გიორგი მუსხელიშვილი სახელწიფო უნივერსიტეტის ყოფილ საერთო საცხოვრებელში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს თავად დაესწრო

გიორგი მუსხელიშვილი სახელწიფო უნივერსიტეტის ყოფილ საერთო საცხოვრებელში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს თავად დაესწრო

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი მუსხელიშვილი ბაგებში სახელწიფო უნივერსიტეტის ყოფილ საერთო საცხოვრებელში შესახლებულ დევნიელბს შეხვდა და ადგილზე მიმდინარე”ჯორჯიან უოთერ & ფაუერის” სარემონტო სამუშაოებს დაესწრო.

როგორც საკრებულოს დეპუტატმა აღნიშნა, წყლის ცენტრალური მილის შეკეთება ორშაბათამდე დასრულდება.

"ეს არ არის ჩემი პირველი შეხვედრა ამ ადამიანებთან. აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა აღნიშნულ საცხოვრებელში 1993 წლიდან ცხოვრობს. მათი უპირველესი პრობლემა წყლის ცენტრალური მილი იყო. ჩვენ შუამდგომლობით ”ჯორჯიან უოთერ & ფაუერს” მივმართეთ და მინდა ავღნიშნო, რომ საკითხის შესწავლა და რაც მთავარია, პრობლემის მოგვარება საკმაოდ ოპერატიულად მოხდა. შემიძლია დადასტურებით ვთქვა, რომ ორშაბათს სარემონტო სამუშაოები დასრულდება და მოსახლეობას წყალთან დაკავშირებული პრობლემა აღარ ექნება”, - განაცხადა გიორგი მუსხელიშვილმა.

როგორც ადგილზე მისულმა ”ჯორჯიან უოთერ & ფაუერის” ტექნიკური დირექტორის მოადგილემ აღნიშნა, კომპანია მოსახლეობის დახმარებას მაქსიმალურად ეცდება.

”ეს ყოფილი საერთო საცხოვრებელი წლების მანილზე მიტოვებული იყო. სრულად მოშლილია წყალსადენი, რაც თავისთავად მოსახლეობის მთავარ პრობლემას წარმოადგენდა. სამუშაოებს, რომელიც ორი დღის განმავლობაში არ შემწყდარა და ამ წუთასაც მიმდინარეობს, სავარაუდოდ, ორშაბათს დავასრულებთ და ეს ხალხი შვებას იგრძნობს. ”, - აღნიშნა ომარ გოცირიძემ.

მისივე თქმით, ”ჯორჯიან უოთერ & ფაუერი” მაქსიმალურად ეცდება გვერდში ამოუდგეს მოსახლეობას და მათი პრობლემები შეძლებისდაგვარად მოაგვაროს.

”ჩვენ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას წლებია ვითხოვთ. არავინ იყო ჩვენი პატრონი. გაუსაძლისი იყო ამ პირობებში არსებობა.

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ გიორგის გულისხმიერებისთვის. ”ჯორჯიან უოთერ & ფაუერის” თანამშრომლები ორი დღე და ღამე მუშაობენ და ძალიან გახარებულები ვართ, რომ წყლის პრობლემა მოგვიგვარდება” , - განაცხადა აფხაზეთიდან დევნილმა მურმან დოჩიამ.

სახელწიფო უნივერსიტეტის ყოფილ საერთო საცხოვრებელში სარემონტო სამუშაოები ორშაბათს დასრულდება.