"მიშა ისეთივე დამნაშავეა, როგორებიც იყვნენ მუსოლინი, პინოჩეტი თუ სხვები. სააკაშვილი და მთლიანად "ნაციონალური მოძრაობა" უნდა გასამართლდნენ"
" ჩვენ დებილები ხომ არ ვართ, ნუთუ არ მოგვეპოვება ჭკვიანი ხალხი? დასავლეთისთვის ყველაფრის კითხვა და მათი დახმარება ქარს გატანებული ფულია"
ანალიტიკოსების აზრით, მნიშვნელოვანია, მოსახლეობა ხშირად ეკითხებოდეს საკუთარ თავს, რატომ შეიცვალა 2012 წელს ხელისუფლება და იყო თუ არა მისი გადაწყვეტილება სამართლიანი, როცა ძველი სისტემის დანგრევა და მის ადგილზე ფუნდამენტურად განსხვავებული პოლიტიკური რეალობის გაჩენას დაუჭირა მხარი? ამ საკითხზე კინორეჟისორს და "საქართველოს ვაზის პარტიის"ლიდერ გიორგი შენგელაიასვესაუბრეთ.
- ბატონო გიორგი, თქვენ ყოველთვის აქტიურობდით და კრიტიკულადაც აფასებდით წინა ხელისუფლებას. როგორ აფასებს რეჟისორის თვალი დღეს საქართველოს პოლიტიკურ სცენას?
- მთავრობის მუშაობას დადებითად ვაფასებ, რაც შეუძლიათ, აკეთებენ და ამას დანახვა უნდა. დღეს აქტიურად საუბრობენ ბიუჯეტის ჩავარდნაზე. ახალ ხელისუფლებას მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვეს, სოფლის მეურნეობაში ჩასადები ფულით ბათუმში სასტუმროები ააშენეს, სადაც კაზინოები და ბორდელებია განთავსებული...
- როგორ შეფასეთ პუტინის მზაობა, შეხვდეს საქართველოს ხელისუფლებას?
- ვერ გავიგე, რა იყო ეს განცხადება. აჩვენეს კადრები - პუტინი მიდის და ჟურნალიტები მისდევენ კითხვას უსვამენ ამ საკითხზე, ისიც გაქცევით პასუხობს. როგორც ვიცი, მას შემდეგ პუტინს ოფიციალურად არ განუცხადებია, საქართველოს პრეზიდენტთან ან პრემიერთან შეხვედრა მსურსო.
- "ნაციონალები" საუბრობდნენ, - თუკი მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდებით, რუსებს ულტიმატუმი უნდა წავუყენოთ, ქვეყნის დეოკუპაცია გახდეს მთავარი თემაო.
- "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოუაროს თავის ბოზ მამიდებს. ეს ქართული გამოთქმაა და ზუსტად ასე დაწერე! მაგათი ლაყბობა ვის აინტერესებს, სუყველა ქურდი და ჯიბგირია. ხმა არ აქვთ ამოსაღები, კომენტირებასაც ვერ უნდა ბედავდნენ და საზოგადოებაშიც თავს არ ყოფდნენ. ხომ ნახეთ ვანო მერაბიშვილის კადრები, დავალებას რომ აძლევს სპეცრაზმს - ორი გვამი მჭირდებაო. თუ ფსიქოლოგიურად გავაანალიზებთ ამ გამონათვამს, მივხდებით, რომ ეს ვანოსი კი არა, მიშას სიტყვებია. წლების განმავლობაში სააკაშვილი ლაპარაკობდა ასეთი ტერმინებით, მერაბიშვილი მაგის მთქმელი არ იყო, ის ვერაფერს წყვეტდა, ყოველთვის ცარიელი ადგილი იყო. მიშა ისეთივე დამნაშავეა, როგორებიც იყვნენ მუსოლინი, პინოჩეტი თუ სხვები. სააკაშვილი და მთლიანად "ნაციონალური მოძრაობა" უნდა გასამართლდნენ!
- ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული ორგანიზაციით შესაძლებელია აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება?
- გააჩნია, ვინ ეყოლება გვერდით. ჯერ ერთი ახალგაზრდა კაცი გვაჩვენეს, მაგრამ ეს ფაქტი ვერ მარწმუნებს, რომ მიზნის მიღწევას შეძლებენ.
ბიძინამ თქვა, უცხოეთიდან ჩამოვიყვანთ ექსპერტებს, რომლებიც დაგვეხმარებიან სამოქალაქო აზროვნების ჩამოყალიბებაშიო. ჩვენ დებილები ხომ არ ვართ, ნუთუ არ მოგვეპოვება ჭკვიანი ხალხი? დასავლეთისთვის ყველაფრის კითხვა და მათი დახმარება ქარს გატანებული ფულია.
- რას იტყვით, რამდენად მნიშვნელოვანია დედაქალაქს ჰყავდეს თბილისელი მერი?
- მერი უნდა განსაზღვრავდეს ქალაქის მეურნეობას. არ არის აუცილებელი, იყოს თბილისელი. ჩემი აზრით, ნარმანია კარგი ბიჭია. თუ მივალ არჩევნებზე, ხმას მას მივცემ, უკეთესი თუ არ გამოჩნდა ვინმე.