შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული გიორგი დ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა გიორგი დ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ჯავშანჟილეტი, ბინოკლი, „მაკაროვი“-ს სისტემის პისტოლეტი 1 მჭიდით და 10 საბრძოლო ვაზნით, ასევე, „კალაშნიკოვი“-ს სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 2 მჭიდით და 58 საბრძოლო ვაზნით ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).