თბილისის საკრებულომ მრავალშვილიან დედებს დედის დღე მიულოცა

თბილისის საკრებულომ მრავალშვილიან დედებს დედის დღე მიულოცა

თბილისის საკრებულომ თავმჯდომარის, ირაკლი შიხიაშვილის სახელით, დედის დღესთან დაკავშირებით მიღება გამართა და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ მეომართა მეუღლეებს, მრავალშვილიან დედებს და თბილისში მცხოვრებ ეთნიკურად არაქართველ ქალბატონებს უმასპინძლა.

საკრებულოს თავმჯომარის მოაგილემ, თბილისის საკრებულოს სახელით, ქალბატონებს დედის დღე მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

„მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს ყოველთვის ახსოვდეს ის ქალბატონები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მომავალ თაობას ღირსეულად ზრდის. ჩვენ დღეს გადავწყვიტეთ, რომ თბილისში მცხოვრები დედებისთვის და აგვისტოს ომში დაღუპულ მეომართა მეუღლეებისთვის მცირედით გაგველამაზებინა დღევანდელი დღე“ – განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

დამსწრე ქალბატონებმა თბილისის საკრებულოს დაფასებისა და ყურადღებისთვის დიდი მადლობა გადაუხადეს.