პუტინი, ოდიშარია და “კრუჟოვებიანი ტრუსიკი”

პუტინი, ოდიშარია და “კრუჟოვებიანი ტრუსიკი”

ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟერარ ფილიპი, საკულტო ფილმფან-ფან ტულპანისგმირი, საფრანგეთის სექსსიმბოლო და მაშინდელი მსოფლიოს ქალთა გულთამპყრობელი, 1955 წელს მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე მიიწვიეს. ჟერარ ფილიპის მოსკოვში ჩასვლა უდიდესი მოვლენა იყო მაშინდელი მოსკოველების კულტურულ ცხოვრებაში. მასზე წერდნენ გაზეთებსა და ჟურნალებში, შეხვედრა მოუწყვეს ტელევიზიაში.

რუსი აქტრისები ჟერართან ინტიმურ დაახლოებას ცდილობდნენ და ზოგიერთმა მოახერხა კიდეც... შინ დაბრუნებულმა მსახიობმა კი, ერთ-ერთ ტაბლოიდურ ჟურნალთან ინტერვიუში განაცხადა: “რუსი აქტრისების საცვლებმა შოკში ჩამაგდეს - მათ ნიფხვები აცვიათ და შხაპს არ იღებენ!”

მოგვიანებით, თავის მემუარებში, ჟერარ ფილიპი მოსკოვურ თავგადასავლებს უფრო ვრცლად და ხატოვნად შეეხო. მსახიობი პოპულარულობის ზენიტში იყო, მისი წიგნი სხვადასხვა ენაზე ითარგმნა და რუსი ქალბატონებისპიკანტური ნიფხვებისადა შხაპის ამბავი საქვეყნოდ გახდა ცნობილი. ეს ეპიზოდი არ გამახსენდებოდა, რომ არა სულ ახლახან, რუსეთში ატეხილი აჟიოტაჟი ქალისკრუჟოვებიან ტრუსიკებზე”, რაზეც რუსეთისგოსსტანდარტმა” “ზაპრედიგამოაცხადა.

 

პუტინი დაკრუჟოვებიანი ტრუსიკები

რუსეთის “გოსსტანდარტმა” გამოსცა ბრძანება, რომ საბაჟოზე კავშირის ტერიტორიაზე არ მიიღებენ ქალის მაქმანიან ტრუსებს, რადგან “მინზდრავის” შემოწმებით აღმოჩნდა, რომ იმპორტული მაქმანიანი საცვალი ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ამ საქმეში ეკონომიკის სამინისტროცაა ჩართული და მისი ანგარიშით, იმპორტული მაქმანიანი ტრუსების ბიზნესის შემოსავალი, რომელიც რუსეთის საერთო კაპიტალბრუნვის 60%-ს შეადგენს, თურმე, უცხოეთში გადის.

ეს განცხადებები სოჭის ოლიმპიადის დროს კეთდება და ცხადია, “კრუჟოვებიანი ტრუსიკების” აკრძალვა მსოფლიო მედიას მოედო. რუსმა ლამაზმანებმა აქციებიც მოაწყვეს: “ხაჩუ ტრუსიკი სკრუჟევამი!”

“კომსომოლსკაია პრავდამ” ვრცელი სარედაქციო წერილი მიუძღვნა ამ თემას და პუტინს მიმართა: “რუსეთში კორუფცია, კრიმინალი, მექრთამეობა, სიღატაკე და ნარკომანია ყვავის, ყოველ ნაბიჯზე ირღვება ადამიანის უფლებები და თქვენ ქალის მაქმანიანი ქვედა საცვლის სინთეტიკურობა გაღელვებთ?!”

ასეა თუ ისე, კანონი გამოცემულია და ამ კანონის დასაცავად, როგორც რუსულ ფორუმებზე ხუმრობენ, კომისიაც უნდა შეიქმნას, რომელიც საბაჟო კავშირის ტერიტორიაზე ქალებს გააკონტროლებს და, კანონის დარღვევის შემთხვევაში, დააჯარიმებს ან ასე, ან - ისე(?!).

ახლა, წარმოიდგინეთ, საქართველო საბაჟო კავშირის წევრი ქვეყანა რომ იყოს, ბუსუსებიანი პრეზერვატივი ხომ აიკრძალა, ამას მოჰყვებოდა მაქმანიანი ქვედა საცვალიც. მერე, რამდენი “ხუშტურიც” პუტინს თავში მოუვიდოდა, ყველა კანონად გადაიქცეოდა და კანონის დამრღვევი დაისჯებოდა. მაგალითად, არგონავტები, თურმე, პრეისტორიულ რუსეთის ტერიტორიაზე შესულან და ოქროს საწმისიც რუსების მითი ყოფილა. გავხდებით ევრაზიული საბაჟო კავშირის წევრი, პუტინი ახალ ისტორიას დაგვიწერს, დაგვაზეპირებინებს და ვინც არ დაიჯერებს, გააციმბირებს.

 

პუტინი და ოქროს საწმისი

ოლიმპიადის გახსნაზე აჩვენეს ვიდეორგოლი - “რუსი არგონავტები” და რუსმა ისტორიკოსებმა და ჟურნალისტებმა ქართველ ხალხს ურჩიეს, “ნამდვილი” ისტორია გაიგოს თავის ანტიკურ წარსულზე.

რა თქმა უნდა, დავინტერესდი, რა აღმოაჩინეს ახალი ანტიკურ ისტორიაში რუსებმა. ამ “სიახლის” მოძებნა არ გამჭირვებია, რადგან უამრავი ინფორმაცია ვნახე ინტერნეტში.

ვიქტორ ჩაშინი, ისტორიკოსი, მეცნიერებათა დოქტორი, მხარეთმცოდნე: “სტრაბონის მიხედვით, ოქროს მოპოვების უძველესი ტექნოლოგია, ცხვრის ტყავის გამოყენება მთის მდინარეებიდან ჩამონადენი ოქროს ქვიშის დაწრეტა, მხოლოდ კავკასიის მთებში ხდებოდა. გემი “არგო” გაკეთდა ჩერქეზული ხის მასალით, მუხის სოლი კი, რომელიც წინ ჰქონდა გემს, ოსეთის მთებიდან იყო ჩამოტანილი. არგონავტებში იყვნენ სკვითებიც, რომელთა სახელები ბერძნულს მიამსგავსეს. “არგო” მიცურდა კუნძულ ანა-ფასთან, იგივე დღევანდელი ანაპა. არგონავტებმა წარმატებით დალაშქრეს კოლხეთი და საბერძნეთისკენ გაეშურნენ. მათ გამოედევნა მედეას ძმა, აპსირტი, იგივე აპსუა, რაც კოლხების, ანუ აფხაზების სახელია. არგონავტების ლაშქრობას მითოლოგიზმები რომ მოვაშოროთ, რჩება ობიექტური რეალობა, ანუ დღევანდელი რუსეთის ფედერაციის სამხრეთ ნაწილში ილაშქრეს არგონავტებმა”.

ანტიკური ეპოსის კიდევ უფრო გამაოგნებელი კომპილაციებია სხვა რუსი ისტორიკოსების ნაშრომებში, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ბრძანა პუტინმა და ისტორიკოსებიც უსიტყვოდ ემორჩილებიან. აფხაზეთში დარჩენილი უძველესი ქართული ეკლესიები უძველესი ქართული ასომთავრული წარწერებით, პუტინის ბრძანებით, გადაფხიკეს და გადაათეთრეს, არქიტექტურა შეუცვალეს და რუსულს დაამსგავსეს.

სოჭის ოლიმპიადის გახსნაზე, როცა ქართველი სპორტსმენები გამოვიდნენ, საქართველოს მთლიანი რუკა, ალბათ, პუტინის ბრძანებით, შუაზე გაყოფილი აჩვენეს. პუტინის შემდგომი გეგმა საქართველოს ორად - აღმოსავლეთ და დასავლეთად გაყოფაა, შუაში კი, “ოსეთის რესპუბლიკა” იქნება, რომელსაც სომხეთთან ექნება საზღვარი. ამაზე თავად რუსებმა ილაპარაკეს და ქართველებს  საქართველოს ახალი რუკაც გვაჩვენეს.

ოლიმპიადის გახსნას დაესწრნენ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტი თიბილოვი და აფხაზეთის სეპარატისტული მხარის ე.წ. პრეზიდენტი ანქვაბი. ჟურნალისტების შეკითხვაზე, შეხვდებით თუ არა საქართველოს პრეზიდენტსო, პუტინმა უპასუხა, წარსული ტრაგედია, რაც შეიძლება, სწრაფად უნდა დავივიწყოთ. რუსეთი განწყობილია, პოზიტიურად განავითაროს საქართველოსთან ურთიერთობა და საამისოდ ყველა წინაპირობაა შექმნილიო.

რა თქმა უნდა, პუტინმა უკვე ყველა წინაპირობა შექმნა, რომ საქართველოს ტერიტორია რუსეთის ფედერაციის ნაწილი გახდეს. რაც შეეხება ქართველებს, დევიზი - “გრუზია ბეზ გრუზინ” - ხრუშჩოვის დროიდან მუშაობს.

ცხადზე ცხადია, რომ პუტინის ბრძანების გარეშე ვიდეორგოლს - “რუსკიე არგონავტი” ამ ოლიმპიადის გახსნაზე არ აჩვენებდნენ.

“რუსკიე არგონავტი”!

რა გვითხრა ამით პუტინმა?

მთავრობამ რა და როგორ გაიგო, არ ვიცი, მაგრამ მე და ჩემნაირმა რიგითმა მოქალაქეებმა ასე გავიგეთ: იყვნენ ბერძენი არგონავტები, წაიღეს ოქროს საწმისი და კოლხეთის დიადი სახელმწიფო დაიშალა. ახლა კი, მოდიან რუსი არგონავტები და აჰა, თქვენი რუკა - ორად გაყოფილი, დაშლილი საქართველო, რომელიც ისევე, როგორც ანტიკური კოლხეთი, მალე ისტორიის საკუთრება გახდება. ტერიტორია კი, “ველიკაია რასიას” კუთვნილება იქნება.

 

 

ოქროს საწმისი”, როგორც მენტალური კულტურის მატარებელი

როგორც ცნობილია, კაზრეთის ოქროს საბადოს დიდი წილის მფლობელები რუსები არიან. საყდრისის ოქროს საბადოს გარშემო კი, რა აჟიოტაჟიცაა ატეხილი, ყველამ ვიცით. პრესაში ისიც ითქვა, რომ საყდრისის ისტორიული საბადო რუსებს აქვთ შესყიდული და ამიტომ მოუხსნა კულტურის მინისტრმა ოდიშარიამ კულტურული ძეგლის სტატუსიო.

მარინე მიზანდარისა და გურამ ოდიშარიას დაჯახება, პრაქტიკულად, საყდრისით დაიწყო. ქალბატონმა მარინემ კატეგორიულად მოითხოვა საყდრისისთვის კულტურული ძეგლის სტატუსის აღდგენა, რაც მისი მოხსნით დასრულდა.

საზოგადოების მხრიდან აქტიურ ზეწოლას კულტურის სამინისტრომ ორაზროვანი პასუხი გასცა, საყდრისის საკითხზე ვიმუშავებთ და პასუხს დავდებთო, მაგრამ როგორც გერმანელი მეცნიერები ამბობენ, საბადოს უნიკალური ნაწილი სრულიად მონგრეული და მოსწორებულია. კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებს კი ტერიტორიაზე არ უშვებენ. 

“ფეისბუქზე” გაავრცელეს გერმანელი მეცნიერების გადაღებული ვიდეორგოლი საყდრისზე, რომელშიც მის უნიკალურობაზე იყო საუბარი - მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ საყდრისის ისტორიული ოქროს საბადო 5 000 წლისაა და გაცილებით წინ უსწრებს ეგვიპტელებს ოქროს მოპოვებაში. ვიდეორგოლში, აგრეთვე, ხაზგასმითაა ლაპარაკი, რომ ისტორიული კოლხეთის სამეფოს ერთადერთი არტეფაქტი საყდრისია, რომელიც საქართველოშია. ამას ამბობენ გერმანელი მეცნიერები, უფრო სწორად, თანამედროვე ტექნოლოგიური კვლევის შედეგად დადეს დასკვნა, რომ საყდრისის ისტორიული ოქროს საბადო ერთადერთი უნიკალური ძეგლია მსოფლიოში.

რატომღაც, გერმანელი მეცნიერების დასკვნა საქართველოს კულტურის სამინისტროზე შთაბეჭდილებას არ ახდენს.

საინტერესოა, რატომ?

შეუძლებელია, ქართული მენტალობის მქონე ქართველმა, ხაზს ვუსვამ ქართულ მენტალობას, არ იამაყოს საყდრისით, კულტურის მინისტრი ოდიშარია კი, ალბათ, მხოლოდ თავისი პოეზიითა და პროზით ამაყობს, რომელიც “ლიბ.ჯე”-ზეა გამომზეურებული. ვინმე კეთილისმსურველი რომ ჰყავდეს, ან თავს დაანებებინებდა წერას, ან ამ უნიჭობას მოაცილებდა ინტერნეტს.

თუმცა, მეორე მხრივ კარგიცაა, რომ კულტურის მინისტრის შემოქმედება ყველასთვის ხელმისაწვდომია და მისი ინტელექტუალური შესაძლებლობა და ესთეტიკური გემოვნება თვალსაჩინოა.

საყდრისის საკითხი, ყოველგვარი ორაზროვნებისა და ეჭვის გარეშე, მარტივი გადასაწყვეტია - კულტურულ-ისტორიულ ძეგლს წარმოადგენს.

საყდრისი, როგორც ოქროს მოსაპოვებელი საბადო, ანუ ბიზნესის საწარმოებლად საინტერესო არ არის და ამ ნიშნით მასზე თვალი არავის გაექცევა. რაშია საქმე? რატომ ეჭიდავებიან საყდრისს? ისიც საკითხავია, რატომ მოსპეს აფხაზეთში უძველესი ქართული ეკლესიების წარწერები და რატომ გადაასწორეს თავიდან ბოლომდე რუსულად?

ქართველების, როგორც ამ მიწის ეთნოსის და, შესაბამისად, 5 000 წლიანი ისტორიული კულტურის მატარებელი ერის არსებობა, ყელში ძვალივითა აქვს გაჩხერილი პუტინს. პუტინამდე რუს იმპერატორებს, შემდეგ, გენსეკებს და... ისტორიულად ასე მოდის. ყველაფერი ეს იმ ავადსახსენებელი ერეკლეს ტრაქტატიდან არ დაწყებულა.

თამარს საქართველოს ოქროს ხანაში მოუწია მეფობა. იგი ატარებდა ტიტულს: “მეფეთ მეფე და დედოფალი აფხაზთა, რანთა, კახთა, და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშაჰთა და ყოველთა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელობითა მპყრობელი”. გიორგი რუსმა რამდენიმე აჯანყება მოუწყო თამარს. პირველად თვითონ წამოვიდა ჯარით, რომელიც თამარმა დაამარცხა, შემდეგ, შიგნით, მოსყიდული დიდგვაროვნების ხელით ურევდა, მაგრამ ყველა მისი მცდელობა თამარმა წარმატებით დაძლია.

ასე რომ, საქართველოს მიმართ რუსეთის ინტერესი თამარიდან იწყება, რომელიც ერეკლეს დროს განხორციელდა, თუმცა ერეკლედან დაწყებული დღემდე, 200 წელზე მეტია, საუკუნეში ოთხი-ხუთი აჯანყება მაინც იყო რუსების წინააღმდეგ. პრაქტიკულად, საქართველო სულ ომის მდგომარეობაშია რუსეთთან.

გრაალის თასისა არ იყოს, ოქროს საწმისიც სულ სხვა სუბსტანციაა, მიუხედავად იმისა, რომ წაღებულ იქნა ბერძნების მიერ, იგი, როგორც სიმბოლო, ზემატერია, კოლხეთში დარჩა, ქართულ მიწაზე. ასევეა ქრისტეს კვართიც, რომელიც მოსკოვშია, მაგრამ მისი არსი და სიძლიერე ქართულ მიწაზე დარჩა. მიწა კი ქართული ეთნოსისაა და სანამ ერთი ქართველი მაინც იქნება ამ მიწაზე, ყველა ეს სიმბოლიკა,   როგორც მენტალური კულტურის არსის მატარებელი, საქართველოს საკუთრება იქნება!

 

P.S. გინდკრუჟოვებიანი ტრუსიკიიყოს, გინდ - რუსული ნიფხავი, რუსეთისდერჟავულადმოაზროვნე ნაწილი რუსეთად დარჩება - არაყსა და სიმყრალეში და სუნიანპარტიანკებში”.

ბოლოს, ლერმონტოვის ლექსს გავიხსენებ:

Прощай, немытая Россия,

Страна рабов, страна господ,

И вы, мундиры голубые,

И ты, им преданный народ.