ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, 2014 წლის 20-21 თებერვალს იმართება გასვლითი სამუშაო შეხვედრა სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის შემუშავების მიზნით.
მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №49 დადგენილების თანახმად, სპეციალურად შექმნილ უწყებათაშორის საბჭოს, პრემიერ-მინისტრთან არსებული სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს თავმჯდომარეობით, სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის შემუშავება და 2014 წლის 1 მარტამდე მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგენა დაევალა. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ საბჭოს შემადგენლობაში შემავალი და სახელმწიფო საზღვრის მართვაში მონაწილე უწყებების წარმომადგენლები.