შინაგან საქმეთა სამინისტროს ლატვიელი ექსპერტები ეწვივნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ლატვიელი ექსპერტები ეწვივნენ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის პროექტ „ტექნიკური დახმარების ინსტრუმენტის“ (TAIEX) ფარგლებში ლატვიის რესპუბლიკის სახელმწიფო პოლიციის კოლეჯის ექსპერტები ეწვივნენ. შსს-ს აკადემიაში ღონისძიების გახსნას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი შალვა კვინიხიძე, შსს-ს აკადემიის რექტორი ნუკრი გელაშვილი და ლატვიის ელჩი საქართველოში ელიტა გაველე დაესწრნენ.

ვიზიტის დროს ლატვიელმა ექსპერტებმა მასების მართვის სამართლებრივი საფუძვლები, სპეციალური ღონისძიებების დროს პოლიციის როლი, მათ შორის რისკების შეფასება, ორგანიზატორებთან თანამშრომლობა, ასევე, ადამიანის უფლებების დაცვა, სპორტული ღონისძიებების ხელმძღვანელობა და პოლიციელებისთვის ტრეინინგების ჩატარების საკითხები განიხილეს. ექსპერტებმა ასევე ისაუბრეს პოლიციის იმ დანაყოფების მუშაობის სპეციფიკაზე, რომლებიც ლატვიაში მასების მართვის საკითხებზე არიან პასუხისმგებლები.

აღნიშნულ ტრენინგში შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.