«პაატა კურტანიძესა და კახა ოქრიაშვილს მილიონები აკლდათ, აქაც რომ არ ჩაჩრილიყვნენ?»

«პაატა კურტანიძესა და კახა ოქრიაშვილს მილიონები აკლდათ, აქაც რომ არ ჩაჩრილიყვნენ?»

#6 სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრისგარშემო ატეხილი აჟიოტაჟი გრძელდება.ყველაფერი კი 2011 წლის აგვისტოშიდაიწყოროდესაც თბილისის მერიამგამრეკელის ქუჩაზე მდებარეზემოხსენებული ობიექტი 5 წლითუზუფრუქტის ხელშეკრულებითგაასხვისათუმცა მერიამ პირობადაარღვია და გასხვისებიდან ორ დღეშიშენობა ელექტრონულ აუქციონზეგასაყიდად გაიტანაამ ისტორიას საკმაოდსაინტერესო გაგრძელება მოჰყვარაშიცსააკაშვილის ხელისუფალნი და მათ მიერ შექმნილი მონოპოლისტი ..ბიზნესმენები არიან გარეულნი.

სამწუხაროდახალი ხელისუფლებაც არ ფიქრობს სამართლის აღდგენაზე და არცდიაგნოსტიკური ცენტრის თანამშრომელთა ბედი აღელვებსეს ადამიანები კიცოტა ხანში უმუშევრები დარჩებიანამ ყველაფერზე სასაუბროდ «საქართველოდა მსოფლიოს» #6 სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის ერთ-ერთითანამშრომელი დაუკავშირდარომელმაც გარკვეული მიზეზების გამო ვინაობისგამხელა არ ისურვა.

- 2007 წელს, ვაჟა-ფშაველას #8-ში მდებარე ბავშვთა მე-10, პეკინის #7-სა და პეკინის #14-ში მდებარე პოლიკლინიკები გააერთიანეს. მანამდე პეკინის #14-ში მდებარე პოლიკლინიკის იმჟამინდელმა მთავარმა ექიმმა გოგი კოღუაშვილმა ამ პოლიკლინიკის შენობა გადაცვალა და ეს სამედიცინო დაწესებულება გადავიდა გამრეკელის #19-ში. როდესაც მერიამ ნახა, რომ ეს ფართობი საკმაოდ დიდი იყო, განახორციელა ოპტიმიზაცია და პეკინის #7-სა და ვაჟა-ფშაველას #8-ში მდებარე პოლიკლინიკები შეუერთა. შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა «შპს სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრი #6». გავიდა წლები, ჩვეულებრივვმუშაობდითსაწესდებო კაპიტალი გაიზარდა 3 მილიონ 162 ათას ლარამდე,ყოველ წელს ამ სამკურნალო ცენტრის შემოსავალი 200 ათასი ლარითიზრდებოდაბიუჯეტში კი ყოველწლიურად მილიონ ლარამდე შეგვქონდა დასულ ცოტაღა გვაკლდარომ მსხვილგადამხდელთა რიგებში მოვხვედრილიყავით.

მაგრამ 2011 წლის აგვისტოში დაგვირეკეს მერიიდან და მოგვთხოვეს, რომ უსასყიდლო უზუფრუქტით, 5 წლით გადაგვეცა  დიაგნოსტიკური ცენტრი, თან ამ ობიექტს პროფილი შეუნარჩუნდებოდა და ამავე მისამართზე ბენეფიციარებს უნდა მომსახურებოდა. მალევე ეს შენობა გადასცეს მერიასთან არსებულ ქონების მართვის სააგენტოს. ყველა თანამშრომელს გაგვიხარდა, რადგან მუშაობას ძველებურად განვაგრძობდით და 5 წლის განმავლობაში ყველაფრისგან ვთავისუფლდებოდით. ეს ყველფერი 2011 წლის 12აგვისტოს დარეგისტრირდა საჯარო რეესტრშითუმცა მესამე დღეს, 11 საათზეჩვენი პოლიკლინიკის შენობა აუქციონზე გაიტანეს გასაყიდად. როდესაც გადმოგვეცა პოლიკლინიკა უსასყიდლო უზუფრუქტით, საწესდებო კაპიტალი ამოიღეს და ასე გაანულეს შენობის ფასი. აი, ამ მომენტიდან დაიწყეს მომზადება კორუფციული გარიგებისთვის და მილიონ 162 ათასი ლარის ქონება აუქციონზე გაიტანესმილიონ 220 ათას ლარად და გაყიდეს მილიონ 250 ათას ლარად.

ვინ იყიდა ეს შენობა?

სააფთიაქო ქსელის «პსპ»- მფლობელმა ნიკა ოქრიაშვილმა და «ავერსის»მფლობელმა პაატა კურტანიძემმათ ამ შენობის 50-50 პროცენტი იყიდეს. თუმცა, მათ ეს ქონება აუქციონზე იმავე პირობით შეისყიდეს, როგორც ჩვენ დაგვპირდნენ, ანუ 5 წლის განმავლობაში უსასყიდლო უზუფრუქტით და პროფილის შეუცვლელად. ამშენობის გაყიდვიდან 6 თვის შემდეგ უსასყიდლო უზუფრუქტი შეცვალესსასყიდლიანი უზუფრუქტით და მათ მიერ შესყიდულ შენობაზე კურტანიძემ დაოქრიაშვილმა პოლიკლინიკის თანამშრომლებს იჯარის გადახდა დაგვაკისრეს.ამის შემდეგ მალევე გააუქმეს სასყიდლიანი უზუფრუქტიცშენობა პაატაკურტანიძემ და კახა ოქრიაშვილმა მთლიანად ჩაიგდეს ხელთ და პოლიკლინიკაშიყველანაირი მომსახურება ფასიანი გახადეს. არადა, როდესაც ეს შენობა უსასყიდლო უზუფრუქტით გაასხვისეს, პოლიკლინიკის თანამშრომლებს გაგვიჩნდა პროტესტის გრძნობა, რადგან ჩვენც შეგვეძლო ამ შენობის შესყიდვა, ის ხომ საკმაოდ შემოსავლიანი პოლიკლინიკა იყო?! რაც მთავარია, ოქრიაშვილმა და კურტანიძემ ისპოლიკლინიკებირომლებიც იყიდესიპოთეკით დატვირთეს და ფულიდაატრიალესსწორედ ამის გამო ვერ ვპოულობთ ნასყიდობის ხელშეკრულებას.არადააუცქიონის ოქმის შემდეგ ნასყიდობის ხლშეკრულება საჯარო რეესტრშიუნდა იყოსმაგრამ იქ არ დევს.

 რომ არა კორუფციული გარიგება, სხვა შემთხვევაში მერია რატომ მიჰყიდდა მათ ამ შენობას? შენობა გაყიდეს მესამედ ფასად. ან რატომ გაყიდეს შენობა, რომელსაც არასდროს ჰქონია დავალიანება, არ იყო ავარიული, აღჭურვილია არაჩვეულებრივი ტექნიკით, კოლექტივი მუშაობს, რომელიც ასრულებს ყველანაირ შეკვეთას და სახელმწიფო დავალებებს. წესით და კანონით, მხოლოდ ის შენობა უნდა გაიყიდოს, რომელიც დანგრეულია და ვერ ასრულებს თავის ფუნქციას. ხოლო როდესაც ყიდი, სახელმწიფომ მოგება უნდა ნახოს და არა ზარალი. ეს გარიგება რომ არა, მართლაც ძვირად გაყიდდნენ ამ შენობას. პაატა კურტანიძემ სატელევიზიო ეთერში განაცხადა, «ნაცმოძრაობას»ვაფინანსებდიო და მერიამ სწორედ ამიტომ სცა პატივი და ამიტომ მიჰყიდამესამედ ფასში ეს შენობა.

როგორც ჩანს, ეს კაცი ისევ ასაზრდოებს «ნაციონალურ მოძრაობას» და ამიტომაც ჩაუგდეს ხელში ეს შემოსავლიანი პოლიკლინიკა. გარდა ამისა, შევიტყვეთ, რომ ამ გარიგებისშედეგადიმდენივე თანხარა ფასშიც ეს შენობა გაიყიდაკურტანიძემ დაოქრიაშვილმა ვინმე გოგა ცხაკაიას გადაუხადესროგორც შემდეგ გავარკვიეთესცხაკაია უგულავას მოადგილე ყოფილა.

სხვათა შორის, ჩვენი ცენტრის გენერალურ დირექტორ ზაზა ჯაფარიძეს წამოსცდა კიდეც ერთ-ერთ წერილში, ჩვენ ეს შენობა იმაზე ძვირად ვიყიდეთ, ვიდრე გაიყიდაო.

ამის შემდეგ, როგორც კი საბოლოოდ ხელში ჩაიგდეს პოლიკლინიკა, ყველა თანამშრომელს გეგმა დაგვიწესეს. სადმე გინახავთ, ავადმყოფზე დაწესებული გეგმა? ზოგს 800-ლარიანი გეგმის შესრულება დაავალეს, ზოგსაც _ 2500-5000-ლარიანის. არადა, ჩვენი პოლიკლინიკა ისეთი შემოსავლიანია, რომ ის თანხა, რამდენიც ამ შენობაში გადაიხადეს, უკვე ამოღებული აქვთ. აგვისტოში 2 წელი ხდება და საკმაოდ დიდი თანხაა შემოსული. ასე რომ, თუ ამ პოლიკლინიკას სახელმწიფოს დაუბრუნებენ, ოქრიაშვილი და კურტანიძე წაგებულნი არ დარჩებიან. სხვათა შორის, ივანიშვილის ბრძანებაში წერია, რომ უნდა ჩატარებულიყო შემოწმება იმ ობიექტებზე, რომლებიც კანონდარღვევით იყო გაყიდული.ამაზე მეტი დარღვევა რა გინდარამდენიმე მილიონიანი პოლიკლინიკაკაპიკებად გაყიდესამაზე თანამშრომლებმა ხმა ამოვიღეთგავაპროტესტეთ,მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია.

რაც მთავარია, 2012 წლის სექტემბერშიანუ საპარლამენტო არჩევნებამდე ერთითვით ადრებიუჯეტიდან «სოფლის ექიმის ფონდისთვის» განკუთვნილი თანხა(500 ათასი ლარის ოდენობითგადმორიცხეს თბილისის პოლიკლინიკებშიესმოხდა ივანე მერაბიშვილის ბრძანებით, რომელიც 2012 წლის 31 აგვისტოს გასცა, ანუ მერაბიშვილმა ეს თანხა გადმოურიცხა ზურაბ ჭიაბერაშვილს, ჭიაბერაშვილმა კი თბილისის პოლიკლინიკებს ვითომ დაურიგა, რაც გამორიცხულია. თუნდაც ასე ყოფილიყო, რას ერჩოდნენ ისედაც გაპარტახებულ სოფლის პოლიკლინიკებს? მათთვის ფულის წართმევა შეიძლებოდა? დღეს რომ ტლიკინებს ჭიაბერაშვილი ბევრსაგვიხსნასრატომ და რამიზნით წამოიღო «სოფლის ექიმის ფონდის» კუთვნილი თანხა და რაში გახარჯა!ამას რატომ არავინ ეკითხება თუნდაც სასამართლოზე მერაბიშვილსა და ჭიაბერაშვილს, ძალიან მიკვირს. ან რაში დახარჯეს რეალურად ეს თანხა, არსად ჩანს.

კურტანიძე და ოქრიაშვილი რას გეუბნებიან თანამშრომლებს?

- რა უნდა გვითხრან?! ალბათ, დავრჩებით პოლიკლინიკის გარეთ. ან რა უნდოდათ ჩვენგან, რატომ გვართმევენ საარსებო წყაროს და თანაც ისეთ სამსახურს, სადაც ზოგ თანაშრომელს სიცოცხლის ნახევარი აქვს გატარებული?! რაპაატა კურტანიძესადა კახა ოქრიაშვილს მილიონები აკლდათაქაც რომ არ ჩაჩრილიყვნენ?! მაგრამმერიას ჩვენთვის რომ მოეყიდა იმავე კორუფციული სქემით ეს ობიექტი,იცოდნენრომ ამდენ ხალხს ვერ გაურიგდებოდნენჩვენგან ვერ წაიღებდნენმილიონებს და ამიტომ ისევ თავიანთ ხალხთან იჩალიჩეს. აღსანიშნავია, რომ ჩვენი პოლიკლინიკა შუა ზაფხულში გაასხვისეს, სწორედ იმ დროს, როდესაც თანამშრომელთა უმრავლესობა შვებულებაში იყო.

საბოლოოდ რას უპირებენ ამ შენობას?

- ზაზა ჯაფარიძეს წამოსცდა, რომ დიდი-დიდი დამჭირდეს რამდენიმე თერაპევტი, პედიატრი და გინეკოლოგიო. სავარაუდოდ, კურტანიძესა და ოქრიაშვილს სურთ სამშობიაროს გახსნა. არ ვიცი, რა გვეშველება და, საერთოდ, ამ ქვეყანას რამე თუ ეშველება! ქვეყანაში ისევ ისეთი მონოპოლია მძვინვარებს, როგორც წინა ხელისუფლების დროს იყო, თითქმის არაფერი შეცვლილა და იგივე მონოპოლისტები ბოგინობენ. იქნებგამოფხიზლდეს ჯანდაცვის სამინისტრო ან სამართალდამცავი სტრუქტურები,რათა მსგავსი ფაქტები აღმოიფხვრას საქართველოში.