ბიუჯეტის საბაბით, ერთმანეთს ხოცავენ. საქმე იქამდეც მივიდა, რომ რამდენიმე დღის წინ, ინგა გრიგოლიას “რეაქციის” სტუდიიდან გამოსულმა მართლმორწმუნე თუ ფერშეცვლილმა “ნაცებმა” ერთმანეთზე გაიწიეს, ერთმა პორტირებულმა კი, მოქმედ “მიშისტებს” სულ “მეცოცხეები” ეძახა... ჩემი თანამოსაუბრე ჩხუბის თვითმხილველია, თუმცა თბილისის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალთბილისის საკრებულოში, “ნაციონალები” და “გაოცნებებული” “ნაციონალები”, ურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე წლებია, “თავისუფალი დემოკრატია”... მაინც, რა მოხდა “იმედის” ეზოში, იყენებენ თუ არა მხარეები თბილისის ბიუჯეტს პოლიტიკური სანახაობისთვის და, საერთოდ, როდის დასრულდება “ბიუჯეტ-ფართი”? - “ქართული სიტყვა” მაკა გვარამიას ესაუბრა.
- მაკა, მოდით, შევთანხმდეთ, რომ ორივე მხარე ამაზრზენი სანახავი იყო.
- კი, გეთანხმებით...
- ჩხუბი რა მიზეზით და ვინ დაიწყო?
- ჩხუბი იქიდან დაიწყო, რომ ჩვენ ჩავთვალეთ, იმ დღეს ტელევიზიაში გიგი უგულავას ადგილი არ იყო, რადგან ის გადამდგარი მერია.
- კი ბატონო, მაგრამ ჟურნალისტი წყვეტს, თავის გადაცემაში ვინ დაპატიჟოს და ვინ - არა!
- გადაცემას, რა თქმა უნდა, ჟურნალისტი გეგმავს... ვიცოდით, რომ უგულავას ჩართვა იქნებოდა, მაგრამ გადაცემაში მონაწილეობა მაინც გადავწყვიტეთ. უბრალოდ, იცით, საქმე რაშია? - უგულავა ბიუჯეტზე კი არა, სხვა რაღაცებზე საუბრობდა, ანუ ეთერს საკუთარი პიარისთვის იყენებდა. ვგრძნობდით, რომ დაძაბული ვითარება იქნებოდა, რადგან საკრებულოს ყველა სხდომა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საუბარი ბიუჯეტზეა, ასეთი დაძაბულია, თუმცა საჭიროდ ჩავთვალეთ, მოსახლეობისთვის ყველაფერი დაწვრილებით აგვეხსნა და, ვფიქრობ, თითოეულ თბილისელს გავაგებინეთ, რომ ბიუჯეტის დაუმტკიცებლობით კატასტროფა არ მოხდება და არც თბილისი ჩამოიშლება.
- ესე იგი, თუკი საკრებულო ბიუჯეტს არ დაამტკიცებს, ამით სოციალურად დაუცველებს, გნებავთ, სტუდენტებს პრობლემა არ შეექმნებათ და სატრანსპორტო თუ სხვა შეღავათებით უწინდებურად ისარგებლებენ?
- დიახ, ისარგებლებენ! პატარა პრობლემები შეიძლება, მარტის ბოლომდე იყოს, თუმცა მერიას შეუძლია, ყველა საგარანტიო ბარათი და წერილი გასცეს. დარჩენილი ვალდებულებები კი, აპრილში იმ ერთი მეთორმეტედი ბიუჯეტით გაისტუმროს, რომელიც მერიას აქვს. სხვათა შორის, ეს ერთი მეთორმეტედი პატარა თანხა არაა და თვეში 60 მილიონია. 2013 წლის იანვრის მონაცემებით, მერიამ 35 მილიონი გახარჯა, რადგან მეტი, უბრალოდ, ვერ აითვისა, წელს კი, ბიუჯეტი, რეალურად, ორჯერ მეტია და ეს 60 მილიონი საგანგაშო რატომაა? შეიძლება, მერიამ განაცხადოს, რაღაც პროგრამები დაემატაო. კი ბატონო, მაგრამ ეს თანხა აბსოლუტურად საკმარისია, რომ “ნაციონალებმა” საბოტაჟური განცხადებები არ გააკეთონ.
- თუკი თანხა თბილისის ნორმალური ცხოვრებისთვის საკმარისია, მაშასადამე, სახეზეა მნიშვნელოვანი პრობლემა - “ოცნებამ” პიარი, ანუ ის არ იცის, “ნაციონალურ დემაგოგიას” როგორ გაუმკლავდეს...
- კი, ნამდვილად...
- არადა, წესით, ამ კუთხით ძლიერები უნდა იყოთ - ბოლოს და ბოლოს, თბილისის საკრებულოს “ოცნების” გუნდი პორტირებული “ნაციონალებითაა” სავსე, რომელთაც “ნაცმოძრაობის” მუშაობის სტილი კარგად იციან. ჰოდა, ამ ფერშეცვლილ “მიშისტებს” სათქვენოდ რატომ არ იყენებთ?
- ვიყენებთ... ზუსტად ვიცით, რომ ამ ბიუჯეტის გამოყენება “ნაციონალებს” საარჩევნოდ უნდათ, ანუ შესაძლებელია, რომ დაახლოებით, 77 მილიონი მათ ჩუმად გაიტანონ.
- ასეთი ეჭვი რატომ გაქვთ?
- აგიხსნით: პირველად საკრებულოში ბიუჯეტი, რომელიც 820 მილიონზე იყო გათვლილი, 2013 წლის 22 დეკემბერს შემოიტანეს. საკრებულოს ყველა კომისიამ ეს ბიუჯეტი დაწვრილებით განიხილა და 29 დეკემბერს სხდომაზე დასამტკიცებლად გაიტანა, მაგრამ ზუსტად იმ დილას, სხდომამდე ნახევარი საათით ადრე, ე.წ. დანამატი შემოვიდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ბიუჯეტს 55 მილიონი უნდა დამატებოდა. არ შეიძლება, რომ 55 მილიონით გაზრდილი ბიუჯეტი ასე უცებ დაამტკიცო. ამიტომ ვთქვით, არ ვიცით, ეს რა 55 მილიონია და ბიუჯეტს მხარს არ დავუჭერთო. ჩვენმა უარმა “ნაციონალები” ძალიან გააოცა, რადგან ადრე ბიუჯეტი ნახევარ საათში მტკიცდებოდა - საკრებულო ხომ ჩვეულებრივი სანოტარო ბიურო იყო! მოკლედ, გაოცდნენ, რას ნიშნავს, ბიუჯეტი შემოვიტანეთ და არ ამტკიცებთო. საერთოდ, მათ შეუძლიათ, რომ ყოველ ნახევარ საათში ახალ-ახალი ინიციატივები შემოგვთავაზონ... თებერვალში შემოტანილი ბიუჯეტის დროსაც ასე მოხდა: სხდომის წინა ღამეს, 11 თებერვალს, ბიუჯეტი შემოიტანეს და გვითხრეს, თქვენს ყველა მოთხოვნას ვითვალისწინებთ, ოღონდ - ჰაერზეო.
- “ჰაერზე გათვალისწინება” რამე ახალი პოლიტიკური ტერმინია?
- (იღიმება) არა... ჰაერზე, ანუ ქალაქ თბილისის ქონების ხარჯზე ვითვალისწინებთო. მოკლედ, ქონების გაყიდვა უნდოდათ...
- კონკრეტულად, რა ქონების გაყიდვას აპირებდნენ?
- მაგალითად, ლაპარაკი იყო ჭადრაკის სასახლეზე.
- მერიას ჭადრაკის სასახლის გაყიდვის უფლება აქვს?
- დიახ, რადგან თვითმმართველი ერთეულის ბალანსზეა, მაგრამ უნდათ, რომ ასეთი ობიექტები ისევ თვითონ შეიძინონ.
- ჭადრაკის სასახლის ყიდვას, მაინც, რომელი “ნაციონალი” გეგმავდა?
- ეს არ ვიცი, მაგრამ ალბათ, რომელიმეს ქვისლი, რძალი, დედა, მამა ან სხვა ნათესავი იყიდდა - მათ ხომ ასეთი პრაქტიკა ჰქონდათ. ერთი სიტყვით, ჭადრაკის სასახლე, როგორც იტყვიან, კაპიკებად გაიყიდებოდა, ეს თანხა ბიუჯეტში შემოვიდოდა და ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილება ასე მოხდებოდა.
- თქვენ, ანუ “ოცნებელები” რაღას ითხოვდით?
- მაგალითად, კონკრეტულად ჩემი მოთხოვნა იყო, რომ სოციალურად დაუცველთა ბიუჯეტი სამი მილიონით გაზრდილიყო...
- მაკა, უნდა ჩაგეკითხოთ: ამბობენ, რომ “ნაციონალების” დროს სოციალურად დაუცველთა სიაში ხალხის შეყვანა ნაცნობ-მეგობრობით ხდებოდა. ამ პრაქტიკას თქვენც აგრძელებთ?
- არა, რას ლაპარაკობთ! ადრე კი, მართლაც, ასე იყო - პარტიული სიები მზადდებოდა და ხალხს მაისურის ფერის მიხედვით აფინანსებდნენ.
- მართალია, ბიუჯეტის დამტკიცება-არდამტკიცებას ორივე მხარე ხალხის ზრუნვით ხსნით, მაგრამ მგონია, რომ ყველაფერი ეს პოლიტიკურ სპეკულაციამდე მიდის...
- აქ ორი - პოლიტიკური და ხარჯვითი ნაწილის გაკონტროლების პრობლემაა.
- ანუ, “ოცნებას” უნდა, რომ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი თვითონ გააკონტროლოს, “ნაციონალები” კი, ამ კონტროლის ხელიდან გაშვებას არ აპირებენ, არა?
- ჩვენ ვთავაზობთ, მოდით, დავსხდეთ და იმის საშუალება მოგვეცით, რომ ბიუჯეტის გაკონტროლებაში მაქსიმალურად ჩავერთოთ, გამგებლებიც პარიტეტულ საწყისებზე შევარჩიოთო, მაგრამ ეს “ნაციონალებს” არ უნდათ.
- მაკა, სულ რაღაც სამ თვეში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია და არ გირჩევნიათ, “ნაციონალებს” დაუთმოთ და ხალხს ეს პოლიტიკური შოუ არ აყურებინოთ?
- რა დავუთმოთ? - მაგალითად, ის, რომ გამგებლის მეუღლე გამგეობის მანქანით სარგებლობს?
- რომელი გამგებლის მეუღლეზე ლაპარაკობთ?
- საბურთალოს რაიონის გამგებლის მეუღლე გამგეობის სამეურნეო ნაწილზე გაფორმებული მანქანით სარგებლობს.
- რას ნიშნავს, “სარგებლობს”?
- ამ მანქანით დადის...
- ეს საიდან იცით?
- ფაქტი მაქვს.
- რა ფაქტი?
- ფოტო გადავუღე.
- ხომ შეიძლება, იმ მომენტში, როცა ფოტო გადაიღეთ, გამგებლის მეუღლე გამგეობის ავტოში შემთხვევით ჩაჯდა?
- ამ შემთხვევის შემდეგ, რამდენიმე ხნის განმავლობაში, თვალყურს ვადევნებდი.
- უთვალთვალებდით?
- არა... მართალია, მათ მიაჩნიათ, რომ დები თუ ძმები საჯარო სამსახურში არ უნდა მუშაობდნენ, მაგრამ მოვიძიე, იქნებ, გამგებლის მეუღლე გამგეობაში მუშაობს და თავის საქმეს კარგადაც აკეთებს-მეთქი. ეს ჩემთვის აბსოლუტურად მისაღები იქნებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ქალბატონი არც ერთ მუნიციპალურ სამსახურში არაა დასაქმებული, ჩვეულებრივი მოქალაქეა და გამგეობის მანქანითა და საწვავით სარგებლობს.
- “იმედის” ეზოში ჩხუბი ამ ამბის გამო დაიწყო, ანუ მოქმედ და პორტირებულ “ნაცებს” ჩხუბისკენ თქვენ უბიძგეთ?
- (იღიმება) არა, არა...
- ჩხუბის კადრებში ერთი ყვირის, მეცოცხეებოო. ეს ვინ არის?
- მიხეილ ქავთარაძე.
- ეგეც პორტირებული “ნაციონალია”?
- დიახ, ოღონდ “ნაცმოძრაობა” პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე დატოვა.
- ციხის კადრების გავრცელებამდე თუ გავრცელების შემდეგ?
- გავრცელების შემდეგ. სხვათა შორის, 2012 წლის 29 სექტემბერს, მიტინგზე, ბიძინა ივანიშვილმა ტრიბუნაზე რამდენიმე დეპუტატი აიყვანა, რომელმაც “ცოცხების კადრების” შემდეგ, საკრებულოს “ნაცმოძრაობა” დატოვა და ერთ-ერთი მათგანი მიხეილ ქავთარაძე იყო.
- მაკა, ისე, ჩვენთვის რომ ვთქვათ, საბიუჯეტო სახსრების არაყაირათიანად გამოყენებაში “ოცნებაც” შემჩნეულია. აი, მაგალითად, ერთ-ერთმა მინისტრმა, 2013 წელს, თურმე, მილიონზე მეტი ლარის ღირებულების საწვავი დახარჯა. საკრებულოელებმა კი, თურმე, სერიოზული პრემიები აიღეთ. ხალხისთვის რა მნიშვნელობა აქვს, ბიუჯეტის ხარჯზე “ოცნება” იხეირებს თუ “ნაცმოძრაობა”?
- 2013 წელს, პრემიის სახით, სულ 6 ათასი ლარი ავიღე და, რა ვიცი, ეს მგონი, დიდი თანხა არაა, მით უმეტეს, რომ დილის ოთხ საათამდე შეიძლება, საკრებულოში ვიჯდე და ვმუშაობდე.
- სხვათა შორის, ჩვენც ვმუშაობთ, მაგრამ... მოკლედ, მგონია, რომ “ოცნებელებმა” ცოტა ხანს თავი უნდა შეიკავოთ და პრემიები არ აიღოთ...
- დიახ, კარგი იქნება, რომ ბიუჯეტის ხარჯზე ცხოვრებას ყველა შეეშვას...
სხვათა შორის, დღესაც შევდივარ შუამდგომლობით მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსთან. ეს ადამიანი, მართლა, დიდ ყურადღებას იჩენს...
- მამუკა ქაცარავაზე ლაპარაკობთ?
- დიახ...
- არ შემხვედრია ადამიანი, მამუკა ქაცარავაზე აუგი რომ ეთქვას...
- ეს ადამიანი წლებია, ამ სამსახურს ხელმძღვანელობს, მაგრამ ცუდს ვერ ვიტყვი, რადგან თავის მოვალეობას პირნათლად ასრულებს - ყველა ბენეფიციარის პრობლემა გულთან მიაქვს, ზრუნავს და ცდილობს, გამოსავალი მოძებნოს და ადამიანებს მაისურების ფერის მიხედვით არ დაეხმაროს...
- ეს “მაისურის ფერი” რაღაც ძალიან აქტუალურია... მაკა, რაკიღა სიტყვამ მოიტანა, ეს ლურჯი შარფი პარტიული ნიშნით გიკეთიათ?
- (იცინის) არა, სხვა ფერის შარფებიც მაქვს...
- კარგია...
- აი, მაგალითად, ქალბატონმა ხათუნა ბერძენიშვლმა დღემდე ვერ გაიგო, თუ რატომ მოხვდა კრწანისის რაიონის გამგებლად. პირველად საკრებულოში რომ დავიბარეთ, თქვენთან საუბარი გვინდაო, ძალიან გაოცებული მოვიდა, ვერ მიხვდა, სად იყო, რა ხდებოდა და ცოტა თითსაც გვიქნევდა, მაგრამ მერე, ავუხსენით და ვუთხარით, ქალბატონო ხათუნა, თქვენზე ზემდგომი ორგანო ვართ და შეგვიძლია, თქვენი საქმიანობით დავინტერესდეთ და თუ რამე არ მოგვეწონება, შენიშვნა მოგცეთო, თუმცა ამას დღემდე ვერ ეგუება... მოკლედ, ქალბატონ ხათუნას აგვისტოს მერე, 14 წერილი გავუგზავნე, საიდანაც სამი დააკმაყოფილა, ხუთს დახმარებაზე უარი უთხრა, ოთხს პასუხი საერთოდ არ გასცა, ორს კი დაპირდა, დაგეხმარებიო.
- ეს ადამიანები რა სახის დახმარებას ითხოვდნენ?
- სოციალურად დაუცველები არიან და უმეტესობას მედიკამენტები სჭირდება.
- მაკა, ყველაზე ძალიან ნერვებს რომელი რაიონის გამგებელი გიშლით?
- ვერავის გამოვარჩევ. სხვათა შორის, როცა გამგებლებთან ადამიანები ჩვენი შუამდგომლობით მიდიოდნენ, ეუბნებოდნენ, საკრებულოში რატომ მიხვედი, პირდაპირ ჩვენთან მოსულიყავიო. ვერ გავიგე, ეს რას ნიშნავს? რახან პირველად საკრებულოში მოვიდა, ადამიანს აღარ უნდა დაეხმარო?
- რა ამის პასუხია და, ქალბატონი სევდია რეალური მერია?
- არა, რეალური მერი გიგი უგულავაა!