый король. По пояс, но голый. Голый, но король.
М-да, что-то все это по нарастающей: что ни день, то перл демонстративно-самцового поведения, переходящего в эксгибиционизм. Осталось еще прыгнуть без ничего с парашютом со Спасской башни. Можно и без парашюта. (Внизу батутик подставят.) Неплохо бы еще переплыть голышом Яньцзы.
Эксгибиционизм - штука серьезная. Но тут главное - застарелый комплекс Омеги, с раздувшейся гиперкомпенсацией. Был низкорослым щупловатым подростком, застенчивым, трусоватым, но с быстрым неслабым умом, с сильной волей и очень злопамятным. Усиленно занимался спортом, пошел в органы... Знакомый и многолюдный путь этой вот гиперкомпенсации - если только не происходит из нее качественного духовного вырастания, она длится и длится, раздувается и раздувается. Переходит во все последующие жизненные фазы. Превращает человека в раба своего суперобраза: так или иначе, приходится, как автомату, нескончаемо доказывать, какой ты могучий: можешь дать в морду, можешь замочить, можешь съехать с горы, можешь дать денег, можешь оттрахать кого захочешь, все можешь. Оставаясь внутри все тем же тревожно-неуверенным, трусоватеньким, психологически и духовно недоразвитым инфантилом. ხომ არავის გვაგონებს ეს ფსიქოლოგიური პორტრეტი?
წლების წინათ ჟურნალისტებთან საუბარში პუტინმა ასე გაიხსენა თავისი უბედური ბავშვობის ერთი ეპიზოდი:
,,Там, на этой лестнице, я раз и навсегда понял, что означает фраза ,,загнать в угол"". В подъезде жили крысы. И мы с друзьями все время гоняли их палками. Один раз я увидел огромную крысу и начал преследование, пока не загнал ее в угол. Бежать ей было некуда. Тогда она развернулась и бросилась на меня. Это было неожиданно и очень страшно. Теперь уже крыса гналась за мной. Она перепрыгивала через ступеньки, соскакивала в пролеты. Правда, я все равно был быстрее и захлопнул дверь перед ее носом"".
რეალობას მოწყვეტილი მოქმედებებით პუტინმა თვითონ მოიმწყვდია საკუთარი თავი კუთხეში. კარიბის კრიზისის წარმატებულად განმუხტვის შემდეგ ჯონ კენედიმ განაცხადა, რომ მოწინააღმდეგეს აუცილებლად უნდა დაუტოვო უკან დახევის გზა. ამ ეტაპზე დასავლეთი და უკრაინის მთავრობა ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ დაარწმუნონ პუტინი იმაში, რომ მისი კუთხეში გამომწყდევა არავის სურს და სთავაზობენ ჩიხიდან გამოსვლის გზებს. დასავლეთში ისიც კარგად ესმით, რომ პუტინი ჯერჯერობით ინარჩუნმებს თვითმპყრობელურ კონტროლს რუსეთში, მაგრამ მის გარემოცვაში კარგა ხანია ლაპარაკობენ იმაზე, რომ ის ყველასათვის ,,სუფთა ზარალი"" გახდა. სწორედ ამ ფაქტორის გამო არ მოერიდა მერკელი პუტინის არაადექვატურობაზე თავისი აზრის გახმოვანებას....
უკრაინა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია დასავლეთისათვის ვიდრე მთელი სამხრეთ კავკასია. ახლა დასავლეთის ლიდერები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ უკრაინის ხელისუფლებასთან და მათი წარმომადგენლები ყოველდღე ჩადიან კიევში. ვითარება რთულია. პუტინის რეჟიმი შევიდა იმ ფაზაში, როდესაც ყოველი რეპრესიული მოქმედება კი არ აძლიერებს, არამედ, საბოლოო ჯამში, ასუსტებს მას. ვისურვოთ, რომ ეს დასუსტება და რეჟიმის ჩამოშლაც უმსხვერპლოდ მოხდეს.
ტრაგიკული და კომიკური ამბები ხშირად ერთად გვევლინება. ცოტა ხნის წინ გავიგე, რომ ოდესაში, დიუკ რიშელიეს ქუჩაზე მრავალათასიანი ანტიპუტინისტური დემონსტრაცია შედგა. ერთერთ პლაკატზე ეწერა:
"Прости, Вова, она выбрала другого".