"დადუს" ბიჭი უყვარდა, რომელმაც ცოლი მოიყვანა." - რა გახდა 18 წლის გოგონას თვითმკვლელობის მიზეზი

"იქ სადაც მონატრებაა, ბედნიერება სრულყოფილი ვერ იქნება..." - თაკო ყურშავიშვილის უკანასკნელი ჩანაწერები

"თაკოს მშობლებს პირველი შვილიც დაეღუპათ"


დილით, 11 საათისთვის, ქუჩაში მდგარ მეზობლებს გასროლის ხმა გაუგიათ, ოთხი ტყვია გავარდნილა, მაგრამ ვის მოუვიდოდა თავში აზრად, თაკო რომ თავს მოიკლავდა. ერთს გაუხუმრია - რით ვერ დამთავრდა ეს ახალი წელი და "ხლაპუშკების" აფეთქებაო... მერე ისტერიკული კივილის ხმა შემოესმათ თურმე. სამი ტყვია კედელს აქვს მოხვედრილი და მეოთხე საფეთქელში დაუხლია იმ საცოდავს. მამამისის "მაკაროვით" აქვს თავი მოკლული. ეტყობა, ჩაფიქრებული ჰქონდა და მამას თვალყურს ადევნებდა, სად ინახავდა იარაღს, თორემ ისე მიგდებული არ ექნებოდა გიზოს (თაკოს მამა) იარაღი. ჭკვიანი კაცია... პოლიცია რომ მოვიდა, 7 საათი მუშაობდნენ და არავინ შეუშვეს შიგნით.

18 წლის გოგონას, თაკო ყურშავიშვილის ოჯახის ახლობელი მომხდარი ტრაგედიის შესახებ გვიყვება, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა... 

- თაკო მეზობელმა იპოვა. მისთვის გოგონას დედას სამსახურიდან დაურეკავს, თაკოსთან შედიო.. საცოდავს ბინის კარი ღია დაუტოვებია. იატაკზე ს ი ა.

ყველაფერს ასწრებდა, სწავლას, კითხვას, მუშაობას... საბავშვო ტელევიზია ,,ინკოგნიტოს" კურსდამთავრებული იყო და გარკვეული პერიოდის განმავლობაში იქ მუშაობდა.  ჟურნალისტობაზე ოცნებობდა... დადუს ეძახდნენ მეგობრები. პეპელასავით დაფრინავდაულამაზესი, შველივით გოგო იყო. თაკო ი,დედის კალთას ამოფარებული ო ო. საცოდავი ა, პირველი შვილიცდაეუპა9 თვის იყო, მენინგიტი რომ დაემართა. მერე თაკო შეეძინათ, შემდეგ კი, ძმა, ნიკუშა. 

- ძმა უმცროსია, არა?

- დიახ. სკოლიდან მოიყვანეს საწყალი ბავშვი. ისეთ დღეში იყო, კედლებს ურტყამდა თავს... გაუბედურდნენ ოჯახიც და ახლობლებიც.

- წერილი არ დაუტოვებია?
- არა...ამბობდნენ, ცუდად არის ბავშვი, რაღაცაზე ნერვიულობსო.

- მკვლელობის მოტივად რამდენიმე ვერსია გავრცელდა...
- დიახ... თქვეს, ნევროზი ჰქონდაო. დაქალმაც დაატირა, - ეს რატომ გააკეთე, ხომ გთხოვე, ფსიქოლოგთან მივიდეთო. როგორც ჩანს, მეგობრებმა იცოდნენ, დადუს რაც აწუხებდა. ამბობენ, დადუს ვიღაც უყვარდა, იმან კი ცოლი მოიყვანაო. ხომ იცით, ბავშვებს ამ ასაკში როგორი ფაქიზი ფსიქიკა აქვთ... პოლიციას ის ბიჭი დაუკითხავს... 

- ის ბიჭი თაკოს უბნელია?..
- არ ვიცი, ვინ არის. ამბობენ, კი არ იქორწინა, დაინიშნაო... თაკოს უბნში ბიჭები თავს ევლებოდნენ, დასავით ჰყავდათ, ლამაზი გოგო იყო და უბატონოდ ხმას ვერავინ სცემდა... მეგობრები რჩევას მას ეკითხებოდნენ, პრინციპული იყო, ჭკვიანი და მშვიდი.

- მამა სად მუშაობას?
- მესაზღვრეა... ისეთ დღეში ყოფილა საწყალი, ამბობენ, ვერ გადაიტანსო. არადა, თითით საჩვენებელი ოჯახი იყო...
 
ბებია ახლახან გარდაეცვალა და გოგონამ ძალიან განიცადა. ბებიასა და შვილიშვილს რომ განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ, ეს თაკოს "ფეისბუქის" ჩანაწერებიდანაც ჩანს: "ხვალ 18 წლის, სრულწლოვანი ვხვდები და ასე მგონია, აღარ მქონია დაბადების დღე ისეთი დაუვიწყარი, როგორც ბავშვობაში... იქ სადაც მონატრებაა, ბედნიერებაც სრულყოფილი ვერ იქნება... მენატრები, ჩემო დაუვიწყარო ბებო!"...