შს სამინისტროს ევროკავშირის და აშშ-ს ექსპერტები ეწვივნენ

შს სამინისტროს ევროკავშირის და აშშ-ს ექსპერტები ეწვივნენ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაური ევროკავშირისა და აშშ-ს ექსპერტებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის შეფასების მიზნით.

ვიზიტის ფარგლებში, ექსპერტები სასაზღვრო პოლიციის და ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებთან გამართავენ შეხვედრებს, ასევე, ადგილზე მოინახულებენ საქართველო-თურქეთის და საქართველო-სომხეთის სახმელეთო საზღვრის მონაკვეთებს და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესაბამისი მონაკვეთების საზღვრის შეფასების ანგარიშს მოამზადებენ. ანგარიშის მიხედვით განხორციელდება საქართველოს სახმელეთო საზღვრის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და გაძლიერდება საზღვრის უსაფრთხოება.